Titan
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა
    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი
  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
versia.ge_logo
VERSIA.GE
  • მთავარი
    • მენიუ - ვერტიკალურად
    • მენიუ -ჰორიზონტალურად
  • პოლიტიკა

    Categories

    • ანალიტიკა
    • ექსკლუზივი
    • ჟურნალისტური გამოძიება
    • ინტერვიუ

    რჩეული პოლიტიკაში

    ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
    Details
    პოლიტიკა
    159
    4 h

    ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

    ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
    Details
    პოლიტიკა
    359
    1 d

    ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

    მერაბ კოსტავა - ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა
    Details
    პოლიტიკა
    360
    1 d

    მერაბ კოსტავა - ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა
    Details
    პოლიტიკა
    386
    1 d

    შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა

  • ეკონომიკა

    Categories

    • ბიზნესი
    • ვალუტის კურსი

    რჩეული ეკონომიკაში

     ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    27680
    5 m

    ადრე თუ მშპ-ის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით, ფულის მასა ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე - პრემიერი

     ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    75050
    1 y

    ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი - პრემიერი

     ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს
    Details
    ეკონომიკა
    88600
    1 y

    ენერგოომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

     ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი
    Details
    ეკონომიკა
    64736
    11 m

    ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები - პრემიერი

  • საზოგადოება

    Categories

    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • კულტურა
    • სპორტი
    • კრიმინალი

    რჩეული საზოგადოებაში

    ფონდი
    Details
    საზოგადოება
    146
    1 h

    ფონდი "ქართუ" გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მოშენების პროქეტს აგრძელებს

    დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ
    Details
    საზოგადოება
    166
    7 h

    დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

    მოსამართლე მანანა კობახიძე გადადგა
    Details
    სამართალი
    413
    1 d

    მოსამართლე მანანა კობახიძე გადადგა

    სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს
    Details
    კრიმინალი
    363
    1 d

    სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს

  • მსოფლიო
  • დედაქალაქი
  • pdf ვერსია
Light
Dark
  • Login
  • Register
Details
Category: ეკონომიკა
1 y
1023

რა რეგულაციები ამოქმედდება ბიზნესისთვის 2025 წელს?

2025 წელს ბიზნესი გაზრდილი საგადასახადო წნეხით და ახალი რეგულაციებით ხვდება. რეგულაციების ნაწილი ქართული ოცნების პარლამენტმა წლის ბოლოს დაჩქარებული წესით მიიღო, ხოლო რეგულაციების ნაწილი წინა წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება.


1-ელი იანვრიდან ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში ₾500,000-ის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს
სესხის აღებისას, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ცვლილებები ამოქმედდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ.

1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ღირებულება იზრდება
თამბაქოს ცალკეულ პროდუქტზე აქციზის განაკვეთი იზრდება. საუბარია ერთ სიგარეტის კოლოფზე აქციზის 20 თეთრით, 1.70-დან 1.90 ლარამდე გაზრდაზე. ხოლო 15 თეთრით 1.85 ლარამდე გაიზრდება ასევე აქციზის განაკვეთი გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე.

1-ელი იანვრიდან სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი იზრდება
2025 წლიდან იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ონლაინ აზარტული თამაშების გამართვის ლიცენზიას ფლობენ, მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ.

1-ელი იანვრიდან თბილისში, პიკის საათებში, დისტრიბუციის მანქანების მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში დილის 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს.

1 იანვრიდან ერთი ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება - შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები ძვირდება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. კერძოდ, მნიშვნელოვნად იზრდება საექსპერტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის მომსახურების საფასური. საექსპერტო შემოწმება როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე, მის ფარგლებში იზრდება 70 ლარით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერის საფასური ძვირდება 80 ლარით.

1-ელი იანვრიდან 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანების და ავტობუსების იმპორტი იკრძალება
2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2014 წლამდე წარმოებული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების იმპორტი აიკრძალება. იმპორტის შეზღუდვა ევრო-5 სტანდარტზე საქართველოს გადასვლასთან დაკავშირებით წესდება.ამ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოში აიკრძალება იმ სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების რეგისტრაცია და იმპორტი, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მითითებულ სტანდარტს.

4 იანვრიდან გარკვეულ ავტომობილებს სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენებაზე შეამოწმებენ
მომავალი წლიდან გზისპირა ზონებში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. კერძოდ, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

1-ელი თებერვლიდან პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი/ექსპორტი/რეალიზაცია დარეგულირდება
1-ელი თებერვლიდან საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. კანონპროექტის მიხედვით, ნებართვებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო გასცემს. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების, რეალიზაციის, იმპორტისა და ექსპორტის ნებართვის საფასური 200-200 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

1-ელი თებერვლიდან სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათი უქმდება
1 თებერვლიდან სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები 1%-ის ნაცვლად 20%-ით დაიბეგრებიან ნებისმიერ ხელშეკრულებაში, რომელთაც გააფორმებენ კომპანიებთან და მეწარმე იურიდიულ პირებთან, მათთვის შეღავათი შენარჩუნდება მხოლოდ მაშინ თუკი კონტრაქტს გააფორმებენ სხვა ფიზიკურ პირთან, რომელიც მეწარმის სტატუსს არ ატარებს.

1-ელი აპრილიდან თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია ამოქმედდება
2025 წლის პირველი აპრილიდან თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, პროდუქციაზე ბრენდების ლოგოები, განმასხვავებელი ფერები და აღწერები აღარ იქნება განთავსებული. ბრენდის სახელი შეფუთვაზე უნიფიცირებული შრიფტით იქნება დაწერილი, ხოლო შეფუთვის ფერი და იერსახე სტანდარტიზებულად ერთნაირი იქნება. 2025 წლის 1 მარტამდე შესაძლებელია თამბაქოს ნაწარმის დღეს არსებული ფორმით შემოტანა და 2025 წლის 1 აპრილამდე მისი რეალიზაცია.

1-ელი ივნისიდან ავტოსადგურების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება
2025 წლის 1-ელი ივნისიდან ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000-ლარიდან 10 000-ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ასევე პირველი ივნისიდან 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება და დასაშვები მხოლოდ ავტობუსებით იქნება.

Share Article

More From ვერსია

  • საზოგადოება

    ფონდი "ქართუ" გადაშენების პირას მყოფი ფრინველების მოშენების პროქეტს აგრძელებს

  • პოლიტიკა

    ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

  • საზოგადოება

    დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

  • მსოფლიო ამბები

    რომის პაპს ფილტვის კიბო დაუდგინდა

  • სამართალი

    მოსამართლე მანანა კობახიძე გადადგა

  • პოლიტიკა

    ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

  • პოლიტიკა

    მერაბ კოსტავა - ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა

  • პოლიტიკა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა

  • კრიმინალი

    სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს

  • კრიმინალი

    უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

VERSIA.GE