Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    367
    5 h

    საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა - ირაკლი კობახიძე

    საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
    Details
    პოლიტიკა
    557
    11 h

    საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

    Details
    პოლიტიკა
    934
    2 d

    "ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა" - პრემიერი

    აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ დეპუტატს აფხაზური ენის ცოდნა არ სჭირდება
    Details
    პოლიტიკა
    849
    3 d

    აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ზოგიერთ დეპუტატს აფხაზური ენის ცოდნა არ სჭირდება

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    14718
    2 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    62113
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    75659
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    51637
    8 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ბოსნიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს „მიგრანტების უკანონოდ შეყვანის“ ბრალდებით
    Details
    სამართალი
    252
    2 h

    ბოსნიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს „მიგრანტების უკანონოდ შეყვანის“ ბრალდებით

    ლუვრის €88-მილიონიანი ძარცვის ეჭვმიტანილებმა დუმილი დაარღვიეს - ვინ არის იდუმალი „ჯო“, რომელსაც გამოძიება ეძებს
    Details
    კულტურა
    618
    1 d

    ლუვრის €88-მილიონიანი ძარცვის ეჭვმიტანილებმა დუმილი დაარღვიეს - ვინ არის იდუმალი „ჯო“, რომელსაც გამოძიება ეძებს

    პროკურატურამ გორში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
    Details
    კრიმინალი
    588
    1 d

    პროკურატურამ გორში ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

    t.A.T.u-დან უსპენსკაიამდე: რუსული სიმღერა ბათუმში
    Details
    კულტურა
    674
    1 d

    t.A.T.u-დან უსპენსკაიამდე: რუსული სიმღერა ბათუმში

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
1 y
1365

როგორ აისახა ბირჟებზე ტრამპის გამარჯვება?

გლობალური საფონდო ბირჟებისთვის წლის მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან სწორედ ამერიკის პრეზიდენტი განსაზღვრავს გლობალური ეკონომიკის ბედ-იღბალს.

არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ამერიკელმა ინვესტორებმა განსაკუთრებით დადებითად მიიღეს, კერძოდ, S&P 500-ის, Nasdaq-ის და Dow Jones-ის საფონდო ინდექსების ღირებულება ერთ კვირაში საშუალოდ 6%-ით გაიზარდა, რაც მოკლევადიან პერიოდში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ტრამპის არჩევის ფონზე, მსხვილი ამერიკული კომპანიების საერთო კაპიტალიზაცია რამდენიმე ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ტრამპი, როგორც მანჰეტენელი ბიზნესმენი, კორპორაციული სექტორის და უოლ-სტრიტის მხარდამჭერია. მისი საარჩევნო დაპირება გადასახადების შემცირება, რეგულაციების შემსუბუქება და სატარიფო გეგმის ეროვნულ წარმოებაზე მორგებაა, რაც ამერიკული კომპანიებისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

არჩევნებში ტრამპის გამარჯვება ევროპელმა ინვესტორებმაც პოზიტიურად მიიღეს, რადგან Stoxx 600-ის ევროპული ინდექსი დამატებით 1%-ით გაიზარდა.

დადებითი განწყობა შეინიშნება იაპონიაშიც, რომელიც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. სულ რაღაც ერთ კვირაში იაპონური Nikkei-ის ინდექსის ღირებულება 3.5%-ით გაიზარდა. ჩინური Shanghai-ის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი კი 5% იყო, ანუ ტრამპის გამარჯვება გლობალურმა საფონდო ბირჟამ პოზიტიურად მიიღო.

ყველაზე პოზიტიურად ტრამპის გაპრეზიდენტებას კრიპტოაქტივების ინვესტორები შეხვდნენ, რადგან, როგორც იცით, ტრამპი პროკრიპტო პოლიტიკოსია. მისი გამარჯვების შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ 82,000 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ბაზრის საერთო შეფასებამ 2 ტრილიონ 900 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბიტკოინთან ერთად, მკვეთრად არის გაძვირებული სხვა კრიპტოვალუტებიც, ზოგიერთ შემთხვევაში ფასის მატების მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.

როგორც ტრამპი აცხადებს, ამერიკაში შეიქმნება „ბიტკოინის სტრატეგიული ეროვნული რეზერვი“, როგორიც ქვეყანას ოქროსთან და ნავთობთან მიმართებით აქვს. ასევე, ის გეგმავს, რომ ამერიკა "დედამიწის კრიპტო-დედაქალაქი" გახდეს, როგორც ეს უოლ-სტრიტის და საფონდო ბირჟების შემთხვევაშია.

გარდა ამ ყველაფრისა, ტრამპის ხედვის მხარდასაჭერად, სენატორმა სინტია ლუმისმა წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის ხაზინას ავალდებულებს, შეიძინოს 1 მილიონი ბიტკოინი, რომლის ღირებულებაც თითქმის 75 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ამბიციური გეგმა მიზნად ისახავს აშშ-ის ფინანსური სისტემის გაძლიერებას და ეროვნული ვალის შემცირებას, რადგან ბიტკოინთან მიმართებით ამერიკული დოლარი უფასურდება, კრიპტოვალუტის ფლობით კი ხაზინა ამ რისკის დაზღვევას შეძლებს.

ტრამპის გამოსვლა ასევე მოიცავდა კრიპტოვალუტებთან მიმართებით მეგობრული რეგულატორული გარემოს შექმნის ინიციატივას. მან პირობა დადო, რომ შექმნის ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც მისი ადმინისტრაციის პირველ 100 დღეში შეიმუშავებს ახალ რეგულაციებს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ინდუსტრიის ზრდის მხარდაჭერას, რეგულატორული ჩარჩოს შექმნით, რომელსაც შეადგენენ ადამიანები, რომლებიც კრიპტოვალუტების მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. მან ასევე განაცხადა, რომ გაათავისუფლებს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს, გარი გენსლერს და მისი შემცვლელად დანიშნავს უფრო კომპეტენტურ და გონებაგახსნილ პიროვნებას.

ტრამპის საჯარო გამოსვლის მიხედვით, ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს დასავლურ სამყაროში ყველაზე პროკრიპტო პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც, ახლა უკვე ამერიკის პრეზიდენტია და თან ის 20 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტას ფლობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის გამარჯვება ყველას პოზიტიურად არ მიუღია. მაგალითად, ძვირფასი მეტალების ბაზარზე ეს სიახლე ნეგატიურად აისახა. უფრო კონკრეტულად, ერთკვირიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, ხოლო უნცია ოქროს ფასი ამჟამად 2,665 დოლარია. ძვირფასი მეტალების გაიაფება იმ მოცემულობითაა განპირობებული, რომ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას მსოფლიოს მასშტაბით ომების და კონფლიქტების დასრულება წარმოადგენს, თავად ეს მოცემულობა კი ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებისთვის სასურველი არ არის, რადგან ძვირფასი მეტალების ღირებულებას სწორედ გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება განსაზღვრავს.

გეოპოლიტიკური რისკების შემცირების მოლოდინით, ეცემა ნავთობის ღირებულებაც, რომელიც ერთთვიან პერიოდში 5%-ითაა გაიაფებული და ბარელი Brent-ის ფასი ამჟამად 74 დოლარს შეადგენს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის გაპრეზიდენტება ინვესტორებმა მეტად დადებითად მიიღეს და მის არჩევას ნეგატიური გავლენა მხოლოდ იმ აქტივებზე ჰქონდა, რომელთა ღირებულება გეოპოლიტიკურ რისკებზეა დამოკიდებული.

წყარო: bm,ge

Share Article

More From ვერსია

  • სამართალი

    ბოსნიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს „მიგრანტების უკანონოდ შეყვანის“ ბრალდებით

  • ეკონომიკა

    განვაგრძობთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი“ გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი - პრემიერი

  • ეკონომიკა

    საქართველოს გავლით „შუა დერეფანში“ გადაზიდვების მოცულობა 33 პროცენტით გაიზარდა - პრემიერი

  • ეკონომიკა

    საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა

    საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა - ირაკლი კობახიძე

  • მსოფლიო ამბები

    უკრაინას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

  • პოლიტიკა

    საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

  • ეკონომიკა

    "ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება" - პრემიერი