თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ (90კგ).
ქართველმა ნახევარფინალში რუმინელი ალექს კრეტი ვაზარის უპირატესობით დაამარცხა და ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ლაშა ბექაურს სძლია.
კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
ხვალ, 17 აპრილს, ტურნირზე მედლებისთვის ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს – კაცთა შორის 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი, ხოლო ქალებში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ) და ნინო წიკლაური (63 კგ).
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს კი 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში მეოთხედფინალური მატჩი უკრაინის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 20:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოგვიანებით, ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვევა.
მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.