ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, - განაცხადა გადაცემაში “ ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საუბრისას.
მისივე თქმით, როდესაც მთავრობა საუბრობს გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე, აქ საქმე არ ეხება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს, არამედ იმას, რომ ხელისუფლების სურვილია, განსაკუთრებულად გააძლიეროს ქუთაისი, როგორც საუნივერსიტეტო კერა, შესაბამისად, გეოგრაფია, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის შემთხვევაში, არ არის რელევანტური გზავნილი.
„რაც შეეხება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის საკითხს და არის თუ არა ეს გეოგრაფიული საკითხი. რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი. თქვენ, მგონი, დეკონცენტრაციის თემაში აურიეთ. დეკონცენტრაცია და ქუთაისი აბსოლუტურად სხვა თემაა. ჩვენ ვსაუბრობთ რაზე, რომ თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, არა იმდენად განათლების კუთხით, რამდენადაც იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. თბილისის მოსახლეობა არის ასული 34 %-მდე ქვეყნის მოსახლეობაში. ეს არის ცალკე აღებული ქვეყნის გამოწვევა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე, აქ საქმე არ ეხება ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს, აქ საქმე ეხება იმას, რომ გვინდა, განსაკუთრებულად გავაძლიეროთ ქუთაისი, როგორც საუნივერსიტეტო კერა, ამიტომ გეოგრაფია, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის შემთხვევაში, არ არის რელევანტური გზავნილი,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანას აქვს მწირი რესურსი, ეს მწირი რესურსი უნდა გამოიყენოს ოპტიმალურად და ეს არის ხელისუფლების არგუმენტი.
„რაც შეეხება თქვენს გზავნილს იმაზე, რომ უნივერსიტეტების პოტენციალი არ უნდა შეეწიროს ამ როგორც თქვენ ამბობთ - „აკვიატებულ პრინციპს“ და თქვით, რომ არ უნდა შევწიროთ კარგი უნივერსიტეტებიო. კარგ უნივერსიტეტებზე როცაა საუბარი, მე პატივისცემა უნდა გამოვხატო ყველა უნივერსიტეტის მიმართ. მე, როცა თსუ-ში ვსწავლობდი, 1995-2000 წლებში, განათლების დონე მაშინაც იყო საკმაოდ დაბალი, უფრო დაბალი, ვიდრე დღეს. შემდეგ წავედი გერმანიაში და იქ გავიგე, რა იყო იურისპრუდენცია. მანამდე ეს დარგი საერთოდ ვერ გავიგე, რა იყო თავისი არსით. ამის მიუხედავად, დღემდე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი. თუ გნებავთ, არის თსუ, მათ შორის, იმ ისტორიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც ამ უნივერსიტეტს აქვს. მაგრამ როდესაც საუბარია კარგ უნივერსიტეტზე, ჩვენ აქ რაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ საუნივერსიტეტო სისტემის რესურსები ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით, თსუ-ს შესაძლებლობების გაძლიერება გვინდა, ესაა მთავარი ამოცანა. რაც შეეხება იმას, რომ პოტენციალი არ უნდა შეეწიროს, პოტენციალი რომ მწირი გვაქვს, ამაში ხომ მეთანხმებით და რას ვგულისხმობ. თბილისში, დღემდე მოვედით ისე, რომ ჩამოყალიბებულია 4 მრავალფუნქციური უნივერსიტეტი. დე-ფაქტო სოხუმის უნივერსიტეტიც მოქმედებს თბილისში, როგორც მოგეხსენებათ. გვაქვს 4 მრავალფუნქციური უნივერსიტეტი. ავიღებ ჩემი მიმართულების მაგალითს. შენ რომ გქონდეს თბილისში 4 იურიდიული ფაკულტეტი, მინიმუმ 4 უმაღლესი კვალიფიკაციის სისხლის სამართლის სპეციალისტი უნდა გყავდეს ქვეყანაში, აკადემიური მიმართულებით, ზოგადად მეტი გვყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ვისაც შეეძლება სახელმძღვანელოს დაწერა, სასწავლო პროგრამის განვითარება, მომზადება დოქტორანტების და ა.შ. ძალიან მწირია ამ კუთხით ეს რესურსი და 4 მაღალი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალი ერთი მიმართულებით შეიძლება ვერ იპოვოთ საქართველოში, ვინც ბოლომდე თავის თავს მიუძღვნის აკადემიურ საქმიანობას. ავიღოთ კონსტიტუციური საქმიანობა, ის მიმართულება, რომელშიც მე ვსაქმიანობდი წლების განმავლობაში. 2 ძირითადი საგანია ამ მიმართულებით, 35 წელი გავიდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დაახლოებით 25 თუ 30 წელი გავიდა, რაც ადამიანის უფლებები, როგორც საგანი ისწავლება საქართველოში. დღემდე, საქართველოში არ გვაქვს ადამიანის უფლებების თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. რატომ ხდება ეს, იმიტომ რომ სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული სისტემა. ჩვენ რომ გვქონოდა სათანადოდ ჩამოყალიბებული, გამართული სისტემა, დღეს გვექნებოდა ადამიანის უფლებებში და 10 სხვა ძირითად საგანში, სადაც არ არის სახელმძღვანელოები, სათანადო, თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოები. ძალიან მარტივადაა აქ საქმე. როდესაც გაქვს მწირი რესურსი, ეს მწირი რესურსი უნდა გამოიყენო ოპტიმალურად, ეს არის ჩვენი არგუმენტი. საერთაშორისო დონეზე გვჭირდება ხომ ჩვენ კონკურენტუნარიანობა და არა შიგნით. შიგნით რა მნიშვნელობა აქვს კონკურენცია არის, თუ არა, თუ გარეთ არ ხარ კონკურენტული და თუ შენ ისეთივე პროფესიონალებს არ ამზადებ საქართველოში, როგორც მაგალითად გერმანიაში მიუნხენის უნივერსიტეტი. რა მნიშვნელობა აქვს ხომ, მთავარია გარე კონკურენცია. ფეხბურთის მაგალითი რომ ავიღოთ, შენ თუ გინდა, რომ წარმატებით იასპარეზო ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირებზე და თუ გყავს მაგალითად 5-6 მაღალი დონის ფეხბურთელი და 5-6 საშუალო დონის ფეხბურთელი, არ შეიძლება, 64 გუნდი შექმნა შენს ქვეყანაში და 64 გუნდზე გადაანაწილო ეს შენი მწირი რესურსი. ამაზეა საუბარი. იმისათვის, რომ ჩვენ საერთაშორისო დონეზე გავხდეთ კონკურენტუნარიანები, ეს ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ერთ თამაშში მაინც მოვიგოთ საერთაშორისო ტურნირებზე და არ უნდა შევქმნათ 64 გუნდი, როდესაც გვყავს სულ 15 ფეხბურთელი, ზოგი მაღალი და ზოგი საშუალო დონის,“- განაცხადა პრემიერმა.
ჩვენ, როდესაც პროექტი შევადგინეთ ამ კონცეფციის, შეხვედრა გავმართეთ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებთან, შემდეგ ბატონ გივის და მის მოადგილეს ჰქონდათ შეხვედრა კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან და იქ ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმათან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დრო იყო შეუზღუდავი.
“არავითარი შეზღუდვა დროზე. ყველას შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა. მათ შორის, დისკუსიაში შემოსვლა შეეძლო ქალბატონ ნინო დობორჯგინიძეს. ეს შევთავაზეთ, არა მარტო იქ, დისკუსიაში შემოსვლა, შემდეგ დისკუსიების გაგრძელება და მოხდა რა - 2 ძირითადი თეზისი ჰქონდა ქალბატონ ნინოს, ერთი, მან აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა უნდა განვითარებულიყო ისე, როგორც ჩაიფიქრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა საქართველოში და მან აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრში განავითარეს მათ ინფრასტრუქტურა. ამაზე ჩემი პასუხი იყო ის, რომ ზუსტად როგორც ჩაიფიქრეს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ინფრასტრუქტურა, ისე ვგეგმავთ ჩვენ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას. როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის დაფუძნდა თბილისის გარე უბანში, თბილისს გარეთ. ეს არის მარტივი მიდგომა, რომელიც ყველა თანამედროვე უნივერსიტეტის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების დროს მოქმედებს. ამიტომ, თავისივე თეზისი უკან შევუბრუნე, ოღონდ არგუმენტით. მეორე, რაც აღნიშნა, რატომ მარტო პედაგოგიური, იმიტომ, რომ ლოგიკიდან გამომდინარე ჩვენ ვთქვით, რომ ტრადიციული პროფილის შესაბამისად გადანაწილდებოდა სპეციალობები. კითხვა დასვა, რომ რატომ მარტო პედაგოგიური, როდესაც განვითარებულია სხვა მიმართულებებიც, რაზეც მე შევთავაზე დისკუსიების გაგრძელება და შევთავაზე ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე ერთად განგვესაზღვრა, რა უნდა ყოფილიყო ილიას უნივერსიტეტში, რა თსუ-ში, რა სხვა უნივერსიტეტებში. თან საუბარია სახელწმიფო უნივერსიტეტზე და პასუხად მივიღეთ რა, რომ არა დისკუსიების გაგრძელება, თან ჩვენ შევთავაზეთ, მთავრობის ხელმძღვანელი, განათლების მინისტრი, შევთავაზეთ ერთად გვემსჯელა ამასთან დაკავშირებით. 2 თუ 3 დღეში მივიღეთ აქცია ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიაში, საპროტესტო აქცია. დისკუსიას სთავაზობს მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტს და 2-3 დღეში ყოველგვარი დისკუსიის გარეშე აქციას აწყობ. არ ვიცი, საზოგადოებამ იმსჯელოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ლოგიკურია ეს ყველაფერი. სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.
იყო შეხვდედრა, 2 კითხვა დასვით, ორივეზე გიპასუხეთ. მერე ამაზე გქონდათ პასუხის შემობრუნების საშუალება და არ შემოგიბრუნებიათ იმიტომ, რომ რეალურად, მყარი იყო ჩემი პასუხები. რაც შეეხება გაგრძელებას, რა თქმა უნდა, დისკუსიები გაგრძელდებოდა, თქვენ რომ ამის სურვილი გამოგეხატათ. თქვენ წახვედით და გამართეთ მონოლოგის რეჟიმში საპროტესტო აქცია ილიას უნივერსიტეტის აუდიტორიაში. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება შედგეს დისკუსიები. თქვენ ჩაჭერით ყოველგვარი შესაძლებლობდა დისკუსიებისთვის. ეს არ არის სწორი მიდგომა. როგორ შეიძლება, გთავაზობთ მთავრობა, განათლების მინისტრი, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ პერსონალს გთავაზობთ დისკუსიას და დისკუსიების საფუძველზე კვოტების განსაზღვრას და თქვენ გამოდიხართ და მონოლოგის რეჟიმში საპროტესტო აქციებს აწყობთ, ხელმოწერებს აორგანიზებთ. არაჯანსაღია. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, დემოკრატიაა. ხელმოწერებიც შეგიძლიათ შეაგროვოთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მთავრობა გთავაზობთ საგნობრივ დისკუსიას, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადანაწილდეს კვოტები და როდესაც მიდიხართ დისკუსიის ნაცვლად საპროტესტო აქციებს აწყობთ და ხელმოწერებს აორგანიზებთ, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. ეს არის ჩემი მარტივი პასუხი”, - განაცხადა პრემიერმა.
ახალგზარდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად, ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები აცხადებენ, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას.
„რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საჯარო განცხადებები, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას. ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები გვეუბნებოდნენ ამ ყველაფერს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზი არ ჩატარებულა. გვაქვს ასეთი მდგომარეობა - ახალგზარდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად. ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში. საქართველოში დღეს არის 20 000 ექიმი. საერთაშორისო სტატისტიკას თუ შევხედავთ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ ამ მაჩვენებლით. როცა საუბარია 20 000 ექიმზე, უხეშად 40 წელზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის, რომ, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით ექიმები არ მივღოთ, 500-600 ექიმზე მეტი თუ გამოუშვა ჩვენმა სისტემამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი განწირულია იმისთვის, რომ თავისი დიპლომის მიხედვით ვერ დასაქმდება. ამიტომ არის საჭირო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება, რომ მომავალი ექიმები არ გავწიროთ ან ემიგრაციისთვის, ან იმისთვის, რომ დიპლომით ვერ იმუშავებს.
შევისწავლეთ როგორც კერძო, ისე აჯარო სექტორი და დავადგინეთ, რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. დადგინდა, რომ წლის განმავლობაში მოთხოვნა არის 700 იურისტის გამოშვებაზე. 700-ის ზევით ახალგაზრდები განწირულები არიან იმისთვის, რომ ვერ დასაქმდებიან. საქართველოში გასული 5 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, საშუალოდ უნივერსიტეტებში, იურიდიულ ფაკულტეტებზე ირიცხებოდა 3600 სტუდენტი. აქედან სწავლას ამთავრებდა 2050. მოთხოვნა არის 700. ეს ნიშნავს, რომ 3600 სტუდენტიდან 2900 განწირულია იმისათვის, რომ ვერასდროს ისარგებლებს იურისტის დიპლომით. აქ როგორ შეიძლება არ ჩატარდეს შრომის ბაზრის ანალიზი. უახლოეს მომავალში გავმართავთ ამ კვლევის პრეზენტაციას ჩართულები იქნებიან განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები “, - განაცხადა პრემიერმა
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმათან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში და ეს იყო მთავარი ამოცანა.
“რაც შეეხება კვლევის მასშტაბს, გამსხვილებული სპეციალობების მიხედვით ჩატარდა კვლევა. დაახლოებით 40 ერთეული იყო, ალბათ. მაგალითად, სამართალი იყო ერთი მიმართულება, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი იყო ჩაშლილი მეორე მიმართულებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისად, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში, ეს იყო მთავარი ამოცანა. რატომ იყო საჭირო, ეს რომ განვიხილოთ. აქ აღინიშნა, რომ ადრე თვითონ საზღვრავდნენ დამოუკიდებლად, მთლიანად უნივერსიტეტები, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტები, თავიანთ კვოტებს და რაოდენობებს. პრობლემა ამაში იყო ზუსტად, ამიტომ მივიღეთ ჩვენ 3 600 იურისტი, როდესაც გვჭირდება 700 და 2 900 ჩარიცხულ სტუდენტს ვწირავთ იმისათვის, რომ დიპლომს ვერ გამოიყენებენ. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი მოქალაქე, ახალგაზრდა არ გაწიროს იმისათვის, რომ მიიღებს 4-წლიან თუ 6-წლიან განათლებას და მერე დარჩება უსარგებლო დიპლომის პირობებში. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზრის ანალიზი მოიცავდა გამსხვილებულ სპეციალობებს, ასე ვერ ჩაღრმავდებოდა, ბუნებრივია. თუ რაიმე ხარვეზი გაიპარა, ეს შეიძლება მომხდარიყო უშუალოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადების დროს, რაც ნორმალური ამბავია, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პროცესი იყო. მზად ვართ, თითოეულ
პუნქტთან დაკავშირებით, თუ სადმე არის ხარვეზი, სადმე არის მოსამატებელი, შესამცირებელი. აქ არ ვსაუბრობ ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის პრინციპზე, ვსაუბრობ კონკრეტულ სპეციალობებზე. თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის მიღება, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ თითოეულ ასეთ პუნქტთან დაკავშირებით განვიხილოთ ხარვეზი, გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ღიაობა, რაც კიდევ ერთხელ შემიძლია დავაფიქსირო.
რაც შეეხება მეცნიერებას. ერთი კონკრეტული მიმართულება ეძღვნება კონცეფციაში მეცნიერების მიმართულებას. აქაც ძალიან სერიოზული გამოწვევებია. შეგვიძლია ერთად ავიღოთ სადოქტორო დისერტაციები, სხვადასხვა უნივერსიტეტში დაცული, შეგვიძლია საერთაშორისო ექსპერტები მოვიყვანოთ და ვნახოთ, რამდენი პროცენტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მგონია, რომ 10%-იანიც არ იქნება მაჩვენებელი. ამაში ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეცნიერის მიმართულების გაძლიერება და მეცნიერების მეტი ინტეგრაციის უზრუნველყოფა საუნივერსიტეტო სისტემასთან და სწავლების სისტემასთან, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თვისებრივად გაუმჯობესდეს კვლევის ხარისხი ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რასაც ცალკე ყურადღება ეთმობა კონცეფციაში.
რაც შეეხება ბაკალავრიატი-მაგისტრატურის თანაფარდობას, საერთო თანაფარდობა, მე რამდენადაც ვიცი, არსებითად არ შეცვლილა. თანაფარდობა საერთო იგივეა, შეიძლება კონკრეტული სპეციალობების მიხედვით იყოს გადახრები, მაგრამ საერთო თანაფარდობა შეესატყვისება იმ თანაფარდობას, რომელიც მანამდე იყო განსაზღვრული. ვგულისხმობ, საერთო თანაფარდობას. თქვენ გვითხარით, რომ
ჩვენ შევცვალეთ თითქოს თანაფარდობა და გეუბნებით, რომ არ შეგვიცვლია. საერთო თანაფარდობა დარჩა იგივე, რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, არსებითად გათვალისწინებული იქნა ამ სამართლებრივი აქტის მომზადების დროს ის თანაფარდობები, რომლებიც მანამდე იყო. თუ სადმე რაიმე შეიცვალა, ან თუ სადმე რამე ხარვეზს ხედავთ, აქაც, მზად ვართ, რომ სათითაოდ განვიხილოთ და გავასწოროთ.
შრომის ბაზრის ანალიზს რაც შეეხება, გამსხვილებული სპეციალობები სერიოზული და არსებითი პრობლემა იყო და ამ პრობლემის აღმოფხვრას, გამოსწორებას ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი”, - განაცხადა პრემიერმა.