გამოძიება - ვერსია - ვერსია https://www.versia.ge Sat, 31 Oct 2020 05:01:57 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb შინაგან საქმეთა მინისტრმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, შინდისის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6884-შინაგან-საქმეთა-მინისტრმა,-სახელმწიფო-უსაფრთხოების-სამსახურის-უფროსთან-ერთად,-შინდისის-გმირთა-ხსოვნას-პატივი-მიაგო-და-17-გმირის-საფლავი-გვირგვინით-შეამკო.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6884-შინაგან-საქმეთა-მინისტრმა,-სახელმწიფო-უსაფრთხოების-სამსახურის-უფროსთან-ერთად,-შინდისის-გმირთა-ხსოვნას-პატივი-მიაგო-და-17-გმირის-საფლავი-გვირგვინით-შეამკო.html

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, მოადგილეებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ შინდისში ჩავიდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. ვახტანგ გომელაურმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

"უმძიმესი იყო საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო. დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ძმები, ჩვენი შვილები. ახლა მშობლები დგანან მემორიალთან და სიტყვებიც კი არ მყოფნის - რა ვუთხრა, რით ვანუგეშო ეს ადამიანები? ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია მათთვის, ყველა ქართველისთვის და მე ვფიქრობ, ამ გმირების სახელებსა და ისტორიებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები, ჩვენი შვილები, ყველა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ განმეორდეს ის დიდი უბედურება, რაც დაგვატყდა 2008 წელს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

 
 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Tue, 11 Aug 2020 13:55:46 +0400
პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6882-პოლიციამ-ახალქალაქში-განზრახ-მკვლელობის-ბრალდებით-1-პირი-დააკავა.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6882-პოლიციამ-ახალქალაქში-განზრახ-მკვლელობის-ბრალდებით-1-პირი-დააკავა.html

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე - ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი.
სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით.
 
 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Sun, 09 Aug 2020 10:01:13 +0400
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ COVID-19-ის პანდემიის დროს გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6881-შინაგან-საქმეთა-მინისტრის-მოადგილემ-covid-19-ის-პანდემიის-დროს-გენდერისა-და-უსაფრთხოების-საკითხებზე-გამართულ-ონლაინ-შეხვედრაში-მონაწილეობა-მიიღო.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6881-შინაგან-საქმეთა-მინისტრის-მოადგილემ-covid-19-ის-პანდემიის-დროს-გენდერისა-და-უსაფრთხოების-საკითხებზე-გამართულ-ონლაინ-შეხვედრაში-მონაწილეობა-მიიღო.html

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში - „გენდერი და COVID -19 - უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებულ გამოცდილება“.
შეხვედრა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ გახსნა.
ონლაინ ღონისძიებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრთან (DCAF) ერთად წარმოადგინა გენდერისა და უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული მითითებების კრებულის ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიციის მიერ გენდერული პერსპექტივით მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველდღიურად უწევს მონიტორინგს გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს. მონაცემთა ანალიზის შედეგების თანახმად, დეპარტამენტმა შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რათა გამოვლენილიყო არსებული პრობლემები და გამოწვევები. COVID-19-ის პანდემიის დროს ერთ-ერთი გამოწვევა ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესაძლო ზრდა იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხთა უწყებათშორის კომისიასთან და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა სტრატეგია - „კომუნიკაციის სტრატეგია ოჯახური და გენდერული ძალადობის შესახებ COVID-19-ის კრიზისის დროს“. აღნიშნული კომუნიკაციის სტრატეგია წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ოჯახში ძალადობის და მისი სამართლებრივად გადაჭრის გზების თაობაზე“, - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.
გენდერისა და უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული მითითებების კრებული შემუშავებულია 2020 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის (DCAF) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ. კრებული მიმოიხილავს გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობას უსაფრთხოების ისეთ სექტორებში, როგორიცაა: პოლიცია და მართლწესრიგი, საზღვრების მართვა და გენდერი, დაზვერვის სამსახურები და გენდერი, მართლმსაჯულება და გენდერი, თავისუფლების აღკვეთის ადგილები და გენდერი და სხვ.
 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Thu, 06 Aug 2020 11:25:53 +0400
სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6880-სვანეთში-დაკარგული-მოზარდის-საძიებო-სამუშაოები-უწყვეტ-რეჟიმში-გრძელდება.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6880-სვანეთში-დაკარგული-მოზარდის-საძიებო-სამუშაოები-უწყვეტ-რეჟიმში-გრძელდება.html

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს.

საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე.

ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე- მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები.

ასევე, შემოწმებულია მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი.

მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ასევე, დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები.

მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები.

საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის ოჯახთან. ილია ფილფანის მშობლებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, მოწმდება სამართალდამცველების მიერ.

 

 

 

 

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Wed, 05 Aug 2020 15:19:49 +0400
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6879-შინაგან-საქმეთა-მინისტრმა-თბილისის-პოლიციის-დეპარტამენტის-დანაყოფების-ხელმძღვანელებთან-სამუშაო-თათბირი-გამართა.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6879-შინაგან-საქმეთა-მინისტრმა-თბილისის-პოლიციის-დეპარტამენტის-დანაყოფების-ხელმძღვანელებთან-სამუშაო-თათბირი-გამართა.html

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სტრუქტურული და ფუნქციური გაუმჯობესების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გაფართოვდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის არეალი. დეპარტამენტში უკვე გამიჯნულია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებები.

ვახტანგ გომელაურმა თბილისის სხვადასხვა რაიონის პოლიციის ხელმძღვანელებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.

 

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Tue, 04 Aug 2020 13:53:53 +0400
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ონლაინ შეხვედრა გამართა https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6878-შინაგან-საქმეთა-მინისტრის-მოადგილემ-ნინო-ცაციაშვილმა-ndi-ის-პრეზიდენტ-დერეკ-მიტჩელთან-ონლაინ-შეხვედრა-გამართა.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6878-შინაგან-საქმეთა-მინისტრის-მოადგილემ-ნინო-ცაციაშვილმა-ndi-ის-პრეზიდენტ-დერეკ-მიტჩელთან-ონლაინ-შეხვედრა-გამართა.html

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან - დერეკ მიტჩელთან და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ნინო ცაციაშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არჩევნებთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისთვის პროაქტიულად მიწოდებისა და არჩევნების პროცესში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხებოდა კოვიდ-19-თან დაკავშირებით უსაფრთხო ზომების მიღების მნიშვნელობასა და საჭიროებას.

ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ NDI-ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი - პატრიკ მერლო, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი - ალან გილამი, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი - ლორა ჯუიტი, NDI-საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში - თეონა ყუფუნია და NDI-ის საპარლამენტო პროგრამების კოორდინატორი - მარიამ ბარამიძე.

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Tue, 04 Aug 2020 11:08:44 +0400
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6877-საპატრულო-პოლიციის-დეპარტამენტის-დირექტორი-გაეროს-განვითარების-პროგრამის-undp-წარმომადგენლებს-შეხვდა.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6877-საპატრულო-პოლიციის-დეპარტამენტის-დირექტორი-გაეროს-განვითარების-პროგრამის-undp-წარმომადგენლებს-შეხვდა.html

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს.

ღონისძიება პროექტის -„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით“- ფარგლებში გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების მხარდაჭერას შესაძლებლობების განვითარების მიზნით განხორციელებული ზომებით, რომლებიც მიმართულია მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტიან და ინკლუზიურ მიწოდებაზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აღნიშნულ მომსახურებაზე გაზრდილ წვდომაზე.

UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე.

გარდა ამისა, UNDP-ის დახმარებით, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დანერგავს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს - შეფასების ერთიან სისტემას (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4500-მდე საჯარო უწყება წარმატებით იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ასევე, სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება.

 

 

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Tue, 04 Aug 2020 11:03:22 +0400
„კანონიერი ქურდები“ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროსა და სასახლეებს აშენებენ?! https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6526-„კანონიერი-ქურდები“-ბაგრატის-ტაძრის-მიმდებარე-ტერიტორიაზე-სასტუმროსა-და-სასახლეებს-აშენებენ.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6526-„კანონიერი-ქურდები“-ბაგრატის-ტაძრის-მიმდებარე-ტერიტორიაზე-სასტუმროსა-და-სასახლეებს-აშენებენ.html

„სამარცხვინო რამეები გააკეთეს!“ _ რა დოკუმენტები მოიპოვა „ვერსიამ“

რამდენიმე დღის წინ, ანალიტიკოსმა, პროფესორმა დემურ გიორხელიძემ, სოციალურ ქსელში საკმაოდ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა: 

,,გაიყიდა ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელი ციტადელი _ ტაძრის უშუალო მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც სასტუმრო აშენდება?! ცენტრალურ მოედანზე _ ,,მაკდონალდსი'', ცენტრალურ მოედანზე _ მახინჯი შადრევანი და ახლა, ბაგრატის ტაძრის გვერდით, სასტუმრო, სხვა იერი და სახე ქალაქს?! სად არის ბედნიერი და ცხოვრებით აღფრთოვანებული ჩემი თანაქალაქელების ხმა, ცხადია, თუ ისინი კიდევ შემორჩენ სადმე აქა-იქ. 

P.S. ისე, ის ნანგრევები (ბაგრატის) რა საჭიროა, ჰა?! ხომ არ მოანგრევდით და მის ნაცვლად, ერთი კაი, დიდი ბორდელის მშენებლობის ნებართვას გასცემდით, ჰა?!'' 

,,ვერსია'' დაინტერესდა, ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ, კონკრეტულად რომელი მონაკვეთი და როდის გაიყიდა, ვინ იყიდა და საერთოდ, რა სასტუმრო აშენდება, ან აშენდება თუ არა. რა თქმა უნდა, ფაქტის გადამოწმების მიზნით, პირველ რიგში, ქუთაისის მერიას მივმართეთ, საიდანაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტები მოგვაწოდეს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემდეგ ბაგრატის ტაძრის მეციხოვნეს და ბოლოს, ქუთაისის ყოფილ მერსაც დავუკავშირდით. შედეგად, საინტერესო და სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება მივიღეთ, რაშიც თავადვე დარწმუნდებით.

მაშ ასე, პროფესორ დემურ გიორხელიძის Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, ,,ვერსია'' ქუთაისის მერიას დაუკავშირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საინტერესო დოკუმენტი მოგვაწოდა, რომელშიც ვკითხულობთ: 

,,აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, კერძო მესაკუთრეობა 1989 წლიდან ფიქსირდება და მას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს. 2008 წლის ამონაწერით დგინდება, რომ თანამესაკუთრეებს უძრავი ქონება რეგისტრირებული აქვთ დოკუმენტებით: არბიტრაჟის გადაწყვეტილება 1/250 (28.12.2006); არბიტრაჟის სააღსრულებლო ფურცელი 1/250 (29.01.2007); საარბიტრაჟო პალატის გადაწყვეტილება 189/07-08 (30.07.2008); კანონიერი მემკვიდრეობის მოწმობა 2358 (27.04.1989); იმერეთის სააღსრულებლო ბიუროს მომართვა 1/250 (30.01.2007)''. 

ქუთაისის მერიაში ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე იმ ტერიტორიის (რომელსაც დემურ გიორხელიძე გულისხმობდა) ოფიციალური მისამართია: ქუთაისი, ჩანჩიბაძის ქუჩა, მეორე შესახვევი, #18, თან დაგვიზუსტეს, რომ დიდი ხანია, ეს კონკრეტული მონაკვეთი კერძო საკუთრებაშია და შესაბამისად, ქუთაისის მერია არაფერს ყიდის და არც სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ბუნებრივია, დავინტერესდით, როგორ გადავიდა ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაში 1989 წელს ანუ იმ დროს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო და მის თავზე, ლენინური წითელი დროშა ფრიალებდა? რა, რა და, საბჭოთა საქართველოს რეალობაში, კერძო საკუთრება ისეთივე ნონსენსი იყო, როგორც ვირი, რომელსაც ხურმა უყვარს... 

სწორედ ამიტომ, ქუთაისის მერიას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით და მოვითხოვეთ დოკუმენტი, რის საფუძველზეც ჩანჩიბაძის ქუჩის მეორე შესახვევში, #18-ში არსებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა) კომუნისტური რეჟიმის დროს გასხვისდა. მერიაში დაგვაკვალიანეს, რომ ამ კითხვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიგვემართა. რასაკვირველია, უწყებას ოფიციალური წერილით მივმართეთ და ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. რეესტრიდან 3-გვერდიანი დოკუმენტი მივიღეთ, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომელ წელს, როდის, კონკრეტულად რომელი ნოტარიუსის მიერაა დამოწმებული ამ ქონების გასხვისების ამბავი. ყველაზე საჭირო და საინტერესო კი ოფიციალური დოკუმენტის ბოლო აბზაცში იკითხება, რასაც უცვლელად გთავაზობთ: 

,,გაცნობებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: ქუთაისი, ჩანჩიბაძის ქუჩა II შესახვევი #18. აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენს კერძო სახლთმფლობელობას. უძრავი ნივთი აღრიცხულია ივანე ბეჟანის ძე რუხაძეზე 18/07/1940 წელს, 02/07/1922 წლის ჩაბარებითი ფურცლის საფუძველზე. 01/12/1983 წლის რ№დ2-2761 (ნოტ. ბრეგვაძე) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, ივანე ბეჟანის ძე რუხაძის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, მთელი საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილზე, მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილი _ გულნარა ივანეს ასული რუხაძე, ხოლო 27/04/1989 წლის რ№2358 (ნოტ. გზირიშვილი) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, ივანე ბეჟანის ძე რუხაძის ქონებაზე, კერძოდ საცხოვრებელი სახლის დარჩენილ 1/2 ნაწილზე, თანაბარ წილში, მემკვიდრეებად ცნობილი იქნენ რძალი _ ვერა სერგოს ასული რუხაძე და შვილიშვილი _ მიტროფანე ლევანის ძე რუხაძე. 08/05/1990 წლის რ№3-р-1743 (ნოტ. ბოგვერაძე) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, გულნარა ივანეს ასული რუხაძის დანაშთ ქონებაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილზე, მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილი _ ჟანა გივის ასული მუჯირი. 

სააღრიცხვო მასალის ბოლო მონაცემებით, ტექნიკური აღრიცხვის მასალის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა მესაკუთრეთა სია), საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილზე მითითებულია ჟანა გივის ასული მუჯირი. საფუძველი: 08/05/1990 წლის რ№3-р-1743 (ნოტ. ბოგვერაძე) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, სააღრიცხვო მასალა 18/07/1940 წელი, ხოლო საცხოვრებელი სახლის 1/2 წილზე _ ვერა სერგოს ასული რუხაძე და მიტროფანე ლევანის ძე რუხაძე. საფუძველი: 27/04/1989 წლის რ№2358 (ნოტ. გზირიშვილი) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, სააღრიცხვო მასალა 18/07/1940 წელი''. 

საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ, ეს კონკრეტული მონაკვეთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, შესაბამისი მიწის ნაკვეთით, სადაც 1940 წლიდან ცხოვრობდა ივანე ბეჟანის ძე რუხაძე, რომელმაც აქ ცხოვრების უფლება, სავარაუდოდ, მემკვიდრეობით, 1922 წლის ჩაბარებითი ფურცლის საფუძველზე მოიპოვა. ბუნებრივია, 1989 წელს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ ქუთაისის რაიკომი (თუ მეშლება, მაპატიეთ, მაგრამ ბუნდოვნად ასე მახსოვს, _ ავტ.) ვერაფერს გაასხვისებდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს კონკრეტული მისამართი კერძო საკუთრებაში 1989 წლიდან კი არა, 1940 წლიდანაა. 

როგორც აღვნიშნეთ, იმ 3-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ, დეტალურადაა აღწერილი, როდის, როგორ და რა პირობებში იცვლებოდნენ მესაკუთრეები ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს პროცესი 1989 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩანჩიბაძის ქუჩა მეორე შესახვევის #18-ში, 1/2 ნაწილზე, მემკვიდრე ივანე ბეჟანის ძე რუხაძის შვილი, მოგვიანებით კი რძალი და შვილიშვილი ცნეს. ამის შემდეგ, ამ მისამართზე მესაკუთრეები კიდევ არაერთხელ შეიცვალნენ: 1990, 2004, 2006, 2008, 2010 და 2011 წლებში. ბოლო ცვლილება 2015 წელს განხორციელდა: 

,,2015 წლის 14 სექტემბრიდან დღემდე, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ჩანჩიბაძე, შესახვევი II, #18, რეგისტრირებულია კობა მანგოშვილის 2/8 ნაწილი; თეა გუმბერიძის 3/8 ნაწილი; მაია ხაზარაძის 1/8 ნაწილი; გიორგი მანგოშვილის 2/8 ნაწილი _ თანასაკუთრების უფლება...'' 

* * * 

გასაგებია, რომ დიდი ხანია, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზემოხსენებულ კონკრეტულ მისამართზე, კონკრეტული ოჯახი ცხოვრობს და მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, როგორც უნდა, ისე გაასხვისებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის _ ბაგრატის ტაძრის მიმდებარედაა, კერძო საკუთრებაში არსებობა სიტუაციიდან გამოსავალი, ცხადია, არაა! იმას ვგულისხმობთ, რომ ტაძრის მიმდებარედ, სასტუმროს, რესტორნის, სამორინეს ან მსგავსი დაწესებულების მშენებლობა, უბრალოდ, დაუშვებელია და არ შეიძლება. ცხადია, ამგვარ ნებართვას არც მუნიციპალიტეტი გასცემს, მაგრამ კერძო მესაკუთრემაც კარგად უნდა გაიაზროს, სად ცხოვრობს, რისი უფლება აქვს და რისი _ არა. 

აქვს თუ არა ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, ქუთაისის მერიას უფლება, არ დაუშვას ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს, ან რესტორნის მშენებლობა? რეალურად, რა ბერკეტს ფლობს ხელისუფლება და როგორ უნდა აღუდგეს კერძო მესაკუთრის ნებას, რომელიც უძრავ ქონებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ ფლობს? ,,ვერსია'' დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა: 

,,დაახლოებით, ცნობილია, ვინ და როგორ აპირებს ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს აშენებას, რესტორანი იქნება, თუ სხვა რამ. საზოგადოებრივი დანიშნულებიდან და იმ უდიდესი მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც ბაგრატის ტაძრის უნიკალურობას ადასტურებს, მარტივი გამოსავალი არსებობს: სახელმწიფოს შეუძლია, მფლობელებისგან გამოისყიდოს ეს მიწა და არ მისცეს უფლება, სასტუმრო, ან რესტორანი ააშენონ. ქუთაისის მერიას შესანიშნავი საშუალება აქვს, დაამტკიცოს თავისი პასუხისმგებლობა და ეს, მართლაც, პასუხისმგებლობაა, რადგან წინა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო იმ უპასუხისმგებლობას შეწინააღმდეგებოდა, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ,,მაკდონალდსის'' მშენებლობის ნებართვა გასცა, რომლის უკანაც ეკლესიაა... მერე რა, რომ კერძო მფლობელობაშია, შესთავაზონ ფული და გამოისყიდონ მიწის ეს ნაკვეთი, თუ არადა, რესტორნის, ან სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გასცენ!'' 

,,ვერსიის'' კითხვაზე, კონკრეტულად ვინ აპირებს ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას, დემურ გიორხელიძემ გვიპასუხა, რომ საქართველოში და თუნდაც ქუთაისში, არაფერი იმალება: 

,,დაახლოებით, ცნობილია, მაგრამ გვარები და სახელები რომ დაგისახელოთ, რას მოგცემთ ეს ინფორმაცია? გარდა ამისა, ამის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტები არ მაქვს, მაგრამ ქუთაისში, დოკუმენტების გარეშე, ისედაც ყველაფერი ცნობილია! ინფორმაცია მომაწოდეს, რომ სასტუმროს, ან რესტორნის მშენებლობას აპირებენო და მეც პრევენციის მიზნით, სოციალურ ქსელში დავწერე, რათა ასეთი რამ არ მომხდარიყო''. 

* * * 

ადრე, ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე ნებისმიერ სამუშაოს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბაგრატის ტაძრის მეციხოვნე და ღირსების ორდენის კავალერი, ლევან ჯიქია ხელმძღვანელობდა. ,,ვერსია'' ბატონ ლევანს დაუკავშირდა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, 32 ოჯახი გაასახლეს: 

_ ბატონო ლევან, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლების პროცესი როდის დაიწყეთ? 

_ ეს პროცესი 1984 წელს დაიწყო. გვარებსაც გეტყვით: ჟორჟოლიანი, ირემაძე, მუჯირი, ყაველაშვილი, ფხაკაძე... მათ ეზოებიც ჩამოვართვით. მთლიანობაში, ბაგრატის მიმდებარედ, 32 ჰექტარი ფართობი იყო, პირადად მე, 16 ჰა-ზე მეტი გავათავისუფლე. ქვეყანა რომ აირია, ამ ხალხს ფულიც დარჩა, ბინებიც და ეს ტერიტორიაც არ გაათავისუფლა! 

_ რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენს მიერ დაწყებული გასახლების პროცესი ქუთაისის მერიამ ახლა განაგრძოს? 

_ ამ ქვეყანაზე, ქუთაისის მერიას კი არა, საქართველოს მთავრობას არ აქვს არაფრის ნება... რაც უნდა, ყველა იმას აკეთებს. უამრავი მასალა მაქვს, მაგრამ წლების წინ, ბევრი დოკუმენტი მომპარეს, მათ შორის, ჩემი სადისერტაციო თემაც. ამის მიუხედავად, მაინც ბევრი დოკუმენტი დამრჩა და არ მინდა, ეს ინფორმაცია მიწაში ჩავიტანო. წლების მერე გამოჩნდა, რომ ბაგრატის ტაძარზე ყველაფერი ეს, თურმე, სპეციალურად კეთდებოდა, რათა იქ ქართული შინაარსი აღმოფხვრილიყო. ბაგრატის ტაძარს შინაარსი და აზრი დაუკარგეს... 

_ რესტავრაციას გულისხმობთ, რომელიც ტაძარს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩაუტარდა? 

_ სწორად გამიგეთ, მაგრამ სააკაშვილს ამაში არ ვადანაშაულებ! სხვათა შორის, ჩემს სახლშია ნამყოფი პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც ამ თემაზე ვესაუბრე, შემდეგ იყო შევარდნაძე, რომელსაც შვიდჯერ შევხვდი, მერე _ სააკაშვილი, მასაც ოთხჯერ შევხვდი. თითოეული სიტყვის დასადასტურებლად, რასაც გეუბნებით, ოფიციალური დოკუმენტი მაქვს და თუ ქუთაისში ჩამოხვალთ, ყველაფერს გაჩვენებთ. არავითარი სასტუმრო, რას ბრძანებთ, როგორ შეიძლება, იქ სასტუმრო აშენდეს?! 

* * * 

ლევან ჯიქიამ, რომელმაც თავისი მოღვაწეობა და ჯანმრთელობაც ბაგრატის ტაძარს, მის ისტორიულ, მეცნიერულ შესწავლასა და დაცვას შესწირა, საინტერესო და ამავდროულად, სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა. მაშ ასე, მოსახლეობის გასახლების პროცესი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 1984 წელს დაიწყო, მაგრამ ცხადია, ეს არ იქნებოდა მარტივი და ისიც ლოგიკურია, რომ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. სწორედ ამ რამდენიმე წელში ანუ 1991 წელს, საქართველოში პირველი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლებაში ,,მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო'' მოვიდა. საბჭოთა რეჟიმი იმდროინდელმა ოპოზიციამ ანუ ეროვნულმა მოძრაობამ ჩაანაცვლა. 

1991 წლიდან დღემდე, არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია'' და არა _ მშიშარა კურდღლების და ალბათ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამდენი უბედურება იმიტომაც დაგვატყდა, რომ ვერ ვილომეთ. სამწუხაროდ, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლების პროცესიც ამას ადასტურებს: დიახ, შექმნილი ვითარებით (ხელისუფლების შეცვლით), ,,მშიერმუცელა მონებმა'' უსინდისოდ ისარგებლეს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადახდილი ფულიც შეიტყაპუნეს, ბინებიც შეირგეს ქუთაისში და არც ბაგრატის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს... აი, ეს ხალხი და მათი სამართალმემკვიდრენი ახლა, თურმე, ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს, ან რესტორნის მშენებლობას აპირებენ, თუმცა ყველაფრის მხოლოდ ამ ხალხზე გადაბრალება უსამართლობა იქნება, რადგან თუ ის არ მოგვწონს, რომ ვიღაც შექმნილი ვითარებით, უფრო არეულობითა და ქაოსით სარგებლობს, შენ ანუ ხელისუფალი სად ხარ, რომელიც არეულობას, ქაოსს ქმნი და ნებსით, თუ უნებლიედ ხელს უწყობ ადამიანებს, ჯერ გამოგიყენონ, შემდეგ კი გადაგაგდონ?.. 

იმ არეულობაში ანუ 1991-1992 წლებში არა, მაგრამ 1993-1995 წლებში, თემურ შაშიაშვილი ქუთაისის პირველი მერი იყო, 1995-2003 წლებში კი იმერეთის მხარის პირველი გუბერნატორი, მანამდე, 1992 წელს, საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი. ცხადია, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და აქ მცხოვრებთა ამბავი მასზე უკეთ არავინ იცის, ამიტომ ,,ვერსია'' თემურ შაშიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო და სკანდალური დეტალი გაიხსენა. 

_ ბატონო თემურ, ჯერ მერობის და შემდეგ გუბერნატორობის პერიოდში, რატომ ვერ დაასრულეთ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა გასახლების პროცესი? 

_ თავისთავად, ეს ადვილი და მარტივი პროცესი არ ყოფილა, მაგრამ განწყობა ნამდვილად გვქონდა, რომ ყველა პარამეტრის მიხედვით, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროცესს ძალიან კარგად შეხვდა, თუმცა უამრავი წინააღმდეგობაც იყო. წარმოგიდგენიათ, ვასილ ამაშუკელი, რომელიც ცნობილი პიროვნება იყო და პირველი კინო მის სახელთანაა დაკავშირებული, მისი ოჯახიც იქ ცხოვრობდა და ისიც უნდა გაგვესახლებინა. აბსოლუტურად ყველა ოჯახში ვარ ნამყოფი, ჩემი დროის დიდ ნაწილს ამას ვუთმობდი, რადგან ბაგრატის ტაძრის მოწესრიგება საქართველოსთვის სხვა რამეს ნიშნავდა. ჩემს კოლეგებსა და მეგობრებთან ერთად შევძელი, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათი, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულიყო. ეს იყო უდიდესი რამ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმ პერიოდში, ამ ნუსხაში 400-მდე ძეგლი იყო შეტანილი. ამის გამო, იუნესკოს გენერალურ დირექტორს ორჯერ შევხვდი. საოცარი საქმე გაკეთდა, მსოფლიო პატრიარქიც ჩამოვიყვანეთ და ყველას რეკომენდაცია იყო, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გაგვეთავისუფლებინა. ამაშუკელის სახლი ვახსენე და ყველა შემოქმედებითი კავშირი იყო ჩართული, რომ მისი ოჯახი იქ დაგვეტოვებინა. უდიდესი მწერალი და პოეტი იყო მუხრან მაჭავარიანი, რომელიც მაშინ მწერალთა კავშირს თავმჯდომარეობდა, პრესაში ღია წერილებს წერდნენ, ნუ გაასახლებთ, ნუ გადაიყვანთ ამ ოჯახსო და ამ წერილებს ხელს ცნობილი ადამიანები აწერდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა პირობებში გვიწევდა მუშაობა, ერთი მხრივ, ხალხთან უნდა მივსულიყავი და დამერწმუნებინა, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გაეთავისუფლებინა და მეორე მხრივ, ჩემთვის უსაყვარლეს პოეტთან, მუხრან მაჭავარიანთან უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში, ორი-სამი საათის განმავლობაში მესაუბრა და დამერწმუნებინა, რომ ის, რასაც ვაკეთებდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო! დიდ მადლობას ვუხდი ინტელიგენციას, რომლებმაც გააცნობიერეს და საბოლოოდ, მხარი აგვიბეს, რადგან რომ არა ინტელიგენცია, ქურდების შემოტევას ვერ გავუძლებდით, რომლებმაც თითქმის მთელი ქალაქი დააჩოქეს. გესმით, _ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდები სასახლეების აშენებას აპირებდნენ?! 

სასამართლოში უამრავი სარჩელი მქონდა შეტანილი, არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ აეშენებინათ, მაგრამ როგორც კი თანამდებობიდან წავედი, ჩემმა შემდგომმა ერთ-ერთმა გუბერნატორმა იტრაბახა, ეზო მისი საკუთრება იყო და უარს ხომ ვერ ვეტყოდიო. 

_ ვის გულისხმობდა? 

_ ვის და, ქურდს, რომელმაც ბაგრატის მიმდებარე ტერიტორიაზე სასახლე ააშენა, მგონი, ,,წრიპა'' ერქვა. სამარცხვინო რამეები გააკეთეს, მაგრამ მოკლედ გეტყვით: ღირსეული ადამიანი საკუთარ ეზოს არ მოექცევა ისე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხელისუფლებები მოექცნენ ბაგრატის ტაძარს და მის ეზოს! ვერ წარმოიდგენთ, რა ეკალ-ბარდებში იყო ტაძრის ეზო, ფულის საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან ნახევარმა ქუთაისმა იმუშავა, რათა ეზო გაგვეწმინდა და დაგვესუფთავებინა. როგორც შემდეგ დათვალეს, დაახლოებით, მილიონი დოლარის სამუშაოები შეასრულეს ადამიანებმა! 

ბაგრატის ტაძრის წინ ვყიდულობდით სახლებს და 200 000 ლარს ვიხდიდით ამაში, მოსახლეობამ სასამართლოსაც მიმართა, მაგრამ შევძელით და დავიყოლიეთ ეს ხალხი. ეს ნამდვილად უდიდესი, ეროვნული პროცესი იყო. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, რომელიც გავასახლეთ, უკან დაბრუნდა. არადა, სახელმწიფომ მათ სახლებიც მისცა და ფულიც, მაგრამ ხალხი მაინც უკან დაბრუნდა! წარმოუდგენელი რამ ხდებოდა მაშინ ქუთაისში, გიმეორებთ, ქურდებს ააშენებინეს სასახლეები! 

ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: მოგეხსენებათ, იუნესკოს ოფისი პარიზშიადა როდესაც გენერალურ დირექტორს შევხვდი, იცით, რა მითხრა? იმის მიუხედავად, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის მიზნით გამოცხადებული კონკურსიიუნესკომ დააფინანსა და სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებულ პროექტს დახედა,პირდაპირ გვითხრა: რას ერჩით თქვენს ძეგლს და თქვენს ისტორიას, ასე როგორ ამახინჯებთო. იუნესკოსდირექტორმა, ამ ორგანიზაციის ფულით ჩატარებული კონკურსის შედეგზე თქვა, კიბატონო, ფული გადავიხადეთ, მაგრამ საქართველოს ამ პროექტს არ ვაკადრებთო! სხვათა შორის, ამ თემაზე არასდროს არსად მისაუბრია, ამიტომ აქვე გეტყვით, რასაც ვაპირებ: მინდა, დიდი პრესკონფერენცია გავმართო, სადაც მოვიწვევ ყველა ხელმძღვანელს, მეცნიერებს, ისტორიკოსს. ამ პრესკონფერენციაზე გამოვიტანთ ყველა დოკუმენტს, რაც ბაგრატის ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან იყო დაკავშირებული.სხვათა შორის, აქ პირველი ბარი ირაკლი აბაშიძემ და ვერიკო ანჯაფარიძემ დაკრეს, რასაც შემდეგ, უნიკალური სამუშაოები მოჰყვა. 

_აქვს თუ არა დღეს ქუთაისის მერიასბერკეტი, ბაგრატის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლების პროცესი გააგრძელოს? 

_ დიახ, აქვს. ისევ იუნესკოს დირექტორის სიტყვებს მოვიშველიებ, რომელმაც გვითხრა, პარიზში, მნიშვნელობა არ აქვს, შენობა კერძო საკუთრებაშიათუ არა, მის წინა ხედზე ლურსმანი რომ მიაჭედოს მფლობელმა, ნებართვა ქალაქის არქიტექტორისგან უნდა მიიღოს და ამ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტიც კი ვერ გადაწყვეტსო. შესაძლოა, საკუთრებაში გქონდეს ეზო, მაგრამ თუ ეს ეზო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ესაზღვრება, ან მიმდებარედაა განთავსებული, ხელისუფლება იქ სასტუმროსა და რესტორანს არ აგაშენებინებს! სასაცილოდ მეჩვენება იმის თქმა, ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და ჩვენ რა უნდა ვქნათო. იყოს კერძოდა აწარმოოს მის ეზოში, რაც უნდა, მაგრამ იქ სასტუმრო და რესტორანი არ უნდა აშენდეს! იმიტომ კი არა, რომ ეს ვინმეს კაპრიზია, ასეთია მთელი დემოკრატიული მსოფლიოს პრაქტიკა! უკადრებელი აკადრეს ქუთაისს, დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას მისსავე სახელობის მოედანზე! გგონიათ, ჩემი ხელმძღვანელობის დროს არ იყო ზეწოლა? ხან ვინ მომიგზავნეს, მოედანზე ფანტანი გავაკეთოთო, ხან _ ვინ, ბადრი პატარკაციშვილმაც კი მითხრა, რომში წაგიყვან და რომელი ფანტანიც მოგეწონება, ის ჩამოვიტანოთ ქუთაისშიო, მაგრამ ვუთხარი, ყველა ფანტანზე მნიშვნელოვანი დავით აღმაშენებლის ძეგლია-თქო. დღეს უკვე ეჭვი მეპარება და ძალიან დიდი დოზით, პროკურატურასაც, რომ 2001 წლის დასაწყისში, 1 თებერვალს, ავტოავარია, რომელშიც მოვყევი, არცთუ შემთხვევითი იყო. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დაგეგმილი გვქონდა, რომ იქ, სადაც ახლა ,,მაკდონალდსია'', ჩვენი სახელოვანი და დიდებული მეფის სახელობის ტაძარი აგვეშენებინა...

 

მაია მიშელაძე

 

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Thu, 23 Jan 2020 11:25:01 +0400
შსს-ს ყველა თანამშრომელს, 2020 წლის 1 ივლისიდან, ხელფასი 125 ლარით გაეზრდება https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6352-შსს-ს-ყველა-თანამშრომელს,-2020-წლის-1-ივლისიდან,-ხელფასი-125-ლარით-გაეზრდება.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6352-შსს-ს-ყველა-თანამშრომელს,-2020-წლის-1-ივლისიდან,-ხელფასი-125-ლარით-გაეზრდება.html

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან კაკავას განცხადებით, 2020 წლის 1 ივლისიდან, შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ხელფასი არანაკლებ 125 ლარით გაეზრდება. მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომავალ წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმები და პროექტები მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ წარუდგინა. მისი განცხადებით, 2020 წელს, სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალი წლის 1 ივლისიდან, ხელფასი სამინისტროს თანამშრომლებს, მინიმუმ, 125 ლარით გაეზრდებათ: 

„2020 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს სისტემური განახლების პროცესს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ღონისძიებების გაძლიერება, საპოლიციო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და განსაკუთრებით, პოლიციელების ფინანსური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, 2020 წლის 1 ივლისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ ყველა თანამშრომელს, ხელფასი არანაკლებ, 125 ლარით გაეზრდება. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტი. მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში, მიმდინარეობს ბინათმშენებლობა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით და ეს პროექტი გაგრძელდება. 2020 წელს დაგეგმილია, ასევე, ახალი საპოლიციო შენობების მშენებლობა, მეხანძრე-მაშველებისთვის სახანძრო მანქანების ახალი სადგომების (დეპ-ების) მშენებლობა. თბილისში ახალი, დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება. გაგრძელდება საპოლიციო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განახლება. ასევე, სათანადო ყურადღება დაეთმობა ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკის განვითარებას. მოგეხსენებათ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საგზაო უსაფრთხოების მიზნით, არამედ მართლწესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაც“, _ განაცხადა ლევან კაკავამ.

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Wed, 02 Oct 2019 12:02:41 +0400
ჰუჯაბის მონასტერში სომეხი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს არ უშვებენ! https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6346-ჰუჯაბის-მონასტერში-სომეხი-მესაზღვრეები-ქართველ-მომლოცველებს-არ-უშვებენ.html https://www.versia.ge/2013-10-06-14-12-34/item/6346-ჰუჯაბის-მონასტერში-სომეხი-მესაზღვრეები-ქართველ-მომლოცველებს-არ-უშვებენ.html

მეორე დავით გარეჯი _ წაგვართვა, თუ ხელისუფლებამ ნებით გადასცა სომხეთს მე-13 საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი

 

მე-13 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჰუჯაბის მონასტერი, „ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა. შესაბამისად, მონასტერში მისვლა, სომეხი მესაზღვრეების გამო, შეუძლებელია და საქართველო და სომხეთი ვერც ძეგლის რესტავრაციაზე შეთანხმდნენ. „ვერსიას“ სამართალდამცველთა დაცვის ლიგის დამფუძნებელი და პოლიციის პოლკოვნიკი ზაზა ჭაია დაუკავშირდა, რომლის ინფორმაციითაც, საქართთველოს და სომხეთს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესი 2017 წლის 1 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. ამიტომ, ჭაიამ განგაშის ზარს შემოკრა _ ხომ არ გადასცა ქართულმა მხარემ ჰუჯაბი სომხეთს?

ზაზა ჭაია: „ _ ჰუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპექსი, მე-13 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, თავისი წარწერებით და ამაში ეჭვი არავის შეაქვს. ჰუჯაბი საბჭოთა კავშირის დროსაც კი მარნეულის მუნიციპალიტეტში შედიოდა, მაგრამ როგორღაც ისე მოხდა, რომ სომხეთის საზღვარი მონასტრის აქეთ, დაახლოებით, 500 მეტრითაა გადმოწეული და მესაზღვრეებიც იქ დგანან. სხვათა შორის, ადრე ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტს გამაფრთხილებლად ესროლეს კიდეც, ეს ჩვენი ტერიტორიააო, მაგრამ ეს ადგილი სომხეთის ტერიტორია არასოდეს ყოფილა, თუმცა ჩვენი დაუდევრობით, გულგრილობითა და უყურადღებობით, ასეთი ბრწყინვალე ძეგლი _ ხუროთმოძღვრების შედევრი სომხეთის მხარეს აღმოჩნდა. ჰუჯაბი, შეიძლება, დავით გარეჯის დატვირთვის არა, მაგრამ ბეთანიის, ქვათახევის, ფიტარეთისა და წუღრუღაშენის ჯგუფის ხუროთმოძღვრების ძეგლია. მართალია, იურისტი ვარ, მაგრამ ისტორიული მაქვს დამთავრებული და ამ საკითხებით სტუდენტობიდან ვარ დაინტერესებული. სტუდენტობისას, მახსოვს, ჰუჯაბში თავისუფლად მივდიოდით, ახლა კი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეა. ეს თემა წლების წინაც გავაჟღერე, რადგან საქართველოს და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და დემილიტარიზაციის პროცესი 2017 წლის პირველ სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. მაშინ სადავო და დაუდგენელი 70% იყო... მივმართე პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ასეთი სამონასტრო კომპლექსის, ტყე-პარკისა და ქართული მიწების გაჩუქება წარმოუდგენელია. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ ოფიციალური პირებისგან პასუხი არ მიგვიღია. 

სხვათა შორის, ღია წერილში, რომლითაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართე, დაწვრილებით აღვწერე ძეგლის ქართულობა და მნიშვნელობა, მაგრამ ოფიციალური პირები არ დაინტერესებულან. ამიტომ, ათამდე პოლიტიკოსს დავუკავშირდი, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, საკმაოდ სერიოზულ ფიგურებს, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, ავუხსენი მდგომარეობა და გაოცებული დარჩნენ, არავინ არაფერი იცოდა. წინაპრების მოტანილი სისხლითა და ხორცით თუ ასე ოფიციალურად აჩუქეს, ეს კატასტროფა და სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. თუ არ დასრულდა საზღვრის დემარკაცია-დემილიტარიზაციის პროცესი, ესეც გაგვაგებინონ, რადგან ამას წლებია, ვითხოვთ“. 

იმის გასარკვევად, დასრულდა თუ არა 2017 წელს საზღვრის დადგენის პროცესი და გადასცა თუ არა ქართულმა მხარემ ჰუჯაბის მონასტერი სომხეთს, „ვერსია“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს: 

„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი არ დასრულებულა. მხარეთა სამთავრობო სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის 160კმ (დაახლოებით, 71%). მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი, დაახლოებით, 65 კმ საზღვრის შეთანხმების მიზნით. სადელიმიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი დამოკიდებულია მხარეთა შორის შესაძლო შეთანხმებაზე, საზღვრის მთელს გამავლობაზე. 

რაც შეეხება ჰუჯაბის მონასტერს, მისი ადგილმდებარეობა ლეგალურად ვერ განისაზღვრება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის დასრულებამდე“. 

„ვერსია,“ ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი ჯამდელიანსაც დაუკავშირდა, რომელმაც განგვიმარტა, რომ ჰუჯაბის მონასტრის მიმდებარედ, საპატრიარქომ მონასტერი ააშენა: 

„ 2013 წელს, დადგენილ ვიქენი მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსად და მაშინ , უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საზღვარზე დავაარსეთ ეს მონასტერი. შევისყიდეთ სახლი, ავაშენეთ მცირე ზომის ტაძარი და აქ სამი ბერი მოღვაწეობს. 

მოგეხსენებათ, დემარკაცია-დემილიტაციის პროცესი სომხეთთან დაუდგენელია და პირობითი საზღვარია გავლებული. თვითონ ჰუჯაბის მონასტერი, დღევანდელი ვითარებით, დროებითი საზღვრიდან 350 მეტრის შიგნითაა მოქცეული ანუ პირობითად, სომხეთის მხარესაა. მესაზღვრეები დგანან, ფოტოხაფანგებიც აქვთ და მომლოცველები ადრე თუ გადადიოდნენ მონასტერში, დღეს ვერ შედიან. 

თუ გახსოვთ, ერთხელ, აჟიოტაჟი იყო საზოგადოებაში, რომ თითქოს ჩვენმა მხარემ გადასცა ჰუჯაბის მონასტერი სომხეთს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შესაბამებოდა, რადგან იქ სადემარკაციო ხაზი არ გავლებულა, ეს არის დაუდგენელი საზღვრისპირა ტერიტორია. 

დღეს ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება, არც სასიკეთო და არც _ საზიანო. ჩვენი და ასევე, კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს ჩართულობით, სომხეთსა და საქართველოს შორის მიდიოდა მოლაპარაკება, რომ აღგვედგინა ეს მონასტერი ჩვენი რესტავრატორებით, მაგრამ მოლაპარაკება ჩაიშალა. 

ისე, სომხურ მხარეს ჰქონდა მზაობა (კონკრეტულ მიზეზების თქმისგან თავს შევიკავებ), მაგრამ ეს მოლაპარაკება ვერ შედგა. 

ვფიქრობთ, ამ მიმართულებით არ ვადუნებთ ყურადღებას. ჩვენს მხარესაცაა სომხური ძეგლი, რომელიც მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით და ვფიქრობთ, მონაცვლეობა მოხდეს ანუ ჰუჯაბი აღვადგინოთ და, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ჩვენი სიწმინდე, ხუროთმოძღვრული ძეგლი და შემდეგ _ სომხური ძეგლი. 

ეს ჩემი პირადი ინიციატივაა, უწმინდესთან მქონდა საუბარი და ვნახოთ, ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგმება“. 

„ვერსია“ ასევე, დაინტერესდა, რა ინფორმაცია აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს ჰუჯაბის მონასტერზე. სააგენტოს პოზიცია ბექა ბარამიძემ გაგვაცნო : 

„წლებია, ეს ეკლესია სომხეთის ტერიტორიაზეა, ჩვენი ინფორმაციით, სადემარკაციო პროცესი ჯერ კიდევ არაა განსაზღვრული ადმინისტრაციულ საზღვარზე. ჩვენი უწყება სადემარკაციო კომისიაში არ ირიცხება, წარდგენილი გვყავდა კანდიდატურა, თუმცა ჯერ დამტკიცებული არაა. 

ნებისმიერ ტერიტორიულ პირობებში, ჩვენი პაუსიხმგებლობა, რომელიც გამომდინარეობს ძეგლთა დაცვის პრინციპებიდან, იქით უნდა იყოს მიმართული, რომ ამ ეკლესიას, როგორც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ თვალსაჩინო ძეგლს, სათანადო ყურადღება მიექცეს. 

სხვათა შორის, თურქეთის ანალოგი კარგი გამოცდილებაა ანუ იშხანის სარესტავრაციო სამუშაოები თურქულმა მხარემ უზრუნველყო, დააფინანსა, ნაწილობრივ იყო ჩართული ქართული სარესტავრაციო და არქიტექტურული გამოცდილება. ასევე, თურქეთთან გვაქვს შეთანხმება 4-წლიანი სათანამშრომლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც პირველ რიგში, ითვალისწინებს ოშკის კათედრალის რესტავრაციას. 

ჰუჯაბთან დაკავშირებით ასეთი ინიციატივები არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა სომხეთის თანხმობა და ინიციატივა. ჩვენი უწყება მუშაობს მხოლოდ ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე და ჩვენი ძალისხმევა ძეგლის ფიზიკური სიჯანსაღისკენ უნდა იყოს მიმართული“.

თათია გოჩაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) გამოძიება Wed, 25 Sep 2019 11:13:34 +0400