ისრაელმა კიდევ ერთი ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის თანახმად, გასულ ღამით ავიადარტყმის შედეგად თეირანში მოკლულია ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხათიბი. მისი დაღუპვის ფაქტი ირანს არ დაუდასტურებია.

ესმაილ ხათიბი ირანის დაზვერვის მინისტრად 2021 წელს დაინიშნა და აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 2026 წლის 28 თებერვალს მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ ითვლებოდა.
გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დღეს, 18 მარტს ისიც განაცხადა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის არმიას მისცეს დამატებითი ნებართვის გარეშე ნებისმიერი ირანელი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციის უფლება.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ლიკვიდირებულია ათეულობით ირანელი მაღალჩინოსანი.

17 მარტს ირანმა დაადასტურა, რომ მოკლულია უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ალი ლარიჯანიც. მანამდე ლარიჯანის ლიკვიდაციის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა.