ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელი, მამა პიმენი (რომან ქარდავა) დააკავეს. ოფიციალური ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო მოხდა დაკავება, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, მამა ვისარიონი ირწმუნება, რომ პიმენი “გალის რაიონის მოსახლეობას ნაციონალისტურ იდეებს უნერგავდა“.
მამა ვისარიონის თქმით, მამა პიმენი მსახურებას აფხაზეთის ეპარქიის კურთხევის გარეშე აწარმოებდა, რაც დაუშვებელია.
ამჟამად აფხაზეთში ორი არაღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს: აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მამა ვისარიონი ხელმძღვანელობს, და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია არქიმანდრიტ დოროფეს მეთაურობით. ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთს ედავება, როგორ და ვისი მეშვეობით უნდა მოხდეს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება — ვისარიონი რუსული ეკლესიის ხაზით ხედავს ამ გზას, დოროფე კი კონსტანტინოპოლის პატრიარქის გავლით.
"რეზონანსი"