Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია France 24 ავრცელებს

 „მარჯან სატრაპი მწუხარებით გარდაიცვალა მისი ქმრისა და ცხოვრების სიყვარულის, მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ“, - განაცხადეს მისი ოჯახის წევრებმა AFP-სთვის გაგზავნილ განცხადებაში

 სატრაპის ქმარი, შვედი პროდიუსერი, მსახიობი და სცენარისტი, გასული წლის 8 აპრილს გარდაიცვალა.

სატრაპი, ირანის თეოკრატიული მთავრობის ღია კრიტიკოსი, საფრანგეთში 1994 წელს ჩავიდა და საფრანგეთის მოქალაქეობა 2006 წელს მიიღო

 მისი გრაფიკული რომანი „პერსოპოლისი“ მოგვითხრობს სატრაპის ადრეული ცხოვრების ისტორიას თეირანში, სადაც ის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის ისლამური ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ქვეშ იბრძოდა, სანამ მშობლები ევროპაში გაგზავნიდნენ ემიგრაციაში ცხოვრების დასაწყებად

 გასულ წელს მან უარი თქვა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ჯილდოზე ირანთან ურთიერთობაში „თვალთმაქცობის“ გამო და მიუთითა საფრანგეთის სავიზო პოლიტიკაზე, რომელიც დისიდენტებს ირანიდან ევროპულ ქვეყანაში გასვლაში ხელს უშლიდა