Menu
RSS

ექსკლუზიურად PSP-ში! - მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha

მსოფლიოს ყველაზე ტრენდული, კიდევ ერთი კორეული ბრენდი უკვე PSP-ს ქსელშია. Missha-ს პროდუქცია ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. Missha, A’pieu და Swiss pure – კორეული კოსმეტიკური კომპანია Able C&C-ის სამი წამყვანი ბრენდია. ეს კომპანია 2000 წელს დაარსდა და უკვე 2006 წელს, იაპონია დაიპყრო. მეტიც, Able C&C ჩინეთში, იაპონიაში, ევროპაში, ამერიკასა და აზიაში წარმატებით დამკვიდრდა გლობალური ბაზრის ლიდერად. 53 ქვეყანაში, ამ კომპანიას 19 000 -ზე მეტი მაღაზია აქვს.

Missha-ს პროდუქცია შექმნილია მათთვის, რომლებიც ხაზს უსვამენ საკუთარ ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ უპირატესობას! პროდუქცია დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე და გამდიდრებულია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეებისა და ლოკოკინის ექსტრაქტით, ზღვის ღრმა წყლითა და ჰიალურონით. რაც მთავარია, არ შეიცავს საღებავებს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს!

 

კორეული ბრენდი Missha, მომხმარებლებს სახის 10-ეტაპიანი წმენდისთვის საჭირო პროდუქტიის, დეკორატიული კოსმეტიკისა და ნიღებების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„PSP მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციით. კორეული პრემიუმ კლასის ბრენდი „მისშა“, ერთ-ერთი პირველი ბრენდია კორეაში, რომელმაც ძალიან მაღალი ხარისხის BB კრემი შექმნა - ულტრაიისფერი დაცვის მაღალი დონით და უმაღლესი, 42%-იანი SPF-ით. „მისშა“ ცნობილია, როგორც სახის მოვლის სხვადასხვა ხაზის მაღალეფექტური პროდუქციით, ასევე, მრავალფეროვანი შემადგენლობისა და ეფექტის მქონე ნიღბებით, თვალის პაჩებით; განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამეტაპიანი დამატენიანებელი ნიღაბი -  „ყველაფერი ერთში“ ანუ ესენცია, ნიღაბი და კრემი წარმოდგენილია ერთ პროდუქტში. 
სახის მოვლის საშუალებებთან ერთად, „მისშა“ აწარმოებს პროფესიონალურ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც იდეალურია, როგორც მაკიაჟის მოყვარულთათვის, ასევე პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის. შეთავაზების მრავალფეროვნება და კორეული პრემიუმ ხარისხი, მალე „მისშას“ ქართველი ქალბატონების საყვარელ ბრენდად აქცევს“, - აცხადებენ PSP-ში.

 

 

 

 

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში