Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას იწყებს. შე­სა­ბა­მი­სი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვა სა­ა­გენ­ტომ ორ ეტა­პად გა­მო­ა­ცხა­და, ჯა­მუ­რად კი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 5 მლნ ლა­რის და­ხარ­ჯვას გეგ­მავს.

სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ო­დად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 2026-2027 წლე­ბი.

“2026-2027 წლე­ბის პე­რი­ო­დი­სა და შეს­ყიდ­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბად ჯა­მუ­რად არა­უ­მე­ტეს 5 000 000 ლა­რის გან­სა­ზღვრა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია არა ერთჯე­რა­დად თან­ხის გა­მო­ყო­ფის ან სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბით და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბით, არა­მედ სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი, ეტა­პობ­რი­ვი და კვლე­ვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თით”, - ნათ­ქვა­მია სა­ა­გენ­ტოს წე­რილ­ში, რო­მე­ლიც სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ერ­თვის თან.

ამას­თან, სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა უკავ­შირ­დე­ბა UNESCO-ს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის - დაც­ვის, კვლე­ვის, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის, ჰო­ლის­ტი­კუ­რი კონ­სერ­ვა­ცი­ის, საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გის, მარ­თვი­სა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი კონ­სერ­ვა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

 

“ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში იგეგ­მე­ბა ტაძ­რის ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის კომ­პლექ­სუ­რი შეს­წავ­ლა, არ­სე­ბუ­ლი და პო­ტენ­ცი­უ­რი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ის­ტო­რი­ულ-სა­არ­ქი­ვო, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, სა­ინ­ჟინ­რო, გე­ო­ლო­გი­უ­რი, გე­ო­ტექ­ნი­კუ­რი, სე­ის­მუ­რი, კლი­მა­ტუ­რი, მა­სა­ლათმცოდ­ნე­ო­ბი­თი და სხვა კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ჰო­ლის­ტი­კუ­რი კონ­სერ­ვა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტის, საპ­რო­ექ­ტო და სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის, ტექ­ნი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის, მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მი­სა და მო­ნა­ცემ­თა მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა/უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ძეგლს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, მხატ­ვრუ­ლი, სუ­ლი­ე­რი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ამას­თან, ტა­ძა­რი შე­ტა­ნი­ლია UNESCO-ს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში, რაც სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის ქმნის გან­სა­კუთ­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, უზ­რუნ­ველ­ყოს მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბის, მთლი­ა­ნო­ბი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ატა­რებს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მნიშ­ვნე­ლო­ბას, რად­გან იგი მი­მარ­თუ­ლია ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის გრძელ­ვა­დი­ან დაც­ვა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­სერ­ვა­ციო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სი მიდ­გო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, ძეგლის მდგრად მარ­თვა­ზე და მისი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის გა­და­ცე­მა­ზე”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამა­ვე დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ზღუ­დულ ვა­დებ­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სით, მისი ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის კომ­პლექ­სუ­რი შე­ფა­სე­ბის სას­წრა­ფო სა­ჭი­რო­ე­ბი­თა და იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შემ­დგო­მი საპ­რო­ექ­ტო, სა­კონ­სერ­ვა­ციო თუ სა­რეს­ტავ­რა­ციო ჩა­რე­ვა უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ უნდა და­ე­ფუძნოს წი­ნას­წარ კვლე­ვებს, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას, სა­მეც­ნი­ე­რო ანა­ლიზ­სა და ტექ­ნი­კურ შე­ფა­სე­ბებს.

მა­თი­ვე თქმით, შეს­ყიდ­ვე­ბის წი­ნას­წარ და­გეგ­მვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გამო, რომ პრო­ცე­სი წარ­მო­ად­გენს ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ეტა­პე­ბის ერ­თი­ან ჯაჭვს.

“წი­ნა­რე (კვლე­ვი­თი) ფა­ზის ზუს­ტი შე­დე­გე­ბის, და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კი­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დას­კვნე­ბის ეტა­პობ­რი­ვად მი­ღე­ბამ­დე, ტექ­ნი­კუ­რად და ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია შემ­დგო­მი საპ­რო­ექ­ტო თუ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ზუს­ტი მო­ცუ­ლო­ბე­ბის, სპე­ცი­ფი­კა­ცი­ე­ბის, ვა­დე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა და მათი შეს­ყიდ­ვე­ბის წლი­ურ გეგ­მა­ში სტან­დარ­ტუ­ლად ასახ­ვა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.