Tesla-ის აქციონერები კომპანიასა და მის დამფუძნებელს, ილონ მასკს სასამართლოში უჩივიან. საქმე ეხება ავტოპილოტის რეჟიმზე მომუშავე ტაქსის იდეას, Robotaxi-ს, რომელიც Tesla-ის პროექტს წარმოადგენს.
აქციონერთა მტკიცებით, ილონ მასკმა მათ საკმარისი ინფორმაცია არ გაუმხილა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სახიფათოა აღნიშნული იდეა.
საქმე კონკრეტულად ეხება ივნისის ბოლოს ჩატარებულ ტესტებს, სადაც ავტოპილოტირებულმა მანქანებმა ქაოსური ქცევა დააფიქსირეს - ჩქარდებოდნენ ძალიან სწრაფად, ჰქონდათ მუხრუჭის პრობლემები, ვერ არჩევდნენ გზას ტროტუარისგან და სხვა მრავალი პრობლემა. ივნისში ჩატარებული ტესტის პარალელურად რამდენიმე დღეში კომპანიის აქციების ღირებულება 6.1%-ით დაეცა. Tesla-ის აქციონერები კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ინფორმაციის დამალვასა და ავტოპილოტის სისტემის მაჩვენებლების გაყალბებაში ედავებიან.
აქციონერებმა სარჩელი ოფიციალურად ორშაბათს ღამით, ქალაქ ოსტინის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს.