Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    534
    20 h

    ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ - პრემიერი

    როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, მის ეკონომიკაში ფული უნდა ჩაასხა, ეს ერთადერთხელ გააკეთა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    397
    20 h

    როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, მის ეკონომიკაში ფული უნდა ჩაასხა, ეს ერთადერთხელ გააკეთა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - პრემიერი

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    517
    20 h

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი - პრეზიდენტი
    Details
    პოლიტიკა
    867
    21 h

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი - პრეზიდენტი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    15277
    2 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    62675
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    76218
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    52229
    8 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
    Details
    საზოგადოება
    124
    1 h

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

    დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში სასტუმროში ქალს მუშტი დაარტყა
    Details
    კრიმინალი
    135
    52 m

    დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში სასტუმროში ქალს მუშტი დაარტყა

    ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
    Details
    სპორტი
    227
    1 h

    ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

    საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    241
    1 h

    საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: მსოფლიო ამბები
4 m
1015

რუსეთმა შექმნა საიდუმლო ქვედანაყოფი "795" საზღვარგარეთ მკვლელობებისთვის - the insider

რუსეთის გენერალურმა შტაბმა 2022 წლის დეკემბერში შექმნა გასაიდუმლოებული სტრუქტურა, რომლის დანიშნულებაც რუსეთის ფარგლებს გარეთ კრემლის მოწინააღმდეგეების ლიკვიდაცია და გატაცება იყო.

ამის შესახებ წერენ გერმანული ყოველკვირეული ჟურნალი Der Spiegel და საგამოძიებო გამოცემა The Insider რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ახალი ქვედანაყოფი, რომელიც ცნობილია როგორც „ცენტრი 795“ ან სამხედრო ნაწილი 75127, ჩაფიქრებული იყო სრულიად ავტონომიურ ერთეულად, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურებზე, მისი ხელმძღვანელობა კი პირდაპირ დაექვემდებარებოდა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ან მის მოადგილეს.

ცენტრის დაკომპლექტებისთვის ოფიცრებს არჩევდნენ ФСБ-ს რიგებიდან (მათ შორის სპეციალური დანაყოფებიდან „ალფა“ და „ვიმპელი“) და ბელარუსის КГБ-დან. მთლიანობაში ქვედანაყოფში დაახლოებით 500 ადამიანი შევიდა. სპეციალისტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის ასეთ უწყებათაშორის თანამშრომლობას უპრეცედენტოს უწოდებენ. განსაკუთრებული როლი ითამაშეს გენერალ ანდრეი ავერიანოვის გარემოცვის ოფიცრებმა. ავერიანოვი ადრე ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ГРУ-ს ქვედანაყოფ 29155-ს. ცენტრი 795-ისხელმძღვანელად დაინიშნა „ალფას“ ყოფილი წევრი დენის ფისენკო.

ქვედანაყოფის შტაბ-ბინა მდებარეობს კონცერნ „კალაშნიკოვის“ სასწავლო ცენტრში, პარკ „პატრიოტის“ ტერიტორიაზე ქალაქ კუბინკაში. დაფინანსებას უზრუნველყოფენ „კალაშნიკოვის“ თანამფლობელი ანდრეი ბოკარევი და სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკის“ ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზვოი - ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობარი და ყოფილი თანამშრომელი. სამხედრო ხელფასების გარდა რიგითი ოფიცრები თვეში იღებენ 500 ათას რუბლამდე (6,3 ათასი დოლარი), ხოლო ხელმძღვანელები - 3 მილიონ რუბლამდე (37,5 ათასი დოლარი).

თავდაპირველად ცენტრი შეიქმნა უკრაინაში ოპერაციებისათვის, - სარდლობის პუნქტებზე დარტყმებისა და სამხედრო თუ პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციისთვის, - თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები ვერ მიიღო. მოგვიანებით მისი ამოცანები გაფართოვდა და მან მოიცვა როგორც საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ობიექტები, ასევე ემიგრაციაში წასული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.

როგორც The Insider-ი წერს, ერთ-ერთი უცხოური ოპერაცია სრული ჩავარდნით დასრულდა. ცენტრის ოფიცერს დენის ალიმოვს დაევალა ახმედ ზაკაევის - ლონდონში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნათესავების გატაცების ორგანიზება. შემსრულებლად ალიმოვმა მიიზიდა აშშ-ი მცხოვრები სერბი დარკო დუროვიჩი. რადგან მათ არ იცოდნენ ერთმანეთის ენები, ამიტომ მთელი მიმოწერა მიმდინარეობდა პროგრამა Google Translate-ის მეშვეობით.

აშშ-ის FBI-მ სასამართლოსგან მიიღო ნებართვა თარგმნების ისტორიის წვდომაზე და რეალურ დროში აკვირდებოდა მთელ მიმოწერას. დუროვიჩი 2025 წლის მარტში აშშ-ში დააკავეს, ხოლო ალიმოვი თებერვალში - ბოგოტას აეროპორტში (ის ახლა ექსტრადიციის მოლოდინშია). ალიმოვს ბრალად ედება მკვლელობის ორგანიზება, გატაცების მიზნით შეთქმულება და ტერორიზმის დაფინანსება.

 

Share Article
VERSIA.GE