ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და სწორი მიმართულებით დატვირთავს ქუთაისსა და რუსთავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
„ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ამ ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არამხოლოდ ამ ქალაქებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის
ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იმავე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში.
შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისთვის, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით სამი-ოთხი წელიწადი“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს უმეტეს შემთხვევაში.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევქმნათ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა. ეს ქუთაისს შესძენს სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის დატვირთვას და ფუნქციას. ასევე, ვფიქრობთ, რომ თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვრება მომავალში. ეს ხელს შეუწყობს თბილისის განტვირთვას და ქალაქების დატვირთვას აკადემიური ინფრასტრუქტურით.
ასევე, გაფართოვდება სხვა რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაც და იქაც, შესაბამისად გაიზრდება მიღებული სტუდენტები რაოდენობა.
კულტურული, სპორტული ინფრასტრუქტურა, სტუდენტების თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა - აქაც გვაქვს სერიოზული დეფიციტი და ამ მიმართულებითაც განვითარდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. იაფი და ხარისხიანი საერთო საცხოვრებლების მიმართულებითაც გვექნება რადიკალური, ფუნდამენტური ცვლილებები. ამ მიმართულებითაც განვითარდება ინფრასტრუქტურა. ეს არის ის 7 ძირითადი მიზანი, რომელიც დასახული გვაქვს კონცეფციის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბევრად უფრო ადვილია კონცეფციის შემუშავება, ვიდრე მისი აღსრულება, თუმცა მთელი სამთავრობო გუნდი არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ კონცეფციის თითოეული პუნქტი, თითოეული ამოცანა პირნათლად და სრულად შესრულდეს.
„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია თითოეული მიზნის მიღწევა. მართალია ამბიციურია კონცეფცია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური, მიზნები არის აბსოლუტურად რეალისტური. მთლიანად ვიქნებით მობილიზებული ამ მიზნების მიღწევაზე. ამ კონცეფციის რეალიზაცია საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებებს, მათ შორის, განათლების სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა განათლების შესახებ კანონმდებლობის კოდიფიცირებაზე, სრულიად ახალი, გაერთიანებული კანონის მიღებაზე. მიზნები არის ამბიციური, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ამ მიზნების შესრულებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
დღეს თუ საშუალო ანაზღაურება არის 2 ათასი ლარი, უმაღლესი რანგის პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძირითად ბირთვს უნივერსიტეტებში უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები.
„ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი და სწორედ ასე უნდა ჩამოყალიბდეს უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა ძირითადი ბირთვი და ეს პროცესი მოგცემს ჩვენ, მათ შორის უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობას პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
დღეს თუ საშუალო ანაზღაურება არის 2 ათასი ლარი, უმაღლესი რანგის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის როგორიც არის სახელმძღვანელოების მომზადება, სტატიების მომზადება და ა.შ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხარისხის თვისებრივად ამაღლებას უმაღლესი განათლების სისტემაში.
რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, მათ შეიძლება, ჰქონდეთ კონკრეტული სტატუსები, მაგრამ ისინი უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ დასაქმებული საათობრივ საწყისებზე და ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.