Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
    Details
    პოლიტიკა
    139
    51 m

    შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

    „მიდასის“ შეხება - შეარყევს თუ არა კორუფციის საქმე ზელენსკის პოლიტიკურ ნდობას?
    Details
    ჟურნალისტური გამოძიება
    355
    1 d

    „მიდასის“ შეხება - შეარყევს თუ არა კორუფციის საქმე ზელენსკის პოლიტიკურ ნდობას?

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    497
    1 d

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა

    მთავრობა საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმებს ამკაცრებს - რა იცვლება?
    Details
    პოლიტიკა
    550
    2 d

    მთავრობა საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმებს ამკაცრებს - რა იცვლება?

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    14835
    4 m

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    28254
    9 m

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    3757
    3 w

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

    Details
    ეკონომიკა
    16154
    4 m

    "2030 წლისთვის საქართველო უნდა გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა" - ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები პრემიერის ანგარიშიდან

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
    Details
    კრიმინალი
    100
    49 m

    სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

    შსს-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
    Details
    კრიმინალი
    353
    1 d

    შსს-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

    მიგრაციის დეპარტამენტმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე დააკავა
    Details
    კრიმინალი
    354
    1 d

    მიგრაციის დეპარტამენტმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე დააკავა

    სუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    350
    1 d

    სუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი დააკავეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Category: პოლიტიკა
4 w
227

სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით - პრემიერი

ჩვენ განვსაზღვრეთ 7 ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა 7 ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს დოკუმენტს.

„რაც შეეხება გამოწვევებს, პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა იდენტიფიცირებული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, აქაც პრობლემურია ეს ყველაფერი მიგრაციის თვალსაზრისით. არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა.

შესაბამისად, რადგან კონცენტრაცია გვაქვს დედაქალაქში, სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ქუთაისი და რუსთავი. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით სერიოზული ცვლილებების განხორციელება შეიძლება.

რეგიონებში არის მოქმედი უნივერსიტეტები, თუმცა მათი რესურსები საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას, გაძლიერებას და ასევე, იგივე შეიძლება ითქვას თბილისში მოქმედ სახელოვნებო 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სპორტის უნივერსიტეტზე და იგივე შეიძლება ითქვას საპატრიარქოს სასულიერო სემინარიებზე, რომლებიც მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით, უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას.

მისივე თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

„გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები - ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო, აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იყალთოსა და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით 1 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის.

მაშინ დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე სხვა, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები, თუმცა ასევე მოგეხსენებათ, რომ 90-იანმა წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და მათ შორის, უმაღლესი განათლების სისტემას. ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისათვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გამოწვევები არის სერიოზული, ეს გამოწვევები შემდეგ კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა. 

„ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ეს არსებული მდგომარეობა უმაღლესი განათლების სისტემაში ახალისებს მიგრაციასაც და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, სულ რაღაც რამდენიმე წელში უკვე ხელშესახები და არსებითი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი უმაღლესი განათლების სისტემაში,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

Share Article

More From ვერსია

  • კრიმინალი

    სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

  • პოლიტიკა

    შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

  • ეკონომიკა

    „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას - პრემიერი

  • კრიმინალი

    შსს-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  • კრიმინალი

    მიგრაციის დეპარტამენტმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე დააკავა

  • კრიმინალი

    სუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „ჰერმესის“ ზედამხედველი პირი დააკავეს

  • კრიმინალი

    2 წლამდე ბავშვზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ ძიძა დააკავა

  • სპორტი

    დღეს დინამო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართება

  • საზოგადოება

    მთავრობა 2026 წლიდან პლასტმასის ჭურჭლის და კონტეინერების რეალიზაციას აკრძალავს

  • ჟურნალისტური გამოძიება

    „მიდასის“ შეხება - შეარყევს თუ არა კორუფციის საქმე ზელენსკის პოლიტიკურ ნდობას?

VERSIA.GE