ზამთარი საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელებისთვის აქტიური დროა. ის ყოველწლიურად აქტიურდება და ათასობით ადამიანს აავადებს. ახლა საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ღორის გრიპი, რომელიც H1N1-ისა და H3N2-ის სახელებით არის ცნობილი. ასევე გავრცელებულია A ტიპის ვირუსი და კოვიდ19.
ქვეყანაში A ტიპის ვირუსების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, შესაბამისად, გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებში.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში ლეტალობით დასრულდა" ღორის გრიპის" რამდენიმე შემთხვევა. პაციენტების გარდაცვალება H1N1-ის გართულებებთან ერთად თანმხლებმა დაავადებებმა გამოიწვია, არცერთი მათგანი არ იყო აცრილი სეზონურ ვირუსებზე.
ვირუსებზე და პრევენციის გზებზე „ვერსია“ ესაუბრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს :
_ბატონო გიორგი, რა ტიპის ვირუსებია გავრცელებული საქართველოში?
_ჩვენ დაგვემთხვა რამოდენიმე ვირუსი ერთდროულად. პირველი არის სეზონური ვირუსი, ამასთან საბრძოლველად ჩვენ გვჭირდება გრიპის ვაქცინა. საქართველოში არის შემოსული ეს ვაქცინა, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანია,რომელიც ამ ვაქცინას იკეთებს. სამწუხაროდ, კოვიდის ვაქცინები ჩვენ აღარ გვაქვს. ქვეყანაში ახლა არის რამოდენიმე ვირუსის აფეთქება, ასევე არის კოვიდ 19. ის არსად არ წასულა. პრაქტიკულად, ერთადერთი საშუალება, რომელიც ახლა დაგვიცავს არის სამედიცინო პირბადე და ხელების დაბანა. ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს.
პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის,თუმცა საყურადღებოა ბავშვები ხუთ წლამდე და მოუხცები 65 წლეს ზევით. რისკ ფაქტორებმა თავი განსაკუთრებით უნდა დაიცვან. თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან.
_რა სიმპტომები ახასიათებთ გავრცელებულ ვირუსებს?
_ხუთი დღე იქნებით ცუდად. ვირუსები ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ძლიერი თავის ტკივილთ, კუნთების ტკივილით და სისუსტით. ასევე ზოგიერთ ვირუსს ახასიათებს ღებინება და ფაღარათი. ბევრნაირი სიმპტომია, თუმცა საგანგაშო არაფერი. როდესაც ადამიანი დაინფიცირდება, პირველი დღე არარის საშიში, თუმცა პირველი ექვსი დღე ეს ადამიანი უნდა იყოს იზოლაციაში რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.
სამწუხაროდ, რადგან კოვიდი და ღორის გრიპიც არსად არ წასულა, შეიძლება ადამიანს ეს ყველაფერი ერთად დაემართოს და ეს დაამძიმებს პაციენტის მდგომარეობას. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ცუდად ყოფნას მინიმუმ ორი კვირა.
_რა უნდა მივიღოთ ასეთ დროს?
_პირველ რიგში, არავითარი ანტიბიოტიკი. უნდა იცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები არ კურნავენ გრიპს. ანტიბიოტიკები უნდა დალიოთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც დაზიანებულია ორგანიზმში და ექიმი გინიშნავთ მას. სხვა შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად ის.ამან შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკ რეზისტენტობა რაც მომავალშიც ძალიან ცუდი შედეგს გამოიწვევს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ყველაზე კარგი საშუალებაა წყალი, მიიღეთ ბევრი სითხე, მინიმუმამდე დაიყვანეთ სითხე და გქონდეთ სუფთა ჰაერის ცირკულაცია მუდმივად. მაქსიმალურად შევეცადოთ არ დავსტრესოთ ორგანიზმი. ჩემი რჩევაა ვიტამინების დანამატების მიღებას სჯობს მიიღოთ კარგი ჯანსაღი საკვები, ხილ, ბოსტნეული. ასევე ნაკლები შაქარი მიიღეთ. ყველაზე ეფექტური წამალი ასეთ დროს არის პარაცეტამოლი. ეს წამალი არის სიცხის დამწევი, მიიღეთ ინსტრუქციის მიხედვით. სხვა წამლები არის მხოლოდ მარკეტინგი, არ დალიოთ წამლები თვითნებურად.
_როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
_თუ თქვენ ხედავთ, რომ ბავშვს სამ დღეზე მეტია სიცხე ვერ დაუწიეთ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. როდესაც პაციენტი არის 65 წლის ზევით ,ასევე აუცილებელია მისი ოჯახის ექიმთან კონსულტაცია. მოზრდილებს კი შეუძლიათ საწოლში ჩაწოლა და პარაცეტამოლით და სითხით მკურნალობა. მეტი არაფერი არ გჭირდებათ.
_რას გვეტყვით „მაიმუნის ყვავილზე“?
_ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ პირველად ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანში დაფიქსირდა ე.წ „მაიმუნის ყვავილი“. ეს ვირუსი აფეთქდა აფრიკაში, თუმცა ევროპაშიც დაფიქრიდა შემთხვევა და ნამდვილად საყურადღებოა. სამწუხაროდ არის ძალიან სწრაფად გადამდები. იმედი მაქვს, აზერბაიჯანის ჯანდაცვა ამას მიხედავს. დიდი განგაშია გამოცხადებული და იმედია არ გავრცელდება რეგიონში. ამ ეტაპზე საქართველოსათვის საშიშროება არ არის. თუ აფეთქება იქნება ამაში უკვე უნდა ჩაერიოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
ასევე გიორგი ფხაკაძემ ისაუბა ე.წ “მარბურგას ვირუსზე“
_ტანზანიაში ახლახანს გამოჩნდა ახალი ვირუსი, რომელსაც ჰქვია “მარბურგას“ ვირუსი. ეს არის ძალიან საშინელება, რომელსაც აქვს სიკვდილიანობა ძალიან მაღალი. ჯერჯერობით ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე ჩვენს ქვეყანაში არ არის, თუმცა ყოველთვის უნდა დავიცვათ თავი ისე, როგორც შეგვიძლია. პირბადე არის ყველაზე იაფიანი, სწრაფი და ეფექტური გზა, რომელიც დაგვიცავს ვირუსებისგან.
ავტორი-სალომე ნოზაძე