Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    524
    20 h

    ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება ან სიმბოლურ ფასად გადაცემა, მეწარმე სუბიექტები ობიექტებს გამჭვირვალე პირობებში ყიდულობენ - პრემიერი

    როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, მის ეკონომიკაში ფული უნდა ჩაასხა, ეს ერთადერთხელ გააკეთა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - პრემიერი
    Details
    პოლიტიკა
    395
    20 h

    როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, მის ეკონომიკაში ფული უნდა ჩაასხა, ეს ერთადერთხელ გააკეთა ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - პრემიერი

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე
    Details
    პოლიტიკა
    515
    20 h

    ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში - ირაკლი კობახიძე

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი - პრეზიდენტი
    Details
    პოლიტიკა
    865
    20 h

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი - პრეზიდენტი

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    15275
    2 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    62673
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    76216
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    52227
    8 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
    Details
    საზოგადოება
    119
    2 h

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

    დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში სასტუმროში ქალს მუშტი დაარტყა
    Details
    კრიმინალი
    132
    1 h

    დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში სასტუმროში ქალს მუშტი დაარტყა

    ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა
    Details
    სპორტი
    225
    1 h

    ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

    საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    233
    1 h

    საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
1 y
1060

„*303#-ის მომსახურების საშუალებით 7 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა“ - დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზეენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა დაცვის სექტორში მოქმედი  ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.    

​დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ახალ რეგულაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.  

„სემეკმა დანერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში  ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. კერძოდ, სემეკის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად - ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან ასევე ისაუბრა გამარტივებულ მომსახურებებზე. სემეკის თავმჯდომარის თქმით, სემეკის მიერ დანერგილი *303#-ის მომსახურების საშუალებით, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღოს კომუნალური ინფორმაცია, 7 მილიონამდე ტრანზაქციაგანხორციელდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მომხმარებლისთვის გამარტივებული მომსახურების შეთავაზებას  ისახავს მიზნად, მომსახურებით დღემდე113-მდე მოქალაქემ ისარგებლა. სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა: ელექტროენერგეტიკის სექტორში კომპანიასთან გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება; ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დარეგისტრირდნენ მომხმარებლად და გადაამოწმონ დავალიანება; დააფიქსირონ სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაცია. მოითხოვონ: დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; მრიცხველის ადგილზე შემოწმება; მომარაგების დროებით გათიშვა/აღდგენა; ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება მაღალ ან დაბალ ძაბვაზე/წნევაზე, ძაბვის/წნევის ცვალებადობაზე; ხშირ წყვეტაზე და სასმელი წყლის ხარისხზე. კომუნალური კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. ამასთანავე, სემეკის პასუხის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია ამავე სივრცეში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების -სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოსერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის IIIსაერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.  

Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე, საყდრის ხიდთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

  • კრიმინალი

    დააკავეს კაცი, რომელმაც თელავში სასტუმროში ქალს მუშტი დაარტყა

  • სპორტი

    ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

  • კრიმინალი

    საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

  • კრიმინალი

    დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

  • სპორტი

    „ბორჯღალოსნებმა“ ჩილეს ნაკრები დაამარცხეს

  • კრიმინალი

    ქვემო ქართლში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს