აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. დღეიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება 200 მილიონი მონეტა, ხოლო სამი წლის განმავლობაში საერთო მიწოდება ერთ მილიარდამდე გაიზრდება.
მედიის ცნობით, გამოშვებიდან პირველ საათებში მემკოინ $TRUMP-ის კაპიტალიზაციამ სამ მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო საათ-ნახევრის შემდეგ ოთხ მილიარდს გადააჭარბა.
პროექტის ვებგვერდი შეიცავს მის ფრაზას “იბრძოლე, იბრძოლე, იბრძოლე”, რომელიც მან 2024 წლის ზაფხულში მკვლელობის მცდელობის შემდეგ თქვა.