Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

15 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება, თუმცა, წინამორბედი სამზადისი მშობლებისთვის სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. გაძვირდა, როგორც საკანცელარიო ნივთები, ისე კერძო სკოლების საფასურიც, რის გამოც მშობლები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან.

სასკოლო საკანცელარიო ნივთების საშუალო ფასების მიმოხილვა საქართველოში:

რვეული    0.50 ლარიდან - 8 ლარამდე მერყეობს;
კალამი / ფანქარი    0.30 ლარიდან დან  5 00 ლარამდე; 
ფერადი ფანქრები    1.50 ლარიდან   - 30 ლარამდე;
ფლომასტერი    1.50 ლარიდან   - 25 ლარამდე;
პენალი 2 ლარიდან   - 35 ლარამდე;
ჩანთა    35 ლარიდან - 150 ლარამდე (საშუალო და დაბალი ფასის კატეგორიაში).
ფასები საკმაოდ ფართო სპექტრში მერყეობს — თითოეული ნივთისთვის არსებობს როგორც ძირითადი, ისე პრემიუმ კატეგორიის ვარიანტები.
მარტივი ნივთები შეგიძლიათ იპოვოთ  იაფად, თუმცა, დიზაინის და ბრენდების მიხედვით ფასები იწევს და ხარისხიც შესაბამისად დაბალია.
გაძირებული სასკოლო ინვენტარი
სკოლისთვის საჭირო ნივთების (ჩანთები, რვეულები, საკანცელარიო ნივთები და სხვ.) გაძვირებას საქართველოში რამდენიმე ძირითადი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

1. საერთაშორისო ბაზრის გავლენა
გლობალური ინფლაცია – ბოლო წლებში ნედლეულისა და საწარმოო ხარჯების ზრდა (ქაღალდი, პლასტმასი, ტექსტილი) პირდაპირ აისახა სასკოლო ინვენტარზე.
გადაზიდვების ხარჯები – მართალია, 2023 წელს საკონტეინერო გადაზიდვების ფასები შემცირდა, მაგრამ 2024–2025 წლებში ისევ არის მერყეობა: ლოგისტიკის შეფერხებები, ნავთობის ფასების ზრდა, რეგიონული კრიზისები (მაგ., სუეცის არხის ბლოკირების საფრთხეები).
2. ლარის კურსი და იმპორტზე დამოკიდებულება
სასკოლო ინვენტარის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია (ჩინეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები). ლარის დევალვაცია დოლარსა და ევროზე გავლენას ახდენს იმპორტირებულ საქონელზე: თუ ეროვნული ვალუტა სუსტდება, იმავე ნივთის შეძენა უფრო ძვირი ჯდება.
3. შიდა ბაზრის ფაქტორები
მაღალი მოთხოვნა აგვისტო–სექტემბერში – სეზონური პიკი ხშირად იწვევს ფასების ხელოვნურ ზრდას. მომწოდებლებისა და მაღაზიების მარჟა – ზოგჯერ, მიუხედავად გადაზიდვების გაიაფებისა, საცალო ვაჭრები ფასებს მაინც ზრდიან.
ადგილობრივი წარმოების სიმცირე – რადგან საქართველოში სასკოლო ინვენტარის უმეტესობა არ იწარმოება, მომხმარებელი დამოკიდებულია იმპორტზე და ალტერნატივა ნაკლებია.
4. ეკონომიკური და სოციალური კონტექსტი
ზრდილი ინფლაცია ზოგადად ქვეყანაში – საკვები პროდუქტების, კომუნალური გადასახადებისა და სხვა ხარჯების გაძვირებამ სავაჭრო სექტორზეც იმოქმედა.
ბაზრის მოლოდინები – თუ ვაჭრებს ეშინიათ, რომ მომავალში იმპორტი გაუძვირდებათ, ხშირად წინასწარ ზრდიან ფასებს.

რა ღირს სწავლა თბილისის ძვირადღირებულ კერძო სკოლებში?

კერძო სკოლების დიდი ნაწილი ახალ სასწავლო წელს გაზრდილი ფასებით იწყებს. როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, ფასის მატების მიზეზი გაზრდილი ხარჯებია, სადაც წამყვან როლს პედაგოგების ხელფასები ასრულებს.ამის მიუხედავად ინდუსტრია ყოველწლიურად იზრდება, რასაც მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობა მოწმობს.

ამჟამად, საქართველოში 2 086 საჯარო და 208 კერძო სკოლა ფუნქციონირებს. სტატისტიკის თანახმად,  570.4 ათასი მოსწავლე (89%) საჯარო, ხოლო 70.3 ათასი (11%) კერძო სკოლებში სწავლობს.
„თიბისი კაპიტალის“ მონაცემების მიხედვით, თბილისში კერძო სკოლებისა და მათი მოსწავლეთა ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. კერძოდ, კვლევის თანახმად, დედაქალაქში 109 კერძო სკოლაა, სადაც 45.5 ათასი მოსწავლე სწავლობს.

გთავაზობთ თბილისის კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს, სადაც სწავლა არც ისე ბიუჯეტურია:

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა - სწავლის საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეადგენს 9500 ლარს;
ბაქსვუდის სკოლა - სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წლიური საფასურია 8 000 ლარი და მოიცავს კვებას, საჭირო სასწავლო რესურსებს და თემატურ ექსკურსიებს,
რაც შეეხება ბაქსვუდის სკოლას, ის მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.
სწავლის ღირებულება - წელიწადში 11 900 ლარია;
თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა - სწავლა 4 500 ლარი ღირს;
ნიუტონის თავისუფალი სკოლა - სწავლის საფასური 1-5 კლასების ჩათვლით 4 500 ევროს ექვივალენტი ლარში;
6-8 კლასებში სწავლის საფასური შეადგენს 5 000 ევროს ექვივალენტს ლარში;
9-10 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 5 500 ევროს, ხოლო 11-12 კლასებში მიღებული მოსწავლეებისთვის, სწავლის საფასური შეადგენს 6 000 ევროს ექვივალენტს ლარში.