შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი "შკოდას" მარკის 100 ახალი ავტომობილით განახლდა.
ახალი ავტომობილები თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვისაა განკუთვნილი.
თანამედროვე სტანდარტების ავტოსატრანსპორტო საშუალებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ, მოადგილესთან სერგი ბზიშვილთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსთან ლაშა ჯოხაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
ავტოპარკის განახლების მიზანს, პატრულ-ინსპექტორებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ასევე, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და პოლიციელებისთვის უკეთესი, კომფორტული სამუშაო პირობების შექმნისთვის, სხვადასხვა დანაყოფის, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით რეგულარულად აახლებს. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
30-31 იანვარს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 23:00 სთ-დან 31 იანვრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისი, ხოლო 31 იანვრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
"კოკა-კოლას" პროდუქციაში მავნე ნივთიერება აღმოაჩინეს, რის გამოც კომპანიამ ევროპული ბაზრიდან პროდუქცია გაიწვია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
აღმოჩნდა, რომ სასმელი შეიცავს ქლორატის "მაღალ დონეს", ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია თირკმელებისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამოიწვიოს.
სურსათის სტანდარტების სააგენტომ პროდუქციის შემოწმება დაიწყო.
სასმელების მწარმოებელმა რამდენიმე პროდუქტი, მათ შორის Fuze Tea, Fanta, Coca-Cola, Sprite, Tropico და სხვები, მას შემდეგ გაიწვია, რაც ანალიზებმა ქლორატის მაღალი დონე აჩვენა.
მედიის ცნობით, ზოგიერთი პროდუქტი, მათ შორის, Coke, Fanta და Sprite ქლორატის საშიშად მაღალი შემცველობით, უკვე გაიყიდა ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში.
ქლორატი არის ქლორზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებების და ქლორის შემცველი ქიმიკატების დაშლის ქვეპროდუქტი, რომლებიც ხშირად წყლის სტერილიზაციისთვის გამოიყენება.