ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო გერმანელი რეჟისორის ილკერ ჩატაკის ფილმმა „ყვითელი წერილები“ მიიღო.
გრან-პრი კი თურქ რეჟისორ ემინ ალპერს ხვდა წილად, ფილმისთვის „გადარჩენა“.
„ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის გერმანელ მსახიობ სანდრა ჰიულერს გადაეცა მთავარი როლისთვის ფილმში „ვარდი. „დათვი“ მეორე პლანის საუკეთესო როლებისთვის გადაეცათ ანა კალდერ-მარშალსა და ტომ კორტნის („დედოფალი ზღვაზე“).
საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო ბრიტანელმა რეჟისორმა გრანტ გიმ მიიღო („ყველას მოსწონს ბილ ევანსი“), საუკეთესო სცენარისტად კი ჟენევიევ დიულიუდ-დესალი აღიარეს („ნინა როზა“).
ლოს-ანჯელესში „გრემის“ დაჯილდოების 68-ე ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო სიმღერად ბილი აილიშის Wildflower-ი დასახელდა. Bad Bunny-ს Debí Tirar Más Fotos წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს. წლის ჩანაწერის ტიტული კენდრიკ ლამარისა და SZA -ს Luther-მა მიიღო, საუკეთესო ახალი არტისტი კი ოლივია დინი გახდა.
საუკეთესო როკ-შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვეს Yungblud-მა, ნუნო ბეტენკურტმა, ფრენკ ბელომ, ადამ ვეიკმანმა და II-მ, რომლებმაც ოზი ოსბორნის გამოსამშვიდობებელ კონცერტზე მისი ლეგენდარული სიმღერა Changes შეასრულეს.
საუკეთესო რეპ-ალბომი კენდრიკ ლამარის GNX გახდა.
სიმღერა Golden მულტფილმიდან „კეი პოპ დემონებზე მონადირეები“ მედიაკონტენტისთვის შექმნილი საუკეთესო კომპოზიცია გახდა.
მსოფლიო კინოინდუსტრიის მთავარ მოვლენამდე ათვლა დაიწყო. ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ რიგით 98-ე დაჯილდოების ნომინანტები ოფიციალურად წარადგინა. წლის საუკეთესო ნამუშევრების, რეჟისორებისა და მსახიობების ვინაობა 15 მარტს, საზეიმო ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
წლევანდელი ნომინაციების ლიდერებს შორის პოლ ტომას ანდერსონის, გილერმო დელ ტოროსა და რაიან კუგლერის ახალი პროექტები მოხვდნენ.
წარმოგიდგენთ ძირითადი კატეგორიების ნომინანტებს:
წლის საუკეთესო ფილმი
მთავარი ჯილდოსთვის წელს 10 სურათი იბრძოლებს. სიაში მოხვდნენ როგორც მაღალბიუჯეტიანი ბლოკბასტერები (მაგალითად, „F1“), ისე საავტორო კინოს გამორჩეული ნიმუშები:
• One Battle After Another
• Marty Supreme
• Hamnet
• Sinners
• Sentimental Value
• The Secret Agent
• Train Dreams
• Bugonia
• F1
• Frankenstein
საუკეთესო რეჟისურა
• პოლ ტომას ანდერსონი (One Battle After Another)
• რაიან კუგლერი (Sinners)
• გილერმო დელ ტორო (Frankenstein)
• ჯოშ საფდი (Marty Supreme)
• იოაკიმ ტრიერი (Sentimental Value)
• ქლოი ჟაო (Hamnet)
მსახიობთა ნომინაციები
კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინანტებს შორის არიან ლეონარდო დიკაპრიო და ტიმოთი შალამე, ხოლო ქალებს შორის ლიდერობენ ემა სტოუნი და ჯესი ბაკლი.
საუკეთესო მსახიობი კაცი:
• მაიკლ ბ. ჯორდანი (Sinners)
• ვაგნერ მოურა (The Secret Agent)
• ლეონარდო დიკაპრიო (One Battle After Another)
• ტიმოთი შალამე (Marty Supreme)
• ითან ჰოუკი (Blue Moon)
საუკეთესო მსახიობი ქალი:
• ჯესი ბაკლი (Hamnet)
• რენატე რეინსვე (Sentimental Value)
• ემა სტოუნი (Bugonia)
• როუზ ბირნი (If I Had Legs I’d Kick You)
• ქეით ჰადსონი (Song Sung Blue)
მეორეხარისხოვანი როლები
ამ კატეგორიაში განსაკუთრებული კონკურენციაა. საინტერესოა, რომ ფილმმა Sentimental Value ქალის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში ერთდროულად ორი პოზიცია დაიკავა.
საუკეთესო მსახიობი კაცი (მეორეხარისხოვანი როლი):
• ბენისიო დელ ტორო (One Battle After Another)
• ჯეიკობ ელორდი (Frankenstein)
• დელროი ლინდო (Sinners)
• შონ პენი (One Battle After Another)
• სტელან სკარსგარდი (Sentimental Value)
საუკეთესო მსახიობი ქალი (მეორეხარისხოვანი როლი):
• ელ ფენინგი (Sentimental Value)
• ინგა იბსდოტერ ლილეასი (Sentimental Value)
• ემი მედიგანი (Weapons)
• ტეიანა ტეილორი (One Battle After Another)
• ვუნმი მოსაკუ (Sinners)