The Terminator-ის, Aliens-ის, Titanic, Avatar-ის რეჟისორი ჯეიმს კამერონი Forbes-ის უახლესი შეფასებით მილიარდერი გახდა.
1980-იან წლებიდან კამერონის ნამუშავრებმა მსოფლიო სალაროებში ჯამში თითქმის $9 მილიარდი გამოიმუშავა. ამ შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ქმნის რეჯისორის პირად ქონებას, რომელსაც Forbes დაახლოებით $1.1 მილიარდად აფასებს.
ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ის, რომ Avatar: Fire and Ash წლევანდელი "ოქროს გლობუსების“ არც ერთ მთავარ ნომინაციაში არ მოხვდა. თუმცა ვინაიდან ავატარის მესამე ნაწილი ორი ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის გაგრძელებაა, დიდი ალბათობით, წლის ყველაზე დიდი კინოპროექტი იქნება და შესაძლოა, $2 მილიარდსაც გადააჭარბოს, ჯილდოების კომიტეტმა ფილმი მაინც დაასახელა კატეგორიაში Cinematic and Box Office Achievement, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პრემიერა რეალურად მხოლოდ ამ პარასკევს გაიმართება.
ასეთია ნდობა “ავატარის“ რეჟისორის, ჯეიმს კამერონის მიმართ. 40-წლიანი კარიერის განმავლობაში 71 წლის კინორეჟისორი სულ უფრო დიდ ფსონებს დებს საკუთარ პროექტებზე და მუდმივად აწყდება კოლოსალურ მოლოდინებს, რომ ყოველი მისი ფილმი სალაროებში დიდ რიგებს დააყენებს.
ეს კამერონს რეჟისორების იმ უკიდურესად მცირე ჯგუფში აყენებს , რომლებმაც მილიარდერის სტატუსს მიაღწიეს, მათ შორის არიან ჯორჯ ლუკასი, სტივენ სპილბერგი, პიტერ ჯექსონი და ტაილერ პერი. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, რომელთაც ჰოლივუდის მიღმაც ჰქონდათ მნიშვნელოვანი გარიგებები ან შემოსავლის წყაროები, კამერონმა ამ ნიშნულს თითქმის მთლიანად საკუთარი ფილმების წარმატებით მიაღწია.
უახლოეს თვეებში მისი ქონება კიდევ უფრო გაიზრდება. Forbes-ის შეფასებით, თუ Avatar: Fire and Ash სალაროებში იმ მოლოდინებს გაამართლებს, რაც მასზეა დაკისრებული, კამერონს ფილმიდან მინიმუმ $200 მილიონის (გადასახადებისა და საკომისიოების გამოკლებით) მიღება შეუძლია.
იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს – ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.
„დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.
ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლათს მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ქვეყანას.
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით მეცნიერებს, მკვლევრებს, საქართველოს საპატრიარქოს, ყველას, ვინც წლების განმავლობაში შრომობდით ამ ნომინაციის მოსამზადებლად. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მინისტრებს, სამი სამინისტროს ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. ეს აღიარება უპირველესად არის ამ ადამიანების, თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურით, მსოფლიო ცივილიზაციის გამორჩეული ნაწილია,“- განაცხადა პრემიერმა.
იუნესკო-ს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა, ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.
„დღეს საქართველოსთვის გამორჩეული და საამაყო დღეა. ინდოეთში, ქალაქ ნიუ-დელიში, იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული – საქართველოში ხორბალი არასდროს ყოფილა მხოლოდ საკვები. ეს არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.
საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 15 სწორედ ჩვენს მიწაზე ხარობს, ხოლო 5 მათგანი ენდემურია და მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. ეს ბიომრავალფეროვნება ცოცხალი საგანძურია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს.
საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი დაუღალავად შრომობდა, აცხობდა პურს და მისდევდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახების სიმტკიცეს იცავდა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს კუთხეებს ამშვენებს და რაც, საბოლოოდ, ჩვენი ერთიანი, მდიდარი ეროვნული კულტურის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა პრემიერმა.
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.
საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა.
საქართველო კონკურსზე „რანინას“ გამარჯვებულმა ანიტა აბგარიანმა წარადგინა. საქართველო მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.
საბავშვო „ევროვიზიას“ საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა.
საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო. საქართველოს წარმომადგენლისთვის, ანიტა აბგარიანისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
გადადით ბმულზე - https://vote.junioreurovision.tv .
ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, და დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს.
ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს.
ხმის მიცემა დროებით შეწყდება 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.
თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.
ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.
გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.
დღეს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს.
საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.