სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს არქეოლოგებმა თამარ მეფის მმართველობის პერიოდის მოჭრილი იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით, უიშვიათესი არტეფაქტია. გარდა მონეტისა, მათ თითქმის სრულად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების სამაგიდო თამაშიც აღმოაჩინეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
"ფორმულა"