Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    537
    20 h

    ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ - პრემიერი

    როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, მის ეკონომიკაში ფული უნდა ჩაასხა, ეს ერთადერთხელ გააკეთა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    400
    20 h

    როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, მის ეკონომიკაში ფული უნდა ჩაასხა, ეს ერთადერთხელ გააკეთა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - პრემიერი

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    520
    20 h

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი - პრეზიდენტი
    Details
    პოლიტიკა
    869
    21 h

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი - პრეზიდენტი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    15279
    2 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    62677
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    76220
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    52232
    8 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
    Details
    საზოგადოება
    131
    1 h

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

    დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში სასტუმროში ქალს მუშტი დაარტყა
    Details
    კრიმინალი
    141
    34 m

    დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში სასტუმროში ქალს მუშტი დაარტყა

    ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
    Details
    სპორტი
    233
    1 h

    ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

    საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    247
    2 h

    საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: მსოფლიო ამბები
4 m
1246

უკრაინამ უნგრეთისგან მოითხოვა "ოშჩადბანკის" კუთვნილი ფულისა და ოქროს დაბრუნება

უკრაინა უნგრეთისგან მოითხოვს უკრაინელი ინკასატორების დაკავების დროს ჩამორთმეული ნაღდი ფულისა და ოქროს ზოდების დაბრუნებას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ინციდენტს „სახელმწიფო ბანდიტიზმისა და რეკეტის უპრეცედენტო აქტი“ უწოდა.

„ეს ფული არ ეკუთვნის უნგრეთს ან მის მთავრობას. ის ეკუთვნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკრაინულ ბანკ „ოსჩადბანკს“ და, შესაბამისად, უკრაინელ გადასახადის გადამხდელებს“, დაწერა მან სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე.

გუშინ „ოსჩადბანკმა“უნგრეთისგან ასევე მოითხოვა ინკასატორთა მანქანებისა და ძვირფასი ნივთების დაბრუნება, რომლებიც, განცხადების თანახმად, უკანონოდ იყო ჩამორთმეული. საფინანსო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ტრანსპორტირება განხორციელდა „ოსჩადბანკსა“ და ავსტრიის „რაიფაიზენ ბანკს“ შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში და თავად ტვირთი განაბაჟეს საერთაშორისო ტრანსპორტირების რეგულაციებისა და მოქმედი ევროპული საბაჟო პროცედურების შესაბამისად.

„ვენიდან უკრაინაში გადატანილი თანხები „ოსჩადბანკს“ ეკუთვნის. ეს თანხები ბანკს უკრაინელმა მოქალაქეებმა და კომპანიებმა ანდვეს. ისინი უკრაინაში იგზავნებოდა მიმოქცევაში შემდგომი გამოყენებისა და ქვეყნის ნაღდი ფულის ბაზრის გაჯერების მიზნით“, ნათქვამია განცხადებაში.

5 მარტს უნგრეთში შვიდი უკრაინელი ინკასატორი დააკავეს ვენიდან უკრაინაში 40 მილიონი დოლარის, 35 მილიონი ევროსა და ცხრა კილოგრამი ოქროს გადატანისთვის. ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ქვეყნიდან დეპორტირებული იქნებიან. 6 მარტს ინკასატორები სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა მანქანები და მათი შიგთავსი უნგრეთში რჩება.

კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები კვლავ გაუარესდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეწყვიტა უნგრეთისთვის რუსული ენერგორესურსების მიწოდება ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. უკრაინა აცხადებს, რომ ნავთობსადენი რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი დარწმუნებულია, რომ მიწოდების შეწყვეტა პოლიტიკური მიზეზებით მოხდა. 6 მარტს დილით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგების ტრანზიტს შეაჩერებს მანამ, სანამ კიევი ნავთობსადენ „დრუჟბის“ ფუნქციონირებას განაახლებს. მან დასძინა, რომ უნგრეთი ასევე გააგრძელებს უკრაინისთვის ევროპული ფინანსური დახმარების დაბლოკვას.

წყარო: რადიო თავისუფლება

Share Article
VERSIA.GE