აპრილის ბოლოს თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეს იყო ისტორიული შეჯიბრება ქართველებისთვის – საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა: ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ცხრილის სახით გთავაზობთ ქართველი სპორტსმენების მიერ ოლიმპადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოგებული მედლების სრულ ჩამონათვალს.