პოლიტიკა - ვერსია - ვერსია https://www.versia.ge Sat, 31 Oct 2020 05:15:46 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb ლელა ჯეჯელავა: „დავით გარეჯის საკითხი ხელიდან შევარდნაძის დროს გავუშვით!“ https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6982-ლელა-ჯეჯელავა-„დავით-გარეჯის-საკითხი-ხელიდან-შევარდნაძის-დროს-გავუშვით-“.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6982-ლელა-ჯეჯელავა-„დავით-გარეჯის-საკითხი-ხელიდან-შევარდნაძის-დროს-გავუშვით-“.html

„სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ცვლილებებს მსოფლიოს დღის წესრიგშიც შეიტანს!“

კორონავირუსის დრამატულად გაზრდილმა შემთხვევებმა მხოლოდ კარსმომდგარი არჩევნები კი არა, ისიც დაგვავიწყა, რომ ჩვენს სამეზობლოში ანუ საქართველოდან სულ რაღაც 300 კილომეტრში, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. არადა, სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, მივხვდებით, რომ კორონას გადავურჩებით, აი, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირებამ კი, შესაძლოა, ისეთ ჩიხში შეგვიყვანოს, რომლიდანაც გამოსვლას კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ. ეს შეფასება, შესაძლოა, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა, რომელიც სამხრეთ კავასიის და, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ გეოგრაფიაში ძალიან კარგად ერკვევა, ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საომარმა მოქმედებებმა, შესაძლოა, მსოფლის დღის წესრიგი შეცვალოს. 

ამავე კონტექსტში, არც დავით გარეჯის გარშემო დაწყებული ვნებათაღელვა უნდა დავივიწყოთ, რომელიც „კარტოგრაფების საქმედ“ მოინათლა და რომელშიც „ვერსიის“ რესპონდენტი პირდაპირ რუსულ კვალს ხედავს. 

მოკლედ, რით დამთავრდება ე.წ. ყარაბაღის განახლებული კონფლიქტი და დათვლილი აქვს თუ არა ოფიციალურ თბილისს რისკები? _ „ვერსია“ გთავაზობთ ინტერვიუს ლელა ჯეჯელავასთან.

_ ქალბატონო ლელა, ჩვენს სამეზობლოში რა ხდება? 

_ მართალია, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული, მაგრამ ჩვენს მეზობელ ორ ქვეყანას შორის, სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. 

_ სხვათა შორის, ეს ომი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო, თუმცა მერე, წლების განმავლობაში, დაკონსერვებული იყო. თქვენი აზრით, ახლა, როცა სირიის მოვლენებიდან დიდი დრო არაა გასული და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიც კარსაა მომდგარი, რატომ განახლდა? 

_ დიახ, გეთანხმებით, რომ ეს ახალი პრობლემა არაა. ომი 1994 წელს დასრულდა და მას შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასეთი მასშტაბის სამხედრო შეტაკება აღარ მომხდარა, რასაც ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი ჰქონდა. 

_ კერძოდ? 

_ საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება, როცა ჩვენს თვალწინ ახალი გადანაწილება დაიწყო. 

_ სამხრეთ კავკასიაში ზესახელმწიფოების ინტერესებზე საუბრობთ, თუ ზოგადად, ახალ მსოფლიო გადანაწილებაზე? 

_ ყველაფერ იმას, რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება, ახლო აღმოსავლეთის მოვლენები უძღოდა. სხვათა შორის, ახლო აღმოსავლეთის პრობლემა ახლა გაყინულია ანუ ჯერ არ დასრულებულა და აქედან გამომდინარე, ძნელი სავარაუდო არ იყო, რომ ეს დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაზე გადმოვიდოდა. საერთოდ, ეს რეგიონი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია. 

_ სხვათა შორის, სირიის მოვლენების დროს, ცალკეულ ადამიანებს, მაგალითად, უსაფრთხოების ექსპერტ კოტე ფორჩხიძეს ჰქონდა მოსაზრება, რომ რუსეთი სამხრეთით გაფართოებას შეეცდებოდა, თუმცა ეს ვერსია ჩვენს ანალიტიკოსებში მაინცდამაინც პოპულარული არ იყო... ამაზე თქვენ რას მეტყვით? 

_ იცით, საქმე რაშია? _ ახლო აღმოსავლეთის პროცესებში, რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ბოლოს ანუ მაშინ ჩაერთო, როცა იგრძნო, რომ პოზიციებს კარგავდა. რუსეთმა ამ სიტუაციის გარდატეხა რაღაც ეტაპზე მოახერხა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სამხრეთ კავკასიაში ახლა მიმდინარე მოვლენებში, რუსეთი მთავარი სოლისტია, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ორივე ლიდერი _ ფაშინიანი და ალიევი მოსკოვში შეხვედრას დასთანხმდნენ. 

_ ყველაზე პოპულარული ვერსიით, ყარაბაღის ომის „გაცოცხლებით“, კრემლი ფაშინიანის დასჯას ცდილობს... 

_ დიახ, ფაშინიანი რუსეთისთის ნამდვილად არასასურველი პოლიტიკური ფიგურაა და მის მიმართ ნდობა არ არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სომხეთში რუსულენოვანი ტელეგადაცემები აკრძალა. სხვათა შორის, ამ კონფლიქტის დროსაც, დიპლომატიურ არენაზეც ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით, დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან. აი, მაგალითად, ემანუელ მაკრონს, ანგელა მერკელსა და ტრუდოს რამდენჯერმე ტელეფონით ესაუბრა. გარდა ამისა, სატელეფონი საუბრები აშშ-შიც ჰქონდა... მართალია, სამხედრო თვალსაზრისით, ამ კონფლიქტში აზერბაიჯანმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგრამ დიპლომატიურ არენაზე, სომხეთი უფრო აქტიურია. 

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პომპეომ პირდაპირ განაცხადა, აშშ ამ კონფლიქტში თურქეთის ჩართულობას არ მიესალმებაო ანუ პომპეოს ამ განცხადებით, აშშ-მ დაადასტურა, რომ კონფლიქტში თურქეთია ჩართული. ამასთან, პომპეომ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზაც თქვა, ვიმედოვნებ, სომხეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შეტევას გაუძლებსო. 

სხვათა შორის, თავიდან არსებობდა მოსაზრება, რომ აზერბაიჯანი ე.წ. ბლიც-კრიკით, ესე იგი, დაახლოებით, ერთ კვირაში, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებდა და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ამის შემდეგ დასხდებოდნენ, მაგრამ როგორც ვნახეთ, ასე არ მოხდა. 

ამასთან, თურქეთის ჩართულობაზე ყველა უკვე ღიად საუბრობს და ისიც ფაქტია, რომ იგივე ცოცხალი ძალითაც აზერბაიჯანს აშკარა უპირატესობა აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ფრონტის ხაზზე გარდამტეხი ცვლილებების შეტანა მაინც ვერ შეძლო _ შვიდიდან მხოლოდ სამი რაიონი აქვს დაკავებული, თუმცა დღეს არსებული სურათით, აზერბაიჯანს აქვს პერსპექტივა, რომ დაკავებული ტერიტორიების გეოგრაფია გააფართოვოს. 

ისე, მინდა, იმ დეტალს გავუსვა ხაზი, რომელიც ამ კონფლიქტს უძღვოდა. 

_ რას გულისხმობთ, ქალბატონო ლელა? 

_ ჩვენი საზოგადოება, მგონი, ნაკლებადაა ინფორმირებული, რომ რამდენიმე თვის წინ, სომხეთში, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის, სევრითის ხელშეკრულებაზე საუბარი ძალიან გააქტიურდა. სევრითის ეს ცნობილი ხელშეკრულება, რომელიც 1920 წელს დაიდო და რომელსაც ასი წელი უსრულდება, სომხებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია. 

_ რატომ? 

_ ამ ხელშეკრულების მიხედვით, ანატოლიის ძალიან ბევრი რაიონი სომხეთის ტერიტორიაშია მოქცეული ანუ პრაქტიკულად, ისე გამოდის, რომ მთელი დასავლეთ თურქეთი, სომხეთის სახლემწიფოს ფარგლებშია. თავის დროზე, ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა. 

სხვათა შორის, ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია არ მომხდარა, თუმცა არც დეზავუირებულია. მართალია, ამის მერე, კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო, თუმცა რამდენიმე თვის წინ, სწორედ სევრითის ხელშეკრულების წამოწევა, მათ შორის, ნიკოლ ფაშინიანისგანაც, პირადად ჩემთვის, ძალიან უცნაური იყო. 

_ დამისაბუთეთ, რატომ? 

_ ამ ხელშეკრულებით, თურქეთი ძალიან წამგებიან მდგომარეობაშია. 

_ რუსეთზე რაღას იტყვით? 

_ რუსეთი ამ ხელშეკრულების მონაწილე არაა. 

ერთი სიტყვით, მაინტერესებს: ამ თემის გააქტიურება რამ გამოიწვია _ ეს მხოლოდ სომხეთის შიდა პოლიტიკური განწყობების გამომხატველი იყო, თუ ყველაფერ ამაში მონაწილეობა დასავლელმა პარტნიორებმაც, მაგალითად, საფრანგეთმაც ხომ არ მიიღო? 

_ სხვათა შორის, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ყარაბაღის ომის გაცოცხლებით, რუსეთი მხოლოდ სომხეთს კი არ სჯის, არამედ, ერთგვარად გერმანიასაც უსწორდება _ ცნობილია, რომ გერმანიას აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა, თუნდაც ენერგომატარებლების კუთხით აქვს... 

_ დიახ, ენერგეტიკულ და ტრანსნაციონალურ პროექტებში, აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად მონაწილეობს ანუ ცხადია, რომ აზერბაიჯანი გერმანიის ინტერესებში შედის. ამასთან, გერმანიაში თურქული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია და თუ ამ კონფლიქტზე ძალიან თავშეკავებული პოზიცია არ ექნებოდა, მერკელს სირთულეები, შესაძლოა, ადგილზე შექმნოდა. 

_ ესე იგი, ვერსიას, რომ ყარაბაღის გაცოცხლებული კონფლიქტით, რუსეთი გერმანიას სჯის, არსებობის უფლება აქვს, არა? 

_ ამ ეტაპამდე რასაც ვხედავ, დასავლეთის საერთო ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენები შემცირდეს. მართალია, იმ ღირებულებებიდან, რაც ევროატლანტიკურ სივრცეს აქვს, თურქეთის ლიდერი ხშირად უხვევს, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს ქვეყანა მაინც ნატო-ს წევრია, შესაბამისად, იმ წესებით უნდა ითამაშოს, რომელიც ამ ორგანიზაციისთვისაა დადგენილი. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ ის, რაც ახლა ხდება, დასავლეთისთვის, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შესასუსტებლად, ერთ-ერთი შესაძლებლობა იყოს.

სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან, თურქეთი აზერბიჯანის მოკავშირე მხოლოდ დიპლომატიური კი არა, სამხედრო თვალსაზრისითაცაა. საქართველო აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში, რუსეთის პოზიციები არცთუ კარგად გამოიყურება. 

თუ აზერბაიჯანი ამ კონფლიქტით ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს, მაშინ სომხეთში, ისედაც არსებული ანტირუსული განწყობა კიდევ უფრო გაღრმავდება და რუსეთი, პრაქტიკულად, სომხეთზე გავლენების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება. 

_ არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან სომხეთში რუსეთს საკუთარი სამხედრო ბაზა აქვს. 

_ დიახ, მაგრამ გიუმრის სამხედრო ბაზა, მიუხედავად იმისა, ამ ტერიტორიაზე 49-წლიანი ხელშეკრულებით არსებობს, იმხელა მასშტაბის არაა, რომ არ გამოვრიცხავ, მომავალში მისი გაყვანის საკითხიც დადგეს... 

ერთი სიტყვით, თუ დასავლეთმა ახლა კონფლიქტის შეჩერება და ამ ორი ქვეყნის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შეძლო, მაშინ რუსეთის გავლენები, რასაკვირველია, შესუსტდება. ეს ამ კონფლიქტის ერთადერთი პოზიტივი იქნება, მაგრამ აქვე, მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც არსებობს. 

_ სახელდობრ? 

_ მთიანი ყარაბაღის აღიარებაზე ლაპარაკი უკვე ძალიან ღიად დაიწყო. 

 

_ ვინ? 

_ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, რომლის შინაარსიც გამოქვეყნდა, ფაშინიანმა საკითხი პირდაპირ დასვა, ეს ჩვენი ერთ-ერთი პირობაა, რომლითაც შეიძლება, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთო. მაკრონმა უპასუხა, დიახ, ეს შესაძლოა, ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი იყოსო. 

_ ისე, რა ამის პასუხია და, დავით გარეჯის საქმის გააქტიურება ზემოხსენებულ ომს უცნაურად დაემთხვა. საერთოდ, თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ქართული მიწები ვინმემ გაყიდა, ესე იგი, მყიდველიც არსებობს. 

_ რასაკვირველია. 

_ მართალია, ოფიციალური თბილისი ამბობს, რომ დავით გარეჯის საქმე მხოლოდ შიდა ამბავია, მაგრამ ხომ შეიძლება, აზერბაიჯანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, ამ ნიადაგზე, გაზის მოწოდება შეგვიწყვიტოს და ამ კუთხით, მთლიანად რუსეთზე გავხდეთ დამოკიდებული? 

_ თუ ჩვენი ურთიერთობა გართულდა და დაიძაბა, აზერბაიჯანი, ცხადია, ყველა ბერკეტს, რომელიც მის ხელთაა, გამოიყენებს. ეს კი, პირველ რიგში, ენერგომატარებლებია და ჩვენ შეიძლება, რუსეთზე მიბმულები დავრჩეთ, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა. 

სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემთვის, გაუგებარია, როგორ შეიძლება, ისეთი ხელისუფლება არსებობდეს, რომელსაც ერთი რამ არ ესმის. 

_ ხელისუფლებას რა არ ესმის? 

_ 1994 წლის ანუ მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი და კიდევ შვიდი რაიონი დაკარგა, აზერბაიჯანთან გარეჯის თემის განხილვა მხოლოდ რუკებით არ იქნება შესაძლებელი. 

ჩემი აზრით, დავით გარეჯის რთულად გადასაწყვეტი საკითხი, ჩვენი ინტერესების შესაბამისად, პირველად მაშინ იქნა ხელიდან გაშვებული, როცა აზერბაიჯანსა და თურქეთთან ერთად, ტრანსნაციონალური ეკონომიკური _ ბაქო-სუფსისა და შაჰდენიზის პროექტების მონაწილეები გავხდით! 

_ ანუ დავით გარეჯის გადაწყვეტის საკითხი ხელიდან ცხონებულმა შევარდნაძემ გაუშვა? 

_ დიახ, მე ასე მიმაჩნია... 

საერთოდ, უფრო ცუდი სიტყვა რომ არ გამოვიყენო, ძალიან დიდი გულბრყვილობაა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ რუკებით შეიძლება. ეს სრული პოლიტიკური ინფანტილიზმია. 

_ გეთანხმებით... 

ისე, ქალბატონო ლელა, სანამ აზერბაიჯანის სახელმწიფო შეიქმნებოდა, ეს ტერიტორია ვის ეკუთვნოდა? 

_ დღევანდელი აზერბაიჯანი ისტორიული ალბანეთის ტერიტორიაა, სადაც მას შემდეგ, რაც ალბანეთმა არსებობდა შეწყვიტა, თურქული ტომები დასახლდნენ და დღევანდელი აზერბაიჯანელები, თავს სწორედ იმ ალბანელების მემკვიდრეებად თვლიან. 

რაც შეეხება დავით გარეჯს, ეს ყოველთვის ანუ საბჭოთა კავშირის შექმნამდე, საქართველოს შემადგენლობაში იყო. 

_ აბა, დღეს, მაინცდამაინც საბჭოთა რუკებით რატომ ხელმძღვანელობენ? განა, მანამდელი რუკები არ არსებობს? 

_ საბჭოთა კავშირამდე არსებული რუკებით ის ტერიტორიები რომ მოვითხოვოთ, რომელიც გასაბჭოებამდე საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა, როგორ ფიქრობთ, დღეს ამ მოთხოვნას, ვინმე სერიოზულად მიიღებს? 

_ საბჭოთა ხელისუფლებამ დავით გარეჯის ეს სადავო ტერიტორია აზერბაიჯანს რა მოტივით გადასცა? 

_ საბჭოთა კავშირის შექმნისას, საზღვრები პირობითად მოიხაზა, რადგან ჯერ ერთი, საჭოთა კავშირი ერთიანი სახელმწიფო იყო. 

მეორეც, ყველაფერ ამაში, რასაკვირველია, გარკვეული ნაღმიც იყო ჩადებული, რომლითაც საბჭოთა სახელმწიფო ამდენი განსხვავებული ეთნოსის, რელიგიისა და ეთნოფსიქოლოგიის ხალხის მართვას ახდენდა. 

სხვათა შორის, საბჭოთაკავშირამდელი რუკებით საქართველოს ტერიტორიული მდგომარეობა, ბუნებრივია, სხვაგვარი იყო, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ყველა არასერიოზულად შემოგვხედავს, ყველა საზღვარს საბჭოთადროინდელი რუკებით რომ მივუდგეთ. 

_ ქალბატონო ლელა, ყარაბაღის ომის განახლება და ე.წ. კარტოგრაფების საქმე ერთმანეთს დაემთხვა, თუ ყველაფერ ამის უკან სხვა რამე იმალება? 

_ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

_ რას გულისხმობთ? 

_ ექსპერტები და პოლიტიკოსები დაობენ, რომ დავით გარეჯის საქმე ხელისუფლებამ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გასაფუჭებლად შეგნებულად დაიწყო, მაგრამ პირადად მე, მგონია, რომ გარეჯის ე.წ. სპეცოპერაცია საქართველოში არაა მოფიქრებული. 

_ აბა, სადაა მოფიქრებული? 

_ გარეთ ანუ იქ, საიდანაც რუკები გამოგვიგზავნეს. ყველაფერ ამის ერთ-ერთი კონტექსტი, სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება იყო, მეორე კი _ საარჩევნო. 

_ „კარტოგრაფების საქმეს“ არჩევნებს როგორ უკავშირებთ? 

_ ყველაფერ ამაზე საუბარი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე რომ დაწყებულიყო, ეს თემა, ბუნებრივია, ძალიან სერიოზულად იმუშავებდა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდა, რამაც თვალსაჩინო გახადა, რომ ყველაფერი ეროვნულ-პატრიოტული მოტივებით კი არა დაიწყო, არამედ, ამ საქმეს შიდა და საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. 

აქ მთავარი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დაცვა რომ ყოფილიყო, მაშინ ამ რუკებით აზერბაიჯანის მხარესთან მუშაობას დავიწყებდით და იქიდან დასტური გვექნებოდა, რომ ამაზე თანახმანი არიან და თუ რამე საეჭვო გამოჩნდებოდა, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ამის შემდეგ აღიძვრებოდა. 

_ რუსეთი გასაგებია, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესები მხოლოდ თურქეთს კი არა, ჩინეთსა და ირანსაც აქვს. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ზემოხსენებული ორი ცხელი თემის უკან, ჩინეთის ან თუნდაც ირანის სპეცსამსახურების ინტერესებიც იკვეთებოდეს? 

_ არ მგონია, რომ ეს ჩინეთისა და ირანის სპეცსამსახურების თემა იყოს. 

_ რატომ არ გგონიათ? 

_ ის, რაც ხდება, სწორედ რუსული სპეცსამსახურების ხელწერას ჰგავს. იგივე დავით გარეჯის საქმის მთავარი ფიგურანტები, როგორც გამოჩნდა, რუსეთის სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებულნი _ კორპორაცია „სისტემა“, პირდაპირ რუსული სპეცსამსახურების შვილობილი კომპანიაა. 

 

მოკლედ, არ მგონია, რომ ირანის ან ჩინეთის სპეცსამსახურების კვალის ძიებამ რამე საინტერესო შედეგზე გაგვიყვანოს, თუმცა გეთანხმებით, რომ ამ რეგიონში თავისი ინტერესები ჩინეთსაც აქვს და ირანსაც. 

აი, მაგალითად, ჩინეთს სომხეთში ძალიან დიდი _ ტექნოლოგიური ქალაქის პროექტი ჰქონდა დაწყებული და ეს საომარი მოქმედებები მისთვის მიუღებელია. ამიტომ, 30 წლის შემდეგ, ჩინეთს ამ კონფლიქტზე თავისი პოზიცია აქვს. საკუთარი ინტერესი ირანსაც აქვს, თუმცა მისი პოზიცია 90-იანი წლების პოზიციისგან, ცოტა განსხვავებულია. 

ჩვენ კი ამ კონფლიქტს ისე ვუყურებთ, თითქოს ჩვენგან ძალიან შორსაა და არ გვეხება. ეს პოზიცია ძალიან უცნაურია, რადგან სწორედ ამ კონფლიქტზეა დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის მომავალი. სხვათა შორის, ამ კონფლიქტმა, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მსოფლიოს დღის წესრიგშიც შეიტანოს. 

_ მაშასადამე, კორონაეპიდემიაზე მეტად, ამაზე უნდა ვფიქრობდეთ? 

_ რასაკვირველია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ საკითხზე საქართველოს რისკი დათვლილი აქვს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, კონფლიქტში ჩართულ მხარეებთან ჩვენს ხელისუფლებას ოფიციალურად არ უსაუბრია. არადა, ასეთ დროს, გულარხეინად ყოფნა არ შეიძლება და ესეც პოლიტიკურ ინფანტილიზმს უნდა მივაწეროთ, თუ არა მავნებლობას.

ნინო დოლიძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 21 Oct 2020 12:35:44 +0400
„ჩვენ გვეყოლება პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე რანგის მოხელე“ https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6979-„ჩვენ-გვეყოლება-პირველი,-მეორე,-მესამე,-მეოთხე,-მეხუთე,-მეექვსე,-მეშვიდე,-მერვე-და-მეცხრე-რანგის-მოხელე“.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6979-„ჩვენ-გვეყოლება-პირველი,-მეორე,-მესამე,-მეოთხე,-მეხუთე,-მეექვსე,-მეშვიდე,-მერვე-და-მეცხრე-რანგის-მოხელე“.html

200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ლარის გაუფასურების დასასრული და უგზო-უკვლოდ დაკარგული საბჭოთა ანაბრები _ „ოცნების“, „გირჩისა“ და „პატრიოტების“ ეკონომიკური დაპირებები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კვირანახევარი რჩება. მართალია, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე, დაახლოებით, ერთი თვე გვაშორებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნებს დახურავენ, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულთა ვინაობასაც შევიტყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტიების წინასაარჩევნო მარათონი ლოგიკურ ფინალს უახლოვდება, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც მატულობს და, ცხადია, ცალკეული ლიდერებისა თუ დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებიც მედიით სულ უფრო ხშირად გვესმის. რამდენიმე პარტიის წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური მიმოხილვა ,,ვერსიამ’‘ უკვე შემოგთავაზათ, ახლა კი ,,ქართული ოცნების’‘, ,,გირჩისა’‘ და პატრიოტთა ალიანსის დაპირებებს გავეცნოთ.

ერთად, საქართველოს წარმატებისკენ! 

 

ეს ,,ქართული ოცნების’‘ წინასაარჩევნო სლოგანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, წელს, მმართველმა პარტიამ ეს მოვლენა ერთგვარი ღონისძიებით აღნიშნა. პროგრამის ძირითადი მიმართულებები მთავრობის წევრებმა წარადგინეს, რაც იმავდროულად, რვაწლიანი ანგარიში იყო, რომელსაც სამომავლო გეგმების სახით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები და რეფორმები ახლდა. 

,,ვერსია’‘ ამ პროგრამის ეკონომიკური ნაწილით დაინტერესდა, რაც როგორც აღვნიშნეთ, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა წარადგინეს. ვნახოთ, რა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სიკეთეებს გვპირდება მმართველი პარტია. 

დავიწყოთ ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ანგარიშით. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2012 წლიდან, ქვეყანაში ის ეკონომიკური რეფორმები გატარდა, რომელთა შედეგადაც, ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში, საქართველოს პოზიციები არსებითად გაუმჯობესდა. 

ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტისა და ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. მისივე თქმით, 2012 წლიდან, ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2024 წლამდე, დამატებით, 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. წარმატებით შესრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დამატებითი ღირებულების გადასახადის _ დღგ ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. 

შედეგად, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ, 2021 წელს, პანდემიამდე ნიშნულს დაუბრუნდება, 2024 წლამდე კი, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება. ყველაფერი ეს, მეტ კეთილდღეობას ნიშნავს თითოეული ოჯახისთვის. მეტიც, ესაა საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაცია ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან. 

2024 წელს, უწყვეტი წყალმომარაგებით საქართველოს მოსახლეობის 77% ისარგებლებს, არადა, 2012 წლამდე, მხოლოდ 25% სარგებლობდა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 2024 წლამდე, დამატებით, 400 დასახლების გაზიფიცირება იგეგმება. შედეგად, 1 400 000-მდე ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს. 

დამატებით, ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე. 

კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალმთიანი და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს. 

მაია ცქიტიშვილის თქმითვე, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რაც მიზნად ისახავს ისეთი მიზიდულობის ცენტრების შექმნასა და განვითარებას, როგორებიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, მესტია, ველისციხე, კობი, თრუსოს ხეობა. 

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათასობით პროექტი განხორციელდება _ აშენდება 200 კმ. ავტობანი და დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა, თბილისიდან ბათუმში 3.5 საათში შევძლებთ უსაფრთხო ჩასვლას. ეს ნიშნავს, რომ თავისი ჩქაროსნული მაგისტრალებით, საქართველო შეძლებს, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. 

2024 წლამდე, დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ბათუმი-ახალციხის, თბილისი-საგარეჯოს, ბაკურციხე-წნორის, გურჯაანის შემოვლითი გზისა და სხვა ახალი გზების მშენებლობა, რითაც ბიძგი მიეცემა რეგიონების განვითარებას, შეიქმნება ახალი ტურისტული მარშრუტები და ახალი კავშირები. 

რაც მთავარია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 500 კმ. გზას, 200-ზე მეტ ხიდსა და გვირაბს. შედეგად, 2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% სრულად მოწესრიგდება. 

ახალი გზების მშენებლობის გარდა, 2021-2024 წლებში, 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში, რათა მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურა განვითარდეს. 

აშენდება ახალი სპორტის სასახლე თბილისში, რომელიც 2022 წელს, EURO BASKET-ს უმასპინძლებს, აშენდება სპორტის სასახლეები, მასობრივი სპორტული ობიექტები, სპორტული მოედნები და დარბაზები; გაგრძელდება მუზეუმების რეაბილიტაცია და მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტებით. 

მომდევნო წლების განმავლობაში, შეიქმნება 180 000 ჰა-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია. გარდა ამისა, ბუნებრივ რესურსებზე, ასევე, ტყეზე ზეწოლის შემცირებისა და მწვანე ტყის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, წახალისდება ალტერნატიული საწვავის, მათ შორის, ბიომასის გამოყენება. ხელი შეეწყობა ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, ეკოტურიზმის განვითარებას. გაგრძელდება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. საწარმოებისთვის შეიქმნება თანამედროვე, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც იმის საწინდარია, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე დავიდეს. 

ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად, 300 ლარამდე გაიზრდება, სხვადასხვა კატეგორიისთვის კი _ 400 ლარამდე; 130 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. 

2024 წელს, საქართველო 10.5 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება! 

ტურიზმის გარდა, სოფლის მეურნეობის განვითარება კვ¬ლავ ,,ქართული ოცნების’‘ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, სახელმწიფო, დაახლოებით, მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს და განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო გააგრძელებს მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნას, ასევე, მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას. 

აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. 

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ხელისუფლება მიწის ბალანსს შეადგენს, მიწის რესურსებს აღრიცხავს და 1 200 000 ჰა-ს სისტემურ რეგისტრაციასაც განახორციელებს, რაც სოფლის მეურნეობისა და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. 

გაიზრდება შრომის ანაზღაურება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთათვის; გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი; ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას; დაფინანსდება ინოვაციური პროექტები, დაინერგება ციფრული უნარების პროგრამები. 

2024 წლამდე, გაფართოვდება ფოთის პორტი და PASE GROUP-ის ახალი ტერმინალი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში, საქართველო საკუთარი როლის განმტკიცებას განაგრძობს. 

მისივე თქმით, შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, APM ტერმინალის პროექტის ფარგლებში, ფოთის პორტი გაფართოვდება, აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით კი, PACE GROUP-ის ახალი ტერმინალი აშენდება. 

მეტიც, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა. 

თურნავას თქმით, სახელმწიფო კერძო სექტორის მხარდამჭერ პროექტებს კვლავაც დააფინანსებს. კერძოდ, გაფართოვდება პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში’‘, რაც სულ მცირე, 20 000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამავე პროგრამის ფარგლებში, უკვე 600-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, 6 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და 34 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა! 

სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული კინოპროდუქციის შექმნას და საერთაშორისო კინოინდუსტრიის დაინტერესებას საქართველოსთან თანამშრომლობით. 

რაც შეეხება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ნათია თურნავას თქმით, ენერგეტიკის სფეროში, უკვე 100-ზე მეტი მემორანდუმი გაფორმდა სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. 

მეტიც, დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტურობის გაძლიერებაზე. 

2024 წლისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი _ 745 კმ. სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები. 

ბოლო წლებში, ექსპლოატაციაში შევიდა 42 ელექტროსადგური _ ჯამური 1 150 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, არადა, წინა წლებში, ეს მაჩვენებელი 80 მეგავატს არ აღემატებოდა.

 

„გირჩის“ ანტისაბჭოური პროგრამა _ მიწები ფერმერებს! 

პირდაპირ ეთერში მარიხუანას კულტივირების, გასაბერი ეკლესიის, `შმაქსისა~ და ზოგადად, ყოველგვარი რეგულაციის საწინააღმდეგო ორიგინალური კლიპების შემქნელებისგან, ყველა პარტიისგან გამორჩეული და კრეატიული წინასაარჩევნო კამპანია გასაკვირი არ ყოფილა. ამიტომ, `გირჩის~ წინასაარჩევნო პროგრამასა და განსაკუთრებით, მის ეკონომიკურ ნაწილს, არ დაგიმალავთ და, დიდი ინტერესით ველოდი. 

ვერ გეტყვით, რომ სასიამოვნოდ გავოცდი, მაგრამ ეს პროგრამა მაინც გამორჩეულია და აგიხნით, რატომაც: ოპოზიციასთან ერთად, `გირჩი~ შეთანხმდა, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დასრულდება. მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლეებსა და პოლიციის უფროსებს თავად აირჩევენ (პრინციპში, აშშ-ში ზუსტად ასეა, _ ავტ.). ასე მივიღებთ სისტემას, რომლის მართვის სადავეებიც ერთი ადამიანის ხელში არ იქნება. 

რაც შეეხება პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს, პარტიები ამაზეც შეთანხმდნენ. 

რესტიტუცია _ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად; დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად; სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად. 

მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირება _ არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე, მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს; ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან, 100 დღის ვადაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები უნდა შემუშავდეს. 

განათლება _ კერძო განათლების სფერო სახელმწიფო რეგულაციებისგან უნდა გათავისუფლდეს; აუცილებელია საჯარო სკოლების ფინანსური და მმართველობითი ავტონომია. 

თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს ასე აფასებს: 

„ბევრი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამიტომ რაღაც თვალსაზრისით, კონსესუსური ვერსიაა, მარგამ საბოლოო ჯამში, პრინციპების მხრივ, ძალიან კარგი დოკუმენტია და თუ ვინმეს პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, უარის თქმა მოუნდება, ეს დოკუმენტი იქნება დასტური, რომ ეს პუნქტები უნდა შესრულდეს. ამ შეთანხმებების პუნქტების აღსრულება, ხელს შეუწყობს საბჭოთა საქართველოს დასრულებას“. 

ოპოზიციის შეთანხმების პირველი მემორანდუმი 13 მარტს გაფორმდა და ის სასამართლო სისტემის რეფორმას ეხებოდა. მეორე ეტაპი _ სამართლის ნაწილს. 

პატრიოტთა ალიანსი _ საბჭოთა ანაბრები ხალხს! 

პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა, რომელიც მოსახლეობას დაკარგული საბჭოთა ანაბრების დაბრუნებას პირდება, თუმცა მანამდე, საკადრო რეფორმის ინიციატივით გამოდის. 

საკადრო რეფორმა _ დავაფასოთ ცოდნა და გამოცდილება, დავაფასოთ პროფესიონალები! ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა სფეროში, სახელმწიფოს ეყოლება უმაღლესი ანუ პირველი რანგის მოხელე, მეორე რანგის მოხელე, მესამე რანგის მოხელე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და უმდაბლესი _ მეცხრე რანგის მოხელე; ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მინისტრი შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი რანგის, უკიდურეს შემთხვევაში, მეორე რანგის მოხელე. მინისტრის მოადგილე _ მესამე რანგის მოხელე, სამსახურის უფროსი _ მეოთხე რანგის მოხელე, განყოფილების გამგე _ მეხუთე რანგის და აშ. მორიგი უფრო მაღალი რანგი, ადამიანს უნდა მიენიჭოს მისი პროფესიული ღვაწლიდან, საზოგადოებრივი აქტიურობიდან და ქვეყნის წინაშე დამსახურებიდან გამომდინარე. 

ეს მოგვცემს იმას, რომ შემთხვევით და უცოდინარი ადამიანები აღარ მოგვევლინებიან მინისტრებად. ეს მოგვცემს იმას, რომ მცოდნე ადამიანებს აღარ გააგდებენ სამსახურებიდან. 

მუნიციპალური ბინათმშენებლობა _ აუცილებელია მუნიციპალური ბინათმშენებლობა, რაზეც ბიუჯეტის 4% უნდა გამოიყოს. ასე ხდება ყველა ქვეყანაში. ბინები უნდა მიიღონ ისეთმა ოჯახებმა, რომლებიც თავის თავს ვერასდროს უზრუნველყოფენ, ასევე, ახალგაზრდა ოჯახებმა, რომელთაც ბინის შეძენის არანაირი საშუალება არ აქვთ. 

ზოგ შემთხვევაში, ბინა უნდა გადაეცეს მეპატრონეს სრულიად უფასოდ. სხვა შემთხვევაში, ეს უნდა იყოს 20-30-40-წლიანი განვადება ყოველგვარი პროცენტების გარეშე. ამის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს. 

ანაბრები _ საბჭოთა კავშირის დაშლისას, უამრავმა ადამიანმა დაკარგა თავისი ანაბარი. სახელმწიფო დაპირდა ხალხს თანხის ანაზღაურებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოატყუა. ჩვენ უნდა შევადგინოთ ათწლიანი გრაფიკი და დავუბრონოთ ხალხს თავისი ფული. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაკმაყოფილოთ ყველაზე ასაკოვანი ადამიანები, პენსიონერები, ლტოლვილები, ვეტერანები. სახელმწიფო არ უნდა ატყუებდეს ხალხს. 

პენსია _ საქართველოში საპენსიო ასაკი უნდა დაიწიოს, მამაკაცებისთვის _ 60 წლამდე, მანდილოსნებისთვის _ 55 წლამდე. თუ მოქალაქეს არ სურს პენსიაზე გასვლა, მას უნდა ჰქონდეს მუშაობის უფლება 70-75 წლამდე, განსაკუთრებით, თუ მასწავლებელი ან ექიმია. 

ამასთან, პენსია მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს და უზრუნველყოფდეს ღირსეულ ცხოვრებას. სახელმწიფო საპენსიო გადასახადი ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს. თითოეული მოქალაქე სახელმწიფო პენსიას მისი პროფესიის, კვალიფიკაციისა და სტაჟის შესაბამისად უნდა იღებდეს. პენსიონერებმა, სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ უნდა მიიღონ. 

სოფლის მეურნეობა _ 30 წლის წინ, საქართველო ასობით ათას ტონა მარცვლეულს, ბოსტნეულს, ციტრუსს, ყურძენსა თუ სხვა ხილს აწარმოებდა, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკებში იყიდებოდა. 

30 წლის წინ, საქართველო წელიწადში, საშუალოდ, 700 ათას ტონა მარცვლეულს აწარმოებდა და საბჭოთა პერიოდში, ქართული ხორბალი იტალიაშიც გაჰქონდათ. ამჟამად, საქართველო წელიწადში, საშუალოდ, 300 ათას ტონას აწარმოებს. 

წარმოების ზრდის ნაცვლად, ჩვენ საკუთარი მოხმარებისთვის, საშუალოდ, 650 ათასი ტონა მარცვლეული უცხოეთიდან შემოგვაქვს და ქვეყნიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი გადის. 

ოჯახური ბიზნესი _ დღეს ლურსმანი, პლასტმასის მილი, მუყაოს ყუთი და უამრავი მსგავსი პროდუქცია უცხოეთიდან შემოგვაქვს. ამ რაოდენობაზე მეტის წარმოება შესაძლებელია საქართველოში და ამისათვის მხოლოდ 90 დანადგარია საჭირო. ერთი ასეთი დანადგარი წელიწადში, დაახლოებით, 250 000 ერთეულ პლასტმასის ბოცას, ბოთლსა და ანალოგიურ პროდუქტს აწარმოებს, ერთი ასეთი დანადგარის მოვლა და მართვა ერთ ოჯახსაც შეუძლია. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და შეიძინოს 90 ასეთი დანადგარი, შეარჩიოს 90 ოჯახი და მათ ეს დანადგარები აჩუქოს. 

ამგვარად, 90 ოჯახს თავისი მცირე ოჯახური ბიზნესი გაუჩნდება, ხოლო ერთი ასეთი დანადგარი თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, დაახლოებით, 4 500 ლარს მოუტანს. თუ სახელმწიფო ამგვარ მიდგომას განახორციელებს, მაშინ უცხოეთიდან მსგავსი პროდუქციის შემოტანა საქართველოში საჭირო აღარ იქნება. 

ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსი“, შევქმნით სპეციალურ სააგენტოს, რომელიც ამ დანადგარებს შემოიტანს, ათი ათასობით ოჯახს აჩუქებს და მათ გამოყენებას ასწავლის. ამის შედეგად, უცხოეთიდან მსგავსი პროდუქციის შემოტანაზე ასეულობით მილიონი დოლარი აღარ დაიხარჯება, ხოლო ჩვენი, ქართული ოჯახები ამ პროდუქციას თავად შექმნიან და იმპორტს ჩაანაცვლებენ... 

და ბოლოს, პატრიოტთა ალიანსი წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის ფიქსირებულ გადასახადს შემოიღებს იმის მიხედვით, რომელ სოფელში, რომელ ქალაქში ან ქალაქის რომელ უბანში საქმიანობს იგი, რამდენი ადამიანი ჰყავს დასაქმებული ან რა ზომის ფართს იყენებს.

მაია მიშელაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 21 Oct 2020 12:35:26 +0400
„ის, ვინც სოროსს და მასონებს ექვემდებარება ან რუსეთიდან იმართება, პოლიტიკოსი არაა!“ https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6978-„ის,-ვინც-სოროსს-და-მასონებს-ექვემდებარება-ან-რუსეთიდან-იმართება,-პოლიტიკოსი-არაა-“.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6978-„ის,-ვინც-სოროსს-და-მასონებს-ექვემდებარება-ან-რუსეთიდან-იმართება,-პოლიტიკოსი-არაა-“.html

ვისზე და რატომაა თემურ შაშიაშვილი გაბრაზებული

 

2020 წლის არჩევნებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობს და მისი საარჩევნო ნომერი 1-ია. როგორც თავად ამბობს, ასეთი საარჩევნო ნომრის მიკუთვნებაშიც უფლის ხელი ურევია. შეიძლება, ბევრს კარგად არც გახსოვთ, შეიძლება პირიქით, თქვენთვის მისი სახელი და გვარი იმდენად ნაცნობია, რომ ქართული პოლიტიკა მის გარეშე ვერც წარმოგიდგენიათ... აი, თავად კი აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი, სწორი გზა იცის _ ხელისუფლების დროებით დაკომპლექტება პოლიტიკოსების გარეშე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თავად პოლიტიკოსია და საკუთარი პარტიის საარჩევნო სიაშიც პირველ ნომრადაა წარმოდგენილი... 

მოკლედ, „ვერსია“ პარტია „თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

_ ბატონო თემურ, არჩევნებში მონაწილეობთ? 

 _ დიახ, ვმონაწილეობთ. ეს პოლიტიკური კი არა, არამედ, მეცნიერთა კრიტერიუმებით შექმნილი გუნდია. მეცნიერებმა ბატონ ივანიშვილსა და იმ ძალებს, რომლებიც ნათელაშვილის ოფისში იკრიბებოდნენ, მიმართეს, ახლა პარტიების დრო არაა ანუ ცოტა ხანს პარტიებმა შეისვენონ, გვერდზე გაიწიონ და ეროვნული თანხმობის პარლამენტი შევქმნათო, თან მექანიზმიც შესთავაზეს, ეს როგორ უნდა შექმნილიყო _ ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი... ქვეყანას დღეს პროფესიონალები სჭირდება. ეს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობამდე პოლიტიკოსებმა მიიყვანეს! ამიტომ შესთავაზეს, მოდით, ცოტა ხანს, ორი წლით, გავიწიოთ გვერდზე, შეიქმნას პარტიათა ასამბლეა, რომელიც მუშაობას კონსტიტუციის ახალ პროექტზე დაიწყებს, რადგან ეს კონსტიტუცია პარტიულია და არა _ ხალხის ინტერესების გამტარებელიო. ამ მეცნიერების თქმით, ქვეყანას სჭირდება კონსტიტუცია, რომელიც იქნება ხალხის ინტერესების დამცველი და რომლითაც რეფერენდუმის ჩატარებაც გაადვილდება, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება, რა კანონებიც არ მოეწონება, ადვილად შეცვალოს და იმპიჩმენტის მოწყობის საშუალებაც ისე გართულებული არ იყოს, როგორც დღესაა. ამ წერილს ხელს მეცნიერთა ძალიან დიდი შემადგენლობა აწერდა, მაგრამ პარტიებმა პასუხიც არ გასცეს. ისიც კი არ უთხრეს, ეს რა სისულელე დაგიწერიათ, არ ვიზიარებთო. მეტიც, ერთმა ტელევიზიამაც კი არ გააშუქა და ხომ ხვდებით, ქვეყანაში როგორი მექანიზმია?! 

მეცნიერებმა პარტიებს, ასევე, უთხრეს, რომელიმემ დაგვითმეთ და პარტიულ სიას ჩვენი კრიტერიუმებით შევადგენთ. ის, ვინც ოდესმე რაიმე ანტიქართულს დაუჭირა მხარი, დაწყებული მიწის გაყიდვით, დამთავრებული პასპორტიდან ეროვნების ამოღებით, ვინც ეკლესიების დანგრევაში მონაწილეობდა, ვინც სოროსსა და სხვა გარე ძალებთან ასოცირდება, ვინც ფინანსდებოდა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილისგან, არ შეიძლება, ეროვნული თანხმობის პარლამენტში იყოს. 

მეცნიერებმა, ასევე, თქვეს, რომ ქვეყანას სჭირდება არა ძალაუფლების მოყვარული, არამედ, ქვეყნის მოყვარული პარლამენტი. არც ეს გააშუქა რომელიმე ტელევიზიამ! 

მეცნიერებმა ასე შექმნეს 500-მდე კაცის სია, ჩამოაყალიბეს შემადგენლობა და მე ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ ამ სიაში. მეცნიერები თავად კი არ შევიდნენ ამ სიაში, არამედ, მათ ხალხში გაიკითხეს, თუ ვინაა პროფესიონალი და ეს არის ინტელექტუალების, ძლიერი ეკონომისტების შემადგენლობა. როგორ გგონიათ, ეს რომელიმე ტელევიზიამ გააშუქა? _ არა! 5-წუთიანი სადღეგრძელო აღარ არის საქართველოში და პირველ არხზე, 5-წუთიანი საშუალება მოგვცეს. დებატებშიც ვისთან ვმონაწილეობთ, ისიც არ ვიცით! 

_ ბატონო თემურ, თქვენს პოლიტიკურ მოძრაობაში რომელი დარგის მეცნიერები არიან? 

_ ეს არაა პოლიტიკური მოძრაობაა, თქვენც არასწორად გაიგეთ. ეს ეროვნული თანხმობისთვის მეცნიერთა კონგრესია. 

_ მესმის, მაგრამ არჩევნებში ხომ მონაწილეობთ? 

_ კი ბატონო, ვმონაწილეობთ იმ ხალხით, რომლებიც ამ მეცნიერებმა დაასახელეს. 

_ მოკლედ, იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი პარტიული სია მეცნიერებმა შეადგინეს? 

_ დიახ. ეს სია უნიკალურადაა გაკეთებული. აფხაზეთსაც ჰყავს წარმომადგენელი, აჭარასაც, საქართველოს ყველა რეგიონს, ყველა პროფესიასა და თაობას... 

სხვთა შორის, მეცნიერებს ერთი თხოვნა ჰქონდათ ჩემთან, კენჭი თქვენ იყარეთო და ამ სიაშიც სწორედ მათი თხოვნით ვარ. 

_ სიის პირველი ნომერი ხართ? 

_ დიახ. 

_ ისე, ცოტა უცნაურია, მეცნიერები პოლიტიკოსებს რომ სთხოვდნენ, პოლიტიკას ჩამოშორდითო... 

_ არა, მხოლოდ ორი წლით. მეცნიერები სწერდნენ პარტიებს, თქვენ მიიღეთ კანონი, რომლითაც, თუ პარტიაში არ ხარ, ისე ვერ მოხვალ ხელისუფლებაშიო. ეს დამოკლეს მახვილივითაა. 

_ ესე იგი, ფიქრობთ, რომ საზოგადოებას კარგად ნაცნობი პოლიტიკური სახეები აღარ აინტერესებს? 

_ არა, ამას არ ვამბობ... ხომ იცით, რომ პარტიების მიმართ სიძულვილია? პარტიებმა მიიყვანეს ხალხი ამ მდგომარეობამდე, მეც ვარ პარტიის ლიდერი... 

_ დიახ, სწორედ ამის თქმა მინდოდა, თქვენც ხომ პოლიტიკოსი ხართ! 

_ დიახ, ჩვენ მივიყვანეთ ხალხი ამ მდგომარეობამდე, ამიტომ უთხრეს მეცნიერებმა პარტიებს, ცოტა ხნით გვერდზე გაიწიეთ და ხელისუფლებაში პროფესიონალები მოვიდნენო. პარტიებს კი შეეშინდათ, პროფესიონალები ისე იმუშავებენ, ხალხი ჩვენკენ აღარ გამოიხედავსო. 

_ ანუ გავლენის დაკარგვის შეეშინდათ? 

_ დიახ. იფიქრეს, პროფესიონალები თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჩვენკენ ვინღა გამოიხედავსო?!. 

_ ისე, ბატონო თემურ, თქვენი გათვლით, არჩევნებში რამდენ პროცენტს აიღებთ? 

_ დღეს ხმამაღლა ვამბობ _ ის, ვინც მხარს ნაციონალურ მოძრაობას, „ოცნებას“ და მათ დანაყოფებს დაუჭერს, საქართველოს ებრძვის! სააკაშვილსა და ივანიშვილს ერთმანეთის ბიოლოგიური სიძულვილი აქვთ და შესაბამისად, პარტიებსაც. ეს კი კარგ მდგომარეობამდე არ მიგვიყვანს. „ოცნება“ ამბობს, ჩვენ გამარჯვებული ვართო, ამას სისულელის მეტი, არაფერი ჰქვია. ოპოზიცია კი ამბობს, 60%-ია ჩვენიო. რომელიმემ არჩევნებში ეს რაოდენობა რომ მიიღოს, ეს ომის გზა იქნება. გეტყვით, როგორია მშვიდობის გზა, 20-25% რომ აიღოს „ოცნებამ“, 10-15% _ ნაციონალურმა მოძრაობამ და დანარჩენი იმ პარტიებმა, რომელთაც „ფულის ტომრები“ არ უდგანან სათავეში. აი, ამ შემთხვევაში იქნება საქართველო, მართლაც, გაბრწყინების გზაზე. ამიტომ მე ნუ მეკითხებით, რამდენ პროცენტს მივიღებ. დღეს რომ კონკურენტული საარჩევნო გარემო იყოს, „თეთრები“, ამ მეცნიერების პროგრამებით, გაიმარჯვებდა! 

_ ანუ მედიის მხარდაჭერა არ გაქვთ? 

_ სამი პროკურორი ხელმძღვანელობს ტელევიზიებს და ჟურნალისტები ვინ არიან? _ შევარდნაძის, აბაშიძისა და სააკაშვილის, რომლებთანაც თავის დროზეც დაპირისპირებული ვიყავი და ისინი არც ერთ გადაცემას არ გამაკარებენ. 

_ ბატონო თემურ, 1%-იანი ბარიერი რომ გადალახოთ და პარლამენტში შეხვიდეთ, რომელ პარტიასთან ითანამშრომლებთ და რომელთან _ არა? 

_ მე ვარ პოლიტიკოსი და ვინც წინასწარ ამბობს, ვისთან ითანამშრომლებს და ვისთან _ არა, ის პოლიტიკოსი არაა. არასდროს შევუერთდები იმ პარტიებს, რომლებიც ერთიანდებიან ვიღაცის წინააღმდეგ. დღეს პოლიტიკა უპატრონოა, რეალური პოლიტიკოსი საქართველოში არ არსებობს, პარტიიდან პარტიაში მომთაბარე, რეალური პოლიტიკოსი არაა. ვინც სოროსს, მასონებს ექვემდებარება ან რუსეთიდან იმართება, არც ისაა პოლიტიკოსი! 

თუ გააყალბებენ არჩევნებს ან ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ან ქვეყანა იქნება დამონებული. 

ერთი რამ იცოდეს მკითხველმა _ არჩევნებზე რაც მეტი ფული დაიხარჯება, არჩევნების შემდეგ მით უფრო ცუდად ვიცხოვრებთ და მეტი კორუფცია იქნება... ქვეყანას ბანერებით შეურაცხყოფა მიაყენეს! 

_ ბანერი თქვენ არ გაქვთ? 

_ ერთი ბანერიც არ მაქვს, არც ხეზე გამიკრავს არაფერი... 

ბოლოს, იმას ვიტყვი, რომ ვინც ხმას ყიდის, ის თავის შვილების მომავალს ყიდის და ვინც ხმას ყიდულობს, ის ქვეყანას გვიყიდის! ხმის მყიდველიცა და გამყიდველიც უბედურებაა! 

ქუთაისში ქუჩა-ქუჩა დავდივარ, როგორც ფოსტალიონი, მიჭირავს პატარა კონსპექტი და ყველა ადამიანს ვურიგებ, აქამდე მიმიყვანეს პოლიტიზირებულმა ტელევიზიებმა და სოროსულ-მასონურმა პარტიებმა.

თათია გოჩაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 21 Oct 2020 12:35:19 +0400
მერაბიშვილი, როგორც ოპოზიციის განხეთქილების ვაშლი https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6971-მერაბიშვილი,-როგორც-ოპოზიციის-განხეთქილების-ვაშლი.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6971-მერაბიშვილი,-როგორც-ოპოზიციის-განხეთქილების-ვაშლი.html

აურზაური „ტაბულა ბიცოლას“ სალხინეთში

ოპოზიციაში განხეთქილებამ კორონავირუსის მეორე ტალღასავით იფეთქა. ისე, თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება, იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ ყოფილი მმართველი გუნდი და მისი განაყოფები ერთ წრეზე ტრიალებენ ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენები თითქმის ერთი-ერთში მეორდება. რას ვგულისხმობთ? _ რას, თქვენი გულისა და, ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე, ნაციონალური მოძრაობის დაშლა ვინ და როგორც დაიწყო. არ გახსოვთ? კეთილი, მარტივად გაგახსენებთ: თბილისის ექსმერმა, ესე იგი, გიგი უგულავამ, რომელიც იმხანად პირველ „სროკზე“ იმყოფებოდა, სატუსაღოდან „უსტარი“ აფრინა და მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, ცოცხლად დამარხა.

ამის მოჰყვა ის, რაც მოჰყვა _ ნაციონალურ მოძრაობას ბოკერია, თავად უგულავა და ისეთი მართლმორწმუნე „ნაცები“ გაემიჯნენ, როგორიც, მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი, ან სულაც აკაკი ბობოხიძეა. ჰოდა, ევროპული საქართველო, რომელიც წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობს, წყალს ისევ ამღვრევს და ყოფილ თანაპარტიელებს, უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილს მიწასთან ასწორებს. ამჯერადაც, ცეცხლი _ არც მეტი, არც ნაკლები _ უგულავამ გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ, ექსმერმა, რომელიც „სტაჟიანი“ „ნაციხარია“, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სიტყვა-სიტყვით ამბობს: 

 

„შარშან, ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. 

ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. მიშა ბორგავდა და არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, თორემ „ენმ“, ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. 

ასე ამოიღო მიზანში ეს ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ, მიშამაც. ის, რაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. ის, რომ 120/30-ზე მიღების მერე, საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრისმომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით. სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო, ასევე, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერშიპიც. 

ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილიც, რომელმაც „ენმ“-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და რომ სწორედ ის, მერაბიშვილი, ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. 

ასეც მოხდა _ „ენმ“ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა, ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნება, თუ „ენმ“ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. 

ვინც არ მიიღო თამაშის წესი, მტერი აღმოჩნდა. ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე ევროპული საქართველო, შემდეგ _ „გირჩი“. 

ანუ, სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიციური ბრძოლის მოდელი, სატახტოთა თამაშების (Game Of Trones) მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: 

ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად. ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და ქოცების წინააღმდეგ, ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის როგორ შეხმატკბილებულად ემზადება. 

სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი, ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას, მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას, უბრალოდ, არ აქვს. ამის შედეგია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. 

ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა _ სია. 

დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად. 

ბუნებრივია, ისმის კითხვა: ახლა რა ხდება, წავაგეთ? 

არა, რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება ამოფარებული. შვიდი წელია, ივანიშვილის თამაშია, აქეთ _ მე, იქით _ მიშა. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან, ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს, ხალხის გარდა. 

ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ „მეგატრონებს“ ეს საერთოდ არ ადარდებს. 

გამოსავალი – ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის „ოცნებას“ და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალი ან ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. 

ურჩხულთან ბრძოლაში ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. 

 

მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. ევროპულმა საქართველომ და პირადად მე, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციის ზემოთ აღწერილი სცენარი გამოსულიყო, ოპოზიციას ასე ებრძოლა და გაემარჯვა. 

მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს. 

მთავარი ამოცანაა: 1. „ოცნება“ 40 პროცენტს ქვემოთ დარჩეს; 2. ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს „ნაცმოძრაობაზე“ მეტი; 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე. 

დარწმუნებული ვარ და ვიცი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, „ენმ“-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო, ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს. იქ ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. 

ეს მიღწევადია, თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა ადამიანი, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები. მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან. 

ხოლო ჩვენ, ვისაც „ოცნება“ „ნაცებს“ გვიწოდებს, სინამდვილეში, ვართ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთები მმართველობაში, ეკონომიკასა და ყოფაცხოვრებაში. ხალხი, ვინც სხვადასხვა პარტიაში ვართ და ცივილიზებულად შეგვიძლია თანაარსებობა. დიახ, ძალიან უცნაური არჩევნებია – წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან, იდაყვი _ სააკშვილს. ეს არის გამარჯვების ფორმულა დღეს“.

უგულავას ზემოხსენებული მუშტ-იდაყვი მხოლოდ „ნაციონალებმა“ კი არა, თავად „ევსაქების“ წევრებმაც გაპროტესტეს. აი, მაგალითად, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ პირდაპირ თქვა, ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებო: 

„გასაგებია, რომ ერთიანობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ“. 

გასაგებია, რომ ლაკა (ელენე ხოშტარიას მეგობრები ასე ეძახიან), ევროპული საქართველოს პათოსს არ იზიარებს, მაგრამ ახლა, სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, გიგი უგულავას ტყუილი არაფერი უთქვამს ანუ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას „ცეცხლითა და მახვილით“ მართავდა, პოლიტიკური კულუარებიდან ხშირად ჟონავდა ხმა, რომ სააკაშვილი მერაბიშვილის ჭკუაზე დადიოდა და შეცდომას შეცდომაზე ამიტომაც უშვებდა. 

მერაბიშვილი, ცხადია, უჭკუო არაა, მაგრამ აი, ისაა საკითხავი, ახლა ან მაშინ, რა თამაშს თამაშობდა და თამაშობს. 

 

მოკლედ, მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში იმთავითვე ბევრს არ „ევასებოდა“, უფრო სწორად, პარტია ორ ბანაკად იყო გაყოფილი _ მერაბიშვილის ფანები და ანტიფანები. ზოგადად, ყველამ, ვინც ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში ზედმიწევნით კარგად ერკვევა, იცის, რომ მერაბიშვილი „ბურუსით მოცული“ პიროვნებაა, ესე იგი, მას ტვინი სხვანაირად აქვს მოწყობილი, თუმცა ამ „სხვანაირად მოწყობილმა ტვინმაც“ ვერ უშველა და ყოფილი ხელისუფლების თითზე ჩამოსათვლელი წარმომადგენლებიდან, პრაქტიკულად, ერთადერთია, რომელმაც ციხეში, თითქმის შვიდი წელი გაატარა. ისე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ციხის კადრები რომ გავრცელდა, ისიც კი ითქვა, ამით მერაბიშვილმა, ახალაიებს „აბაროტი“ აუღოო. ამ მოარულ ხმაში სიმართლის მარცვალი თუნდაც იმიტომ არის, რომ ციხიდან სკანდალური კადრები „დღის სინათლეზე“ მაშინ გამოვიდა, როცა მერაბიშვილის შიშით, ცაში ჩიტი ვერ დაფრინავდა, მიწაზე კი ჭიანჭველა ვერ დადიოდა. ჰოდა, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ცხადია, ვერსიას, რომ „ციხის კადრები“ ჩვეულებრივი, შიდა პოლიტიკური ინტრიგის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი, არსებობის უფლება აქვს, თუმცა ამაზე ახლა მსჯელობა შორს წაგვიყვანს. 

ფაქტი ისაა, რომ „ცოცხებმა“ თავად „ნაციონალებიც“ დაშოკა და მიხეილ სააკაშვილიც იძულებული გახდა, არჩევნების წაგებას შეგუებოდა, თუმცა კულუარული პოლიტიკური თამაშები ამით არ დასრულებულა. მართალია, ვანო ციხეში იყო, მაგრამ მის მიმართ ინტერესი არ ცხრებოდა და ყველას აინტერესებდა, „სვაბოდაზე“ გამოსული, რა პოზიციას დაიჭერდა _ „ნაცების“ გვერდით დადგებოდა, თუ „ევროსაქების“. 

საპატიმროს დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა თქვა, რომ რომელიმე სახელმწიფო, ან პარტიული თანამდებობის დაკავება მის ინტერესში არ შედის. პარტიული თანამდებობა არც უკავია, მაგრამ იმას, რასაც უგულავა ამბობს, ყოფილ მმართველ პარტიაში, თითქმის ყველა ადასტურებს, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი არავის უნდა ანუ მერაბიშვილი, უწინდებურად ნაციონალური მოძრაობის „რუხი კარდინალი“ და „ხერხემალია“, რაც ბევრ „მიშისტს“ მაინცდამაინც არ მოსწონს, მაგრამ ექსპრეზიდენტის ხათრით, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. 

სხვათა შორის, „ნაცმოძრაობაში“ მერაბიშვილის პოზიციების გაძლიერება არც ყოფილი მამრთველი პარტიის კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს მოსწონთ. აი, მაგალითად, ამ მხრივ, განსაკუთრებით ქვეყნის პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი აქტიურობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საგანგებო ბრიფინგზე დაუფარავად განაცხადა, უფრო სწორად, მეგობარ „ნაციონალებს“ ურჩია, მერაბიშვილს გაემიჯნეთო. 

„ცალკეული უთანხმოებები ოპოზიციურ სუბიექტებს შორის იყო, არის და იქნება. მე დეტალებში არ გავცნობივარ გიგი უგულავას მიმართვას, თუმცა მეგობრული რჩევა შემიძლია მივცე ნაციონალურ მოძრობას: არ გაიკარონ ახლოს ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ერთხელ დაღუპა უკვე პარტია. 

ასევე, სააკაშვილის გასაგონად ვამბობ, ამოიღოს სიიდან 4 ოლიგარქი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეაგზავნა შიგნით, რათა 4 აღებული მანდატით, შექმნას კოალიციური მთავრობა მომავალში. 

ეს არის რჩევა, მხოლოდ მეგობრული ტონით და არ ჩათვალონ, რომ რამე ქვეგრძნობები მაწუხებს. 

ის, რომ გააქტიურდა სახელგატეხილი შს მინისტრი და მისი რეკომენდაციით, 4 ოლიგარქი ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ გამსვლელ სიაში, უკვე არის ძალიან დიდი საფრთხე“, _ ასე გამოეხმაურა ნათელაშვილი, უგულავას ზემოხსენებულ სკანდალურ ვიდეომიმართავს. 

ასე და ამგვარად: ვანო მერაბიშვილი, მარტივ მამრავლებად დაშლილი მმართველი პარტიისთვის ერთგვარად, „მაოხრებელი მკვდრის“ ფუნქციას ასრულებს ანუ უკვე ვთქვით, რომ მერაბიშვილის მიმართ, ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება, როგორც სანდო წყაროები ამბობენ, თავად „ნაცმოძრაობაშიც“ არაა, თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მერაბიშვილის საბაბით, სააკაშვილზე გალაშქრების გამო, გარკვეული რყევები ევროპულ საქართველოშიც დაიწყოს და ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა _ როგორც აღვნიშნეთ, ელენე ხოშტარიამ თქვა, ჩემი პარტიის ამ სტრატეგიას ვემიჯნებიო. 

ისე, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხოშტარიასა და „ევსაქების“ „ლიდერშიპს“ შორის უთანხმოებაა. ყოველ შემთხვევაში, კულუარებში დიდი ხანია, ამბობენ, რომ ამ პარტიაში, „პირველი ვიოლიონოს“ ფუნქციას გიგა ბოკეერიას თანამეცხედრე, თამარ ჩერგოლეიშვილი ასრულებს, რის გამოც „ევსაქები“ უკმაყოფილებას არ მალავენ. ალბათ, გახსოვთ, არცთუ შორეულ წარსულში, სოციალურ ქსელში, ერთმანეთს საქმეები „ჩერგომ“ და უგულავამაც ურჩიეს. 

ეს „ბათქი“ კი გასული წლის ზაფხულის მიწურულს იმით დაიწყო, რომ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა _ „ტაბულამ“ მისი ინტერვიუ შეცდომაში შემყვანი სათაურით დაამახინჯა და ამით, ჩერგოლეიშვილმა უმსგავს ხერხს მიმართა, რათა პარტიაში პირადი ძალაუფლება მოეპოვებინა. 

„ტაბულა ბიცოლა“ გაცეცხლდა და უგულავას სოციალური ქსელითვე უპასუხა: 

„სამწუხაროა, გიგი უგულავას ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა. მედიაში მიჩვეულები ვართ, რომ პოლიტიკოსები თავის გაფუჭებულს მედიას აბრალებენ. არაფერი, საერთოდ არაფერი იმ ტექსტში, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის – თავადვე ადასტურებს ამას, როცა ხელმეორედ მოჰყავს მოლდოვას მაგალითი. ხელმეორედ იმეორებს იმ სისულელეს, რომ შეიძლება დადგეს ვითარება, როცა ივანიშვილს 48 პროცენტი აქვს და კრემლი პროდასავლური ოპოზიციის მხარეს დგება. ამ საკითხს გიგამ გასცა უკვე ძალიან კვალიფიციური პასუხი ინტერვიუში... 

თუ ამოცანა რუსული გავლენის შემცირებაა, კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობით ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ამოუხსნელი და გაუგებარია. 

სამწუხაროდ, ადამიანები ერთ შეცდომას რომ დაუშვებენ, აღიარების ძალა თუ არ ეყოთ, შეცდომების სპირალში შედიან. 

ჩემი შეცდომაა, რომ იმ დღესვე არ დაიდო ის ნიუსი. ვიცოდი, რომ ევროპულ საქართველოს გიგის განცხადება აზიანებდა და ვიფიქრე, შეუმჩნევლად ჩაივლიდა. ეს სწორი არ არის და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. საკუთარ პროფესიასთან კომპრომისი პარტიული სიმპატიის გამო, დაუშვებელია. 

სამწუხაროდ, თავად გიგიმ გააღვიძა თემა, როდესაც კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობა ვისთვისაც მიუღებელია, მათ შეუგნებლები გვიწოდა და რაღაც მორიგი დიაკუსია გააჩაღა ერთიანობაზე ისე, რომ არავინ იცოდა, ვისთან ერთიანობაზეა საუბარი. 

ინფორმაციის ნაკლებობა ადამიანებს არასწორი დასკვნებისკენ უბიძგებს – ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალე ამ ხალხისთვის ამეხსნა, რეალურად ვისთან ერთიანობაზე საუბრობს გიგი უგულავა. 

მე სიტყვებს ყოველთვის სწორად ვარჩევ, განსხვავებით გიგი უგულავასგან – რუსოფილობა მისთვის არავის დაუბრალებია. 

„ტაბულამ“ დაწერა ზუსტად ის, რაც გიგიმ დიანა ტრაპაიძესთან თქვა, სიტყვა-სიტყვით. 

ბუნებრივია, მე ბევრი სხვა საქმე მაქვს და ტექსტი მე არ გამიშიფრავს, მაგრამ, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე – თუ რომელიმე ერთი სიტყვა ჟურნალისტმა შემთხვევით არასწორად გაიგო, ბოდიშს მოვიხდი (ღარიბაშვილისთვის მომიხდია და გიგი რაღა პრობლემაა), მაგრამ მაგ ერთი სიტყვით, არაფერი იცვლება. 

გიგიმ დიანა ტრაპაიძესთან კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოაცხადა. ნამდვილად მერჩივნა, ამ სამარცხვინო ისტერიკის ატეხვას, ერთი ბოდიში მოეხადა, რომ შეეშალა – თავადაც უფრო ძლიერად გამოჩნდებოდა და პარტიაც. 

მაგრამ, არჩევანი მისია! 

შეუძლია, აყვეს შავრაზმელებს და „ნაცებს“ კუდიანზე ნადირობაში. 

ჩემს რწმენას, რომ კრემლისტურ ძალებთან ყოველგვარი თანამშრომლობა მიუღებელია – ეს არ შეარყევს. 

რაც შეეხება პარტიაზე და ჩემს პირად გავლენაზე ბოდვას, ამას უკომენტაროდ დავტოვებ. 

არაერთხელ გამიცია პასუხი, რომ მე არ ვარ პარტიის წევრი და ვერ მექნება ვერანაირი გავლენა იმიტომ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ვმონაწილეობ – არ მაქვს ხმა“. 

მოკლედ, შარშან ვითარება, როგორც იტყვიან, წკიპზე იყო ანუ არსებობდა იმის ალბათობა, რომ უგულავას ევროპული საქართველო დაეტოვებინა. მაშინ ისიც ითქვა, რომ თუ უგულავა ბოკერიას გაემიჯნებოდა, პარტიას ელენე ხოშტარიაც დატოვებდა, რადგან ხოშტარია-უგულავა, იმთავითვე, ერთ კლასტერად ითვლებოდა, თუმცა პოლიტიკაში „კლასტერობა“ მუდმივი არაა. ჰოდა, დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს _ ხოშტარია უგულავას ემიჯნება! 

ისე, დაახლოებით, თვენახევრის წინ, „ვერსიას“ კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, რომ ევროპული საქართველოს ოფისში დიდი „რაზბორკები“ იყო და ხოშტარიას უთქვამს, თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც მე მინდა, პარტიას დავტოვებო. ვერ გეტყვით, რას ითხოვდა ხოშტარია, მაგრამ ამის მერე ის მოხდა, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა, ევროპულ საქართველოსთან შეკრული ბლოკი დატოვეს. სამაგიეროდ, ძირძველი „თავდემები“ _ ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე „ევსაქები“ გახდნენ, ლევან სამუშია კი „ლელოში“ გადაპორტირდა. 

ასე და ამგვარად, ოპოზიციურ ფლანგზე, რომელსაც პირობითად შეიძლება, „ტაბულა ბიცოლას სალხინეთი“ ვუწოდოთ, დიდი ამბებია და არჩევნებამდე თუ სიურპრიზები არ მოხდა, არჩევნების მერე მაინც უნდა ველოდოთ.

ნინო დოლიძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 14 Oct 2020 12:53:25 +0400
„სიის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა“ https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6959-„სიის-დაკომპლექტებაზე-პასუხისმგებლობა-ნაციონალურ-მოძრაობას-ჰქონდა“.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6959-„სიის-დაკომპლექტებაზე-პასუხისმგებლობა-ნაციონალურ-მოძრაობას-ჰქონდა“.html

რატომ ვერ მოხვდა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიაში და არის თუ არა გაბრაზებული პატა დავითაია

წინა კვირას, საქართველოში კორონაისტერია საარჩევნო სიების თემამ გადაფარა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მმართველი გუნდის გარდა, პროპორციული სიები ოპოზიციურმა პარტიებმაც წარადგინეს. სხვათა შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სიის წარდგენა ცესკო- ში წუთი-წუთზე მოასწრო _ დავით კირკიტაძემ და თინა ბოკუჩავამ სია, ვადის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე, სირბილით მიიტანეს, რადგან მოარული ხმით, სიის დაკომლექტებაზე კამათი პარტიაში ბოლო წუთამდე გრძელდებოდა... ენმ-ს სიის პირველი ნომერი მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გასაგებია, რომ კიკაბიძის შემოქმედებასთან კითხვები თითქმის არავის აქვს, მაგრამ ბევრმა ვერ გაიგო, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მთავარ ოპოზიციურ პარტიად წოდებულმა ენმ-მ, პირველ ნომრად მხცოვანი მომღერალი რატომ ჩაწერა? ისე, მომღერლები, პიანისტები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგემლები მომავალ პარლამენტში უხვად რომ იქნებიან, ამაზე სხვა პოლიტიკური ძალების სიებიც მეტყველებს, მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის თემაა... სხვათა შორის, ენმ-ის სიაზე უკმაყოფილება ბევრმა მხარდამჭერმაც გამოთქვა და გაჩნდა არაერთი კითხვა, მაგალითად, ენმ-მ პოლიტიკური ბლოკის გამსვლელ სიაში, „ძალა ერთობაშიას“ რამდენიმე წევრი ქალბატონის გარდა, რატომ არ შეიყვანა სხვა წევრი პარტიების ლიდერები? _ ამ კითხვით „ვერსიამ“ „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელს, ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას მიმართა, რომელიც სიაში საერთოდ არ არის

_ ბატონო პაატა, ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიაში რატომ არ ხართ? 

_ სიაზე უარი მე თავად ვთქვი, თუმცა საარჩევნო ბლოკში ვრჩები და პოლიტიკურ ბრძოლას ვაგრძელებ. საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო. ეს შეთანხმებით მოხდა. იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე, რასაც სიის დაკომპლექტება ჰქვია, მე უარი ვთქვი. ვნახეთ, რომ სიაზე ბევრი კითხვა გაჩნდა და პასუხისმგებლობაზეც სწორედ ამიტომ ვსაუბრობ... მიმაჩნია, რომ მთავარი ოპოზიციური ერთობა და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხელისუფლების შეცვლაა. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი ვარ, მუშაობას და ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას ჩვეულებრივად ვაგრძელებ. 

_ ისე, „ძალა ერთობაშიას“ წევრი პარტიებიდან, გამსვლელ სიაში, რამდენიმე ქალბატონის გარდა, არავინაა წარმოდგენილი. ამას რით ხსნით? 

_ სიის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა... სიის დაკომლექტებაში მონაწილეობაზე უარი ამიტომ ვთქვი. 

_ ბატონო პაატა, სიაში ყოფნაზე უარი იმიტომ ხომ არ თქვით, რომ გამსვლელ სიაში ვერ შეხვედით და არჩევნებში მონაწილეობასაც აზრი არ ექნებოდა? 

_ ამ მიმართულებით მსჯელობა არ გვქონია. ამის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ არცერთი ევროპელი დემოკრატი სიაში წარმოდგენილი არაა, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობა სიის შედგენაზე ვერ ავიღეთ. 

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, არ ვხედავ ამაში კატასტროფას. მთავარია, ევროპელი დემოკრატები გახდეს კვალიფიციური სუბიექტი, რაც პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

_ ცოტა ხნის წინ, „ძალა ერთობაშია“ დაშლის პირას იყო და მახსოვს, გაერთიანების დატოვებაზეც საუბრობდით, თუმცა ფორმატი შენარჩუნდა, საინტერესოა, მაშინ ენმ-სთან რაზე შეთანხმედით? 

_ შეთანხმება იყო, რომ საარჩევნო ბლოკი ჩამოყალიბდებოდა და ეს მნიშვნელოვანი იყო. 

_ როგორც ჩანს, პარლამენტში შესვლა მიზნად არ გქონიათ, არა? 

_ ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ყოფილიყო ოპოზიციური ერთობა, პარტია ევროპელი დემოკრატები _ საარჩევნო ბლოკის დამფუძნებელი. ევროპელი დემოკრატებისთვის ისიც პრინციპული საკითხია, რომ აღედგინა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, რომელიც 2014 წელს დაკარგა და ამოცანა, ფაქტობრივად, შესრულებულია. 

_ მოკლედ, ზოგი თქვენი კოლეგისგან განსხვავებით, ნაწყენი არ ხართ? 

_ არა, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხებია და წყენაზე კი არა, საუბარი პოლიტიკურ შეთანხმებაზეა. მე ყოველთვის ერთგული ვარ და შეთანხმებებს არასდროს ვარღვევ. თუ ვინმე არღვევს, ეს სხვა საკითხია. ცალსახად მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს მე ვარ ნაწყენი თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს და მუშაობა გაგრძელდეს.

თათია გოჩაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 07 Oct 2020 11:39:39 +0400
რატომ არ გაგვიზომავენ სიცხეს 31 ოქტომბერს https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6956-რატომ-არ-გაგვიზომავენ-სიცხეს-31-ოქტომბერს.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6956-რატომ-არ-გაგვიზომავენ-სიცხეს-31-ოქტომბერს.html

როგორ დაიცავს არჩევნების დღეს კორონაუსაფრთხოებას ცესკო _ საარჩევნო ჰიგიენის დეტალები

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 24 დღეღაა დარჩენილი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკანასკნელად ტარდება შერეული სისტემით, რაც თავისთავად, დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა წლევანდელი არჩევნების განსხვავებულობა კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება და ეს კორონაპანდემიაა. ცხადია, არჩევნების დღეს, ყველას _ ამომრჩევლებსაც, დამკვირვებლებსაც და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსაც მოუწევთ უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლითაც უნდა იმოქმედონ, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, ასევე, ჩართულმა მხარეებმა. სანიტარულ-ჰიგიენური წესების დეტალებზე, ,,ვერსიას’‘ ცესკო-ს პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ესაუბრება.

 

ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა ცესკო-სთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, უწყების ინიციატივით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც ანა მიქელაძემ ,,ვერსიას’‘ განუმარტა, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკ-ჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

,,ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ასევე, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილნი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით’‘. 

ანა მიქელაძის განმარტებით, თერმოსკრინინგი ამომრჩეველს არ ეხება. 

რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიებს, კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან დეზობარიერი იქნება განთავსებული, ასევე, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. 

რაც მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების ბუნებრივ ვენტილაციას _ შეძლებისდაგვარად. 

,,რაც შეეხება ამომრჩევლებს და საარჩევნო უბნებზე შესვლის წესებს: როგორც უკვე გითხარით, ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, რომ პირბადე ეკეთოს. იმ შემთხვევაში, თუ არ ექნება, პირბადით მას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ამომრჩეველს უბანზე ორჯერ, ძალიან მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად _ ერთხელ, როდესაც საარჩევნო უბანზე შევა და მეორედ, უშუალოდ, რეგისტრატორთან. თუ ამომრჩეველი პირბადეს არ მოიხსნის, მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა! 

რა თქმა უნდა, კენჭისყრის შენობაში ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდიალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ხმის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველი კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტენეირში და დროულად დატოვებს უბანს. ინდივიალური კალმისტრები სიახლეა, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით შემოვიტანეთ, რადგან მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიება. ინდივიდუალურ კალმისტარს სხვა ამომრჩეველი ვერ გამოიყენებს, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს კალმისტრები შესაბამისი წესით დამუშავდება. თუ ამომრჩეველს სურვილი ექნება, შეუძლია, საარჩევნო უბანზე საკუთარი კალმისტრით გამოცხადდეს’‘. 

რაც შეეხება კაბინას, ანა მიქელაძემ ,,ვერსიას’‘ აუხსნა, რომ ფარული კენჭისყრისთვის განკუთვნილი კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. ამასთან, კენჭისყრის ფარულობის პრინციპი არ დაირღვევა! 

,,ვერსიის’‘ კითხვაზე, როგორ იქნება დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები იმ ამომრჩევლებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბინებზე უნდა მიიტანონ გადასატანი საარჩევნო ყუთები, ანა მიქელაძემ გვიპასუხა: 

,,რა თქმა უნდა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ამ შემთხვევაშიც დაცული იქნება. კომისიის ის წევრები, რომლებმაც გადასატანი საარჩევნო ყუთები ბინებზე უნდა მიიტანონ, აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური საშუალებებით: პირბადეებით, ხელთათმანებით, დამცავი ფარებითა და სადეზინფექციო ხსნარებით’‘. 

კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ დადგენილება ყველასათვის ხელმისაწვდომია და განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. ანა მიქელაძის განმარტებით, იმისთვის, რომ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. მისივე თქმით, ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს, თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს ყველასთვის უზრუნველყოფს.

მაია მიშელაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 07 Oct 2020 11:39:23 +0400
რა შეცდომებს უშვებენ და როგორ „გვაბოლებენ“ პარტიები საარჩევნო კლიპებით https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6954-რა-შეცდომებს-უშვებენ-და-როგორ-„გვაბოლებენ“-პარტიები-საარჩევნო-კლიპებით.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6954-რა-შეცდომებს-უშვებენ-და-როგორ-„გვაბოლებენ“-პარტიები-საარჩევნო-კლიპებით.html

„კომპასი“, „ძალა“, „იმედი“, „საქართველო“, „წარმატება“, „ბრძოლა“ და „უფასო კვება“ _ რას ნიშნავს ეს სიტყვები მარკეტოლოგების ენაზე

სპეციალისტების შეფასებით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებული და განსხვავებულია, რაც მხოლოდ კორონაპანდემიას არ უკავშირდება. 2020-ის საპარლამენტო არჩევნების განსაკუთრებულობას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს: ერთი ის, რომ შერეული სისტემით წელს არჩევნები უკანასკნელად ტარდება და მეორე _ მსგავსი ტიპის ურთიერთგამომრიცხავი, ქაოტური და ცოტა უცნაური წინასაარჩევნო კამპანია აქამდე არ გვინახავს. სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, თორნიკე გურული ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას ამ ტენდენციას იმით ხსნის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს 60-მდე პოლიტიკური პარტია იყრის. მისი თქმით, პარტიებს შორის, მართლაც, დიდი მარათონია გაჩაღებული და, როგორც ჩანს, პარტიების უმრავლესობას ნამდვილად არ ჰქონდა იმის რესურსი, რათა პროფესიონალური პიარმომსახურება შეესყიდა, ან ამ მიმართულების სპეციალისტები დაექირავებინა. შესაბამისად, ყველაფერი ეს, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კლიპებზე აისახა. დიახ, წინასაარჩევნო დაპირებების გარდა, ,,ვერსია’‘ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კლიპების განხილვასაც გთავაზობთ, რაშიც ამ საქმის პროფესიონალი, თორნიკე გურული დაგვეხმარება.

,,ევსაქების’‘ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის 

ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო კლიპის მთავარი ატრიბუტი კომპასია. პარტია საკუთარ ამომრჩევლებს გარდამტეხ ცვლილებებს, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას ჰპირდება და მოუწოდებს, რომ 31 ოქტომბერს სწორედ ამ ცვლილებებს დაუჭირონ მხარი. გაუგებარი თითქოს არაფერია, მაგრამ თორნიკე გურული ასე არ ფიქრობს და ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აზუსტებს, რომ კომპასი ამ კლიპში სრულიად ზედმეტია: 

,,როგორც წესი, წინასაარჩევნო სლოგანი ძირითად კონცეფციას უნდა ასახავდეს და მიმართული იყოს მომავალზე _ რას გვთავაზობს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. თუ ავიღებთ კომპასს, გარდატეხასა და ცვლილებებს, მაშინ არ შეიძლება, რომ ეს სლოგანი მარტივად და ყველასთვის გასაგებად ჩავთვალოთ. ადამიანებისთვის გაუგებარი და რთულია ასეთი ტიპის კომუნიკაცია იმ სიტყვებით ან ნივთებით, რომლებსაც ისინი სიტყვების აქტიურ მარაგში არ იყენებენ, ნივთებს კი ყოველდღიურად არ მოიხმარენ. შესაბამისად, ამ სლოგანში კარგად არ ჩანს პარტიის ძირითადი დაპირება, კერძოდ, ცვლილება რომ მოხდება, ეს ცვლილება პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური? საით წაგვიყვანს ეს ცვლილება? რა არის ამ ცვლილებაში მთავარი? რატომ კომპასი? სხვათა შორის, კომპასი გზის მიმართულებას გვაჩვენებს და არა _ ცვლილებას. შესაბამისად, ცვლილებისა და კომპასის კომბინაცია ძალიან უცნაურადაა ასახული ამ სლოგანში’‘. 

სხვათა შორის, ,,ევსაქები’‘ საკუთარ კლიპში აკონკრეტებენ, რომ ქვეყნის საგარეო ვალი საგრძნობლად გაიზარდა და ამ ნაწილში ხაზს მმართველი პარტიის უნიათობას უსვამენ, თუმცა ბოლომდე ობიექტურები რომ ვიყოთ, არ შეიძლება, საგარეო ვალი მხოლოდ ,,ქართული ოცნების’‘ ცოდვად ჩავთვალოთ. თუ ამის გამო ქვეყნის ხელისუფლებას პასუხი აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ, მაშინ ხელისუფლებების საკმაოდ გრძელ სიას მივიღებთ და ,,ოცნების’‘ ხელისულება ამ სიაში ბოლო ადგილზე აღმოჩნდება. ეს ისე, ფაქტების კონსტატაციისთვის, თორემ პირადად მე, საგარეო ვალის გამო, არც მოქალაქეთა კავშირის, არც ,,ნაციონალების’‘ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ,,ოცნების’‘ დამუნათებას არ ვაპირებ. 

,,ევსაქების’‘ კლიპის მიხედვით, იმის გამო, რომ ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა, ყოველი ახლადდაბადებული ბავშვი უკვე ვალით იბადება. მომავალშიც ასე რომ არ მოხდეს, პარტია საკუთარ ამომრჩევლს მათი საარჩევნო ნომრის შემოხაზვას სთხოვს. ერთი შეხედვით, თითქოს გასაგებია, თუმცა თორნიკე გურულმა ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს სტანდარტული ცვლილებების პაკეტია, რადგან ზოგი პარტია 2 000-ლარიან ხელფასს გვპირდება, ზოგი _ კარგ პენსიას, უკეთეს ჯანდაცვასა და განათლებას, მაგრამ საკითხავია, რამდენადაა ყველაფერი ეს გათვლილი და ბიუჯეტთან შესაბამისობაში, ამიტომ მიიჩნევს, რომ ასეთი დაპირებები ნაკლებრეალისტურია: 

,,ამ ტიპის დაპირებებით ძნელია იმის განსაზღვრა, გამოიწვევს თუ არა ყველაფერი ეს ცვლილებებს. როგორც წესი, წინასაარჩევნო სლოგანი მუშაობს იმ ადამიანებზე, რომლებიც გაურკვევლობაში არიან და ჯერ არ იციან, ვის მისცენ ხმა. ისინი ელოდებიან წინასაარჩევნო პროგრამებს და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ან უშუალოდ, არჩევნების დღეს იღებენ გადაწყვეტილებებს. რამდენად სურთ ამ ადამიანებს მოისმინონ ინფორმაცია გარდამტეხი ცვლილებების შესახებ, თანაც კომპასით, საკითხავია. როგორც წესი, პარტიებს მხარს უჭერენ საკუთარი მომხრეები და ვინც ისედაც მომხრეა, მისთვის სლოგანს მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არა იდეოლოგიას, არამედ ცალკეულ ლიდერებსა და პარტიის ცალკეულ წევრებს უჭერენ მხარს’‘. 

ლელო საქართველოსთვის _ ახალი ძალა და იმედი 

,,ლელო საქართველოსთვის’‘ ახლადშექმნილი პარტიაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს. ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმით, თორემ პარტიაში მრავლად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიიდან გვახსოვს. ახალია მათი წინასაარჩევნო დაპირება, თუმცა ,,მარშალის გეგმა’‘ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში უკვე შემოგთავაზეთ, ახალია ამ პარტიის წინასაარჩევნო კლიპიც და ფერიც კი _ მკვეთრი ყვითელი. ზოგადად, ყვითელი პოზიტიური და თბილი ფერია, თავად ლელო კი გოლია, ოღონდ რაგბის ენაზე, რაგბი კი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩვენი თამაშია. შესაბამისად, სიტყვებისა და ფერების ეს კომბინაცია ჩემთვის მისაღები და გასაგებია. 

თორნიკე გურული ფიქრობს, რომ ლელოსთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი ნეგატივია აგორებული საზოგადოებაში, რაც ამ პარტიის დამფუძნებელთა არცთუ შორეულ წარსულს უკავშირდება: 

,,ვგულისხმობ ფინანსურ ოპერაციებს, რადგან მათ რამდენიმე მილიონს ედავებოდნენ. სხვათა შორის, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მათი პოლიტიკაში მოსვლა ერთგვარი გამოსავალი იყო. ,,ლელოელები’‘ ადამიანებს პირდებიან, რომ ახალ ძალასა და ახალ იმედს წარმოადგენენ. ვფიქრობ, ფერიც სპეციალურად შეარჩიეს, რადგან ყვითელი ოპტიმიზმის ფერია, თუმცა რეალურად, ამ პარტიაში სრულიად განსხვავებული ხედვისა და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები არიან გაერთიანებულნი. რამდენად წარმოადგენენ ისინი ახალ ძალას ან იმედს ანუ ისინი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში იყვნენ გაწევრიანებულნი ადრე, ძნელი სათქმელია. სინამდვილეში, ამ სივრცეში ისინი ახალი ძალა ნამდვილად არ არიან, მხოლოდ მათი გაერთიანებაა ახალი’‘. 

რაც შეეხება ძალას, თორნიკე გურული თვლის, რომ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში ასეთი სიტყვის გამოყენება მთლად მიზანშეწონილი არაა. ეს იმიტომ, რომ მისი თქმით, ძალა ნაკლებპოზიტიურია და მეორე მხარის უძლურებას უკავშირდება. შესაბამისად, ძალა-უძლურების თემის აქტუალიზება წინასაარჩევნო პერიოდში, თორნიკე გურულის აზრით, ნაკლებმომგებიანია. სიტყვა ,,იმედი’‘ კი საინფორმაციო ველში აქტიურადაა დატვირთული და დაკავებული. მოკლედ, იმ ფონზე, როდესაც წლების მანძილზე ამ სახელწოდების დიდი მედია-ჰოლდინგი არსებობს, პიარის თვალსაზრისით, სიტყვა ,,იმედის’‘ გამოყენებაც წამგებიან სვლად ითვლება.

 

გაერთიანებული ოპოზიცია _ ,,ძალა ერთობაშია’‘ 

რეალურად, ესაა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და ძველი ნაციონალური მოძრაობა, რადგან თუ ამ პარტიის პროპორციულ სიას გადახედავთ, ძნელად თუ იპოვით გაერთიანებას, მით უმეტეს, ოპოზიციისას... თორნიკე გურულმა უკვე აგვიხსნა, რომ ძალაზე აპელირება წამგებიანია, მაგრამ მხოლოდ ეს არაა სააკაშვილის მთავარი საყრდენ-მამოძრავებელი ძალის წინასაარჩევნო კამპანიის ერთადერთი მინუსი. 

,,ამ პარტიას უფრო კამპანიური ხასიათის კომუნიკაცია აქვს ამომრჩევლებთან, რაც ძირითადად, მათი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას უკავშირდება. ისინი მათი ლიდერის ჩამოსვლის მოლოდინს ქმნიან, ამიტომ მათი ბილბორდები ან ამ გაერთიანების წარმომადგენელთა კომუნიკაცია სხვადასხვა სატელევიზიო არხზე, ცოტა არ იყოს, უცნაურია. სხვა დროს, ისინი უფრო კარგად იყვნენ ხოლმე მომზადებულები ამ მიმართულებით. სხვათა შორის, მათივე პიარის შემადგენელი ნაწილია საარჩევნო სიაც, რომელიც უკვე წარადგინეს და ვფიქრობ, პროგრესულად მოაზროვნე, ახალ თაობასა და ახალ იდეებთან ნამდვილად არ ასოცირდება’‘. 

ძნელია, თორნიკე გურულს არ დაეთანხმო, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ,,ძალა ერთობაშიამ’‘ პროპორციული სია ცესკო-ში უკანასკნელ დღეს, ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე წუთით კი არა, რამდენიმე წამით ადრე წარადგინა და საზოგადოებას, ასევე, საკუთარ აქტივისტებსაც ცივი წყალი გადაასხა, როდესაც სიის პირველ ნომრად მომღერალი ბუბა კიკაბიძე ჩაწერა. ამ სიაში ვერ ვიხილეთ პარტიის თავდადებული აქტივისტები, ისინი, რომლებმაც უკანასკნელი რვა თუ არა, სამი წლის განმავლობაში მაინც აქტიურად იბრძოლეს, ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნეს, აქცია აქციაზე გამართეს, თანაც პერმანენტულად და რამდენიმე თვის მანძილზე, ახლა კი ,,გაღიმებულები’‘ დარჩნენ და პირში ჩალაგამოვლებულებს ისღა დარჩენიათ, გულის მოსაოხებლად, ბუბა კიკაბიძის უკვდავი ჰიტი _ ,,ჩიტო-გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო’‘ წაიღიღინონ. 

თორნიკე გურულის მოსაზრებით, პიარი მენეჯმენტის ნაწილია და შესაბამისად, რაც მენეჯმენტში ხდება, პიარზეც აისახება: 

,,თუ დავაკვირდებით ამ პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატს, თქვენს კოლეგას, ჟურნალისტს, რომელიც ,,ძალა ერთობაშიამ’‘ წარადგინა, მან ორი საათით ადრეც კი არ იცოდა, რომ წარადგენდნენ. მოგვიანებით, ეს ფაქტი იმით აგვიხსნეს, რომ მისი კანდიდატურა სპონტანურად წარადგინეს. ზუსტად ასე, მოულოდნელად აღმოჩნდა ცნობილი მომღერალი სიის პირველ ნომრად და ესეც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ ამ პარტიაში ქაოსია და მხოლოდ სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს. რამდენად უნდათ ადამიანებს, რომ ცალკეული პარტიის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები გაიზიარონ, ამას ოქტომბრის ბოლოს ვნახავთ’‘. 

,,ლეიბორისტების’‘ კომუნიზმი 

დიახ, მემარცხენე-ცენტრისტული პარტია და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნამდვილ კომუნიზმს გვპირდება. კერძოდ, თუ ნათელაშვილი გაიმარჯვებს, სკოლებში ბავშვებს უფასო კვება ელით, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით _ კომპიუტერებს აჩუქებენ და სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ წრეზეც უფასოდ ივლიან. ზოგადად, ცნება _ ,,უფასო’‘, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ისეთი უადგილო, უაზრო და ამაზრზენი შესახედია, როგორც ლეიბორისტების დაპირებულ უფასო მენიუშია ბანანი, ოღონდ გადამწიფებული და ლპობაში წასულ-გაყავისფრებული. 

ბატონებო, ნურც თავს მოიტყუებთ და ნურც საზოგადოებას შეიყვანთ შეცდომაში _ საბჭოთა კავშირის პირობებშიც კი, უფასო არასდროს და არაფერი არსებულა. მე 80-იანელი გახლავართ, ოქტომბრელი და პიონერი ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ, კომკავშირელი აღარ ვყოფილვარ _ ეროვნულმა მოძრაობამ სულზე მოუსწრო ჩემს თაობას და იმიტომ, თორემ სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვიქნებოდი. ჰოდა, მახსოვს, ჩემს ღრმა ბავშვობაში, სკოლის სასადილოსთვის ერთთვიან, ,,უფასო’‘ ტალონებს გვირიგებდნენ ხოლმე, ოღონდ ჩვენი მშობლები ამ ტალონებში გარკვეულ თანხას იხდიდნენ. 

რაც შეეხება კომპიუტერებს, სკოლის მოსწავლეებს განათლების სამინისტრო ახლაც გადასცემს ლეპტოპებს და რამე ისეთი მაინც მოიფიქრეთ, რომ ზრდილობის გამო მაინც დაგიჯეროთ, თუმცა ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი მხოლოდ უფასო კვებით, ასევე, უფასო სპორტულ-კულტურული წრეებით არ შემოფარგლულა. იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბერს ეს პარტია გაიმარჯვებს, საჯარო მოხელეები შვილებს მხოლოდ საჯარო სკოლებში მიიყვანენ, რაც რბილად რომ ვთქვათ, დისკრიმინაციული განაცხადია. უკაცრავად, მაგრამ რა თქვენი საქმეა, ვინ და სად გადაწყვეტს, რომ შვილს ასწავლოს?! 

თორნიკე გურული ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილმა წინასაარჩევნო კომუნიკაციაში რამდენიმე, ძალიან მძიმე და უხეში შეცდომა დაუშვა და სამი ჯგუფი გადაიმტერა: 

,,ქალები, რადგან მან გენდერულად არასენსიტიური ფრაზები წარმოსთქვა, როდესაც დეპუტატობის ცალკეულ კანდიდატებს წარადგენდა და დაგმობილ იქნა საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, ვინაიდან ქალების მიმართ არარელევანტური შეფასებები გამოიყენა; მშობლები _ შეუსაბამოა მისი იდეები იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლებში საკვები იქნება უფასო; საჯარო მოხელეები, რომლებმაც მხოლოდ საჯარო სკოლებში უნდა მიიყვანონ შვილები, რაც დისკრიმინაციული განცხადებაა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, ამ პარტიის კლიპებს დისკრიმინაციული ელფერი დაჰკრავს, რაც ნიშნავს, რომ ნათელაშვილი რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისკენ იხრება და მათი ხმების მიღებას ცდილობს. გარდა ამისა, ყველა ხვდება, რომ მას არ ჰყავს ისეთი კომპეტენტური ჯგუფი, რომელსაც საზოგადოებასთან კომუნიკაციას მიანდობდა, რომელიც როგორც წესი, ჯერ საზოგადოებრივ აზრს სწავლობს და აქედან გამომდინარე, მოსახლეობას იმას სთავაზობს, რისი მოსმენაც ხალხს სურს’‘. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წინასაარჩევნო კლიპებით, შალვა ნათელაშვილი დროსა და სივრცეშია აცდენილი, რადგან თორნიკე გურულის მოსაზრებით, დღეს ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ნამდვილად არ არის უფასო კვება საჯარო სკოლებში, თანაც გაფუჭებული ბანანით და არც _ ის, საჯარო მოხელეები საკუთარ შვილებს საჯარო სკოლებში წაიყვანენ თუ კერძოში. 

კუკავა მევახშეების წინააღმდეგ 

თუ თქვენ ბანკში სესხი გაქვთ და რაც მთავარია, ამ სესხის მაღალი პროცენტი გაწუხებთ, კახა კუკავა დაგეხმარებათ. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ იძულებული ხართ, ბანკის სესხის გამო, საცხოვრებელი დაკარგოთ _ ამას კუკავა ნამდვილად არ დაუშვებს, თქვენს გამოსახლებასაც შეაჩერებს და მევახშეებად ქცეულ ბანკირებსაც სულ კუდით ქვას ასროლინებს. ესაა კახა კუკავას წინასაარჩევნო კლიპის ძირითადი პათოსი, ოღონდ მას ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი ავიწყდება _ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ვერცერთი კომერციული ბანკი ვერ გამოასახლებს საცხოვრებელი ბინიდან მსესხებელს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უკანასკნელი სესხის პროცენტს ვერ იხდის! შესაბამისი ცვლილება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიიღო საქართველოს პარლამენტმა და კარგი იქნებოდა, მევახშეებთან ბრძოლაში, კუკავას ეს ფაქტიც გაეთვალისწინებინა. 

თორნიკე გურული ამბობს, რომ კუკავა არა მარტო ბანკების, არამედ, ფარმაცევტული კომპანიებისა და ზოგადად, ბიზნესის წინააღმდეგ ხშირად გამოდიოდა ხოლმე და ამასთან დაკავშირებით, არაერთი სარეკლამო რგოლი გვახსენდება: 

,,ესეც ერთგვარი კამპანიაა, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე, მედიკამენტებზე, ერთ დიდ სეგმენტს წარმოადგენენ და კუკავას სურს, სწორედ ამ სეგმენტზე გავიდეს. შესაბამისად, ფიქრობს, რომ თუ ამ ინდუსტრიებს გააკრიტიკებს, ბევრ ხმას მიიღებს. თუმცა რეალურად, ამგვარი მესიჯები მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილისთვისაა საინტერესო და არ შეიძლება, წარმატებულ პიარსვლად ჩაითვალოს’‘. 

გიორგი ვაშაძის ,,სტრატეგია აღმაშენებელი’‘ 

თუ თქვენ თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებული იუსტიციის სახლის პროექტი მოგწონთ, მაშინ გაიცანით ამ პროექტის ავტორი _ გიორგი ვაშაძე. მეტიც, თუ ახალგაზრდა ასაკში იმდენს მიაღწია, რომ იუსტიციის სახლების მისეულმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც აშშ-ში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამს, თუ 31 ოქტომბერს ,,სტრატეგია აღმაშენებელი’‘ გაიმარჯვებს, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სწორედ გიორგი ვაშაძე ,,ჯუნიორი’‘ გახდება? 

ესაა ვაშაძის წინასაარჩევნო კლიპის პათოსი და ვფიქრობ, არცთუ ურიგო. მეტიც, თორნიკე გურული თვლის, რომ პარტიების წინასაარჩევნო მარათონში გიორგი ვაშაძე, მართლაც, გამორჩეულია: 

,,ზოგადად, გიორგი ვაშაძე ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც თავის საკომუნიკაციო ვიზუალებში სხვა ადამიანებსაც იყენებს. ამით ის აჩვენებს, რამდენად ახლოსაა ადამიანებთან. თუ დავაკვირდებით, უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები ცალკე გამოდიან წინასაარჩევნო კლიპებში, მაგრამ ვაშაძის კლიპებში ჩანან მოხუცები, ბავშვები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები. ამით გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტად ახლოსაა ხალხთან, ყველაზე დიდ აქცენტს აკეთებს მომავალზე და მისი ,,სტრატეგია აღმაშენებელი’‘ სწორედ მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა. შესაბამისად, ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. ასეთი სტრატეგია ბევრი ადამიანისთვის იქნება საინტერესო და ბევრ მათგანს დაარწმუნებს კიდეც, რადგან საზოგადოება მას ახლობლად აღიქვამს ‘‘. 

ქართული ოცნების ,,ჩემი საქართველო აქ არის’‘ 

მურმან ლებანიძის ამ შესანიშნავ ლექსზე შექმნილი გოგი ცაბაძის ეს სიმღერა, რომელიც ფართო საზოგადოებას, ძირითადად, ,,ორერას’‘ რეპერტუარიდან ახსოვს, უკვე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კლიპების მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. ამ მხრივ, წლევანდელი კლიპი გამორჩეულია, განსაკუთრებით მოჭიდავე ბიჭუნების ეპიზოდი, სადაც ლურჯებში ჩაცმული, წითლებში ჩაცმულს ამარცხებს... 

თორნიკე გურული თვლის, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი თემაა წარმატება, რაც უდავოდ, პოზიტიურ პიარსვლად ითვლება. ხელისუფლებას სურს, რომ ბოლო დროს მიღწეული წარმატება, იქნება ეს, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო გადაადგილება ევროპაში თუ კორონავირუსთან ბრძოლა, აჩვენონ საზოგადოებას. მოკლედ, წარმატება და წარმატებაზე აპელირება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კლიპისა და სლოგანის უმთავრესი სიტყვაა. 

,,ზოგადად, წარმატება კარგი სიტყვაა, რადგან მატებას ნიშნავს. წარმატება მომავალზეა ორიენტირებული და მისი მიღწევა ყველას უნდა, როგორც დიდს, ასევე, პატარას. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის აგება სიტყვა ,,წარმატებაზე’‘ ძალიან პოზიტიურია, რომელიც პოზიტიურ შედეგს მოიტანს. რაც შეეხება სიმღერას ,,ჩემი საქართველო აქ არის’‘ ძალიან პოზიტიური მიგნებაა. ზოგადად, სიტყვა ,,საქართველო’‘ ძალიან სენსიტიური და ემოციურია. საქართველოს წარმატებაც ის არის, რაც თითოეულ ადამიანს უნდა. ვფიქრობ, დღეისათვის, ამ სიმღერის სათაური _ ,,ჩემი საქართველო აქ არის’‘, ყველაზე მეტად ნაფიქრი სლოგანია, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს’‘.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 07 Oct 2020 11:39:15 +0400
დიდი ომი ოპოზიციაში https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6948-დიდი-ომი-ოპოზიციაში.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6948-დიდი-ომი-ოპოზიციაში.html

რას ვერ იყოფენ „ანტიოცნებელები“ და აეკრძალება თუ არა სააკაშვილს საარჩევნო აგიტაცია

31 ოქტომბერი ახლოვდება და პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც პიკს აღწევს, თუმცა ერთია, რასაც ყველა ვხედავთ და მეორეა, რაც კულუარებში ხდება. კულუარებში კი, როგორც ჩვენი წყაროები ამბობენ, ისეთი ამბები ხდება, რომ „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“. ამ მხრივ, განსაკურებით ფეთქებადსაშიში ვითარება, თურმე, ოპოზიციაში, კერძოდ, „ძალა ერთობაშიას“ ბლოკშია ანუ როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, „ნაციონალების“ გარშემო გაერთიანებული პარტიები პროპორციულ სიაზე ვერ თანხმდებიან და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე სახე სიის გარეშეც დარჩეს, თუმცა მოდით, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.

მოგეხსენებათ, „ძალა ერთობაშია“ ორი წლის წინ ანუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა და მაშინ, ალბათ, გახსოვთ, რომ ამ პლატფორმაში, მინიმუმ, 9 სუბიექტი იყო გაერთიანებული. სხვათა შორის, მაშინ ამ გაერთიანების წევრებმა საჯარო მემორანდუმიც გააფორმეს და ერთგვარად პირობაც დადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, „ძალა ერთობაშია“ ერთიანი სიით გამოვიდოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა _ გიორგი ვაშაძემ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო და რომელმაც ჯერ კიდევ შარშან, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააარსა, ზემოხსენებული ერთობა დატოვა. მასთან ერთად „ძალა ერთობაშიას“ „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანიც გამოეყო და წლევანდელ არჩევნებში ვაშაძე-ჩარკვიანის ტანდემი ერთიანი ბლოკით გამოდის. ვაშაძის ამ ნაბიჯს „ნაციონალებისგან“ მძაფრი შეფასებები მოჰყვა და მათ გულზე მჯიღის ცემაც დაიწყეს, „იგი წავა და სხვა მოვაო“, მაგრამ სინამდვილეში, „ძალა ერთობაშიას“, „რესპებისა“ და ჩოჩელ-ოქრიაშვილის ახალი პარტიის მეტი აღარავინ შემატებია. ეს კი არადა, ინფორმატორები გვაწვდიან ცნობას, რომ ეს ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც თავს მთავარ ოპოზიციას უწოდებს, შესაძლოა, სხვა წევრებმაც დატოვონ. აი, მაგალითად, საუბარია ედპ-ზე ანუ როგორც კულუარებში ამბობენ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ედპ-ს თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ერთიან პროპორციულ სიაში მოხვდება თუ არა. 

ჩვენივე წყაროს ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ ქარდავა „ძალა ერთობაშიას“ გაემიჯნება, მაშინ შესაძლოა, იგივე გადაწყვეტილება პაატა დავითაიამაც მიიღოს. 

ეს კი არადა, იმასაც ამბობენ, რომ ამ ბლოკში პოზიციები თავად ნიკა მელიასაც შეუსუსტდა. ყოველ შემთხვევაში, კულარებიდან მიღებული ცნობებით, ამ ეტაპზე, „ნაცებში“ „პარადი“ ისევ შს ყოფილ მინიტრს, ვანო მერაბიშვილს მიჰყავს. 

სხვათა შორის, მერაბიშვილი ყოველთვის ენმ-ს ხერხემლად ითვლებოდა და ის მოსაზრებაც არსებობდა, რომ მას შემდეგ, რაც ვანო საპატიმროს დატოვებდა, ყოფილ მმართველ პარტიაში მოვლენები დრამატულად განვითარდებოდა. ეს პროგნოზი, პრაქტიკულად, ახდა _ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ინფორმირებული ადამიანები ირწმუნებიან, რომ  

„ნაცმოძრაობაში“ „პირველი ვიოლინოს“ ფუნქციას სწორედ მერაბიშვილი ასრულებს და იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში უკრაინიდან არის ჩართული, „ხერხემლის“ „დირექტივებით“ მოქმედებს. 

ისე, სიტყვამ მოიტანა და, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ყოფილმა მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად დაასახელა, შესაძლოა, წლევანდელ არჩევნებს გაეთიშოს ანუ საქმე ის გახლავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა აკრძალული აქვს. 

მართალია, სააკაშვილი 24 საათი იმას ამტკიცებს, რომ საქართველოზე ფიქრით იძინ-იღვიძებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის საქართველოს მოქალაქე, წლებია, აღარ არის. შესაბამისად, კანონით თუ ვიმსჯელებთ, მას მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ 2020-ის საარჩევნო პროცესებს თვალი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ადევნოს. 

სხვათა შორის, ამ თემაზე აქცენტი ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ დასვა და ექსპრეზიდენტი საარჩევნო კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, ნიჟარაძემ განაცხადა: 

„ასეთ საკითხებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, როცა არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობას ეხება საკითხი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ ახდენს აღსრულებას, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და მისი აღსრულება არის შეუძლებელი. შესაბამისად, ერთადერთი ალტერნატივა ის არის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ უზრუნველყოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, „ძალა ერთობაშიას“, ვისი სახელითაც ის აწარმოებს კამპანიას“. 

ცხადია, ვერ გეტყვით, „ძალა ერთობაშია“ ამ მოწოდებას ყურს დაუგდებს თუ არა, მაგრამ რაკი ერთხელ ითქვა, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ჩამოაცილონ ანუ იმის მექანიზმი, ცხადია, არ არსებობს, რომ უკრაინის მოქალაქეს ვინმემ სოციალურ ქსელში აქტიურობა აუკრძალოს, მაგრამ აი, მაგალითად, სატელევიზიო რეკლამებში, „ძალა ერთობაშია“ მიშას განცხადებებს თუ მიმართვებს ვერ გამოიყენებს. არადა, ყველა კარგად ხვდება, რომ ოპოზიციის ამ ფრთისთვის მიშას ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა იგივე მაჟორიტარებად რამდენიმე სუბიექტის დასახელების გამო, „ნაცმოძრაობის“ მიმართ გული ისეთმა ადამიანებმაც აიცრუეს, რომლებიც თავს მართლმორწმუნე „მიშისტებად“ მიიჩნევენ. 

კიდევ ერთი იაღლიში, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ წლევანდელ არჩევნებზე მოუვიდა, ის გახლავთ, რომ ვანის, ხონისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქში, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მაჟორიტარობის კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე დაასახელა, თუმცა ბოლო წუთს გადაწვეტილება შეცვალა და ამ ოლქში მაჟორიტარობისთვის ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი იბრძოლებს. 

ზოგადად, პოლიტიკაში კანდიდატის შეცვლა „მოსულა“, მაგრამ ჭანკოტაძის ჟორჟოლიანით ჩანაცვლება ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ამის თაობაზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავად პარტიაშიც სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. არადა, იგივე ჭანკოტაძეს, მხოლოდ საარჩევნო კამპანია კი არ ჰქონდა დაწყებული, არამედ, ზემოხსენებულ ოლქში, მისი ბანერებიც იყო გაკრული. 

სხვათა შორის, ჭანკოტაძის მაჟორიტარობის შესახებ ფართო საზოგადოებამ მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდიდან გაიგო ანუ ვივარაუდოთ, რომ გენერალი, შსს-ს ყოფილი მინისტრის ფავორიტი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მოხდა და მერაბიშვილი იძულებული გახდა, ამ კუთხით, საკუთარი პოზიციები დაეთმო. 

საერთოდ, ვანო მერაბიშვილისადმი ოპოზიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს ანუ ზოგი გამოთქვამს ეჭვს, რომ თუ საჭირო გახდება, მან და მისმა გუნდმა „ოცნებასთან“, შესაძლოა, გარკვეული კომუნიკაცია დაამყაროს, თუმცა ეს მხოლოდ ეჭვია და მეტი არაფერი. 

ასევე, ეჭვია ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ფრთადაა გაყოფილი. კერძოდ, საუბარია მერაბიშვილისა და მელიას კლანებზე. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, მელიას მიმართ სიმპათია უფრო ყოფილი მმართველი გუნდის ახალგაზრდა წევრებს აქვთ. ძირძველი „ნაციონალები“ კი უწინდებურად „ხერხემლის“ ხიბლში არიან და მას ისევ მოწიწებით ექცევიან. არადა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობისთვის დივიდენდების კი არა, პირიქით, შესაძლოა, ნეგატივის მომტანი იყოს. 

რატომ? _ მართალია, ამ ადამიანმა ციხეში თითქმის შვიდი წელი გაატარა, მაგრამ ადამიანებს მოკლე მეხსიერება არ აქვთ და ძალიან ბევრს თუ არა, ბევრს ისევ ახსოვს, რომ მისი შს მინისტრობის დროს, ქვეყანაში ტოტალურ უსამართლობას ჰქონდა ადგილი ანუ მერაბიშვილი, გვინდა თუ არა, უსამართლობასთან ასოცირდება და, კი ბატონო, სასჯელი მოიხადა, მაგრამ ე.წ. მორალური პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება. ჰოდა, აქედან გამომდინარე, საზოგადოების არცთუ ცოტა ნაწილს, მერაბიშვილის „გაგონებაზე“ ისევ ისე „აბარძგვალებს“, როგორც იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში „აბარძგვალებდა. 

აი, მელია კი „ნაციონალების“ წევრი 2012 წლის შემდეგ გახდა და შესაბამისად, მის მიმართ სათქმელი ისიც კი არაა, რომ კორუმპირებულია ან „ნაცების რეჟიმს“ „აპრავებდა“. 

ერთი სიტყვით, ყველა ზემოთქმული კულუარული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალაში, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ყველაფერი რიგზე ვერაა. ამას ემატება დამძიმებული ეპიდვითარებაც _ კორონათი შეშინებული ხალხი საარჩევნო შეხვედრებს თავს არიდებს ანუ უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ყველა ჯურის პოლიტიკოსებს მხოლოდ იმ პარტიის აქტივისტები ხვდებიან, რომელ პარტიასაც ეს პოლიტბელადები წარმოადგენენ. სხვათა შორის, სოციალურ მედიაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ შესაძლოა, რადიკალურ ზომებს მიმართოს და მთელ ქვეყანაში თუ არა, კონკრეტულ რეგიონებში კომენდანტის საათი გამოაცხადოს. ამ ვერსიას, ღიად თუ ირიბად, თანამდებობის პირებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ლოკალური ლოკდაუნები გამორიცხული არაა. 

ჰოდა, თუნდაც კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვა ყველაზე მეტად ოპოზიციას დაარტყამს _ მინიმუმ, ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს ვერ შეხვდება და იმაში ვერ დაარწმუნებს, რომ ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია. ყველაფერი ეს კი ოპოზიციურ ფლანგს, ალბათ, მორალურად გატეხს და იმის ალბათობა, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩეს, რა თქმა უნდა, დიდია, თუმცა საარჩევნო კამპანია, რეალურად, ახლა დაიწყო და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

ნინო დოლიძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 30 Sep 2020 12:54:57 +0400
„საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული აქტები არაა გამორიცხული“ https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6945-„საქართველოს-ტერიტორიაზე-დივერსიული-აქტები-არაა-გამორიცხული“.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6945-„საქართველოს-ტერიტორიაზე-დივერსიული-აქტები-არაა-გამორიცხული“.html

რა საფრთხეს გვიქმნის სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული სამხედრო კონფლიქტი _ მამუკა არეშიძის შეფასებები

მთიან ყარაბაღში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული დაპირისპირება განახლდა. მხარეების ინფორმაციით, მსხვერპლი დიდია, სამხედრო დაპირისპირებაში გამოყენებულია ნაღმტყორცნები, ტანკები, არტილერია, საფრენი საშუალებები და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიას მთელი მსოფლიო ახლა გამადიდებელი შუშით უყურებს. რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ეს სამხედრო დაპირისპირება და შესაძლებელია თუ არა, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა გახდეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკების ადგილი? _ „ვერსია“ კავკასიის საკითხების ექსპერტსა და კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

_ როგორც ჩანს, კონფლიქტი ძალიან მწვავეა. დამუხრუჭებას არც ერთი მხარე არ აპირებს და მასშტაბიც იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირებაში მაღალტექნოლოგიური იარაღი გამოიყენება და შესაძლებელია, დაღუპულების რაოდენობა მართლაც დიდი იყოს. მით უმეტეს, ძალიან მჭიდროდ დასახლებული რაიონები იბომბება. თუ ეს მასშტაბურ ომში გადაიზრდება და უახლოეს დღეებში, მისი შეჩერება ვერ მოხერხდება, რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც ძალიან მძიმე შედეგები დადგება! 

_ რამდენიმე თვის წინ, ამ ქვეყნებს შორის მცირე სამხედრო შეტაკება ყარაბაღის ტერიტორიაზე არ მომხდარა. როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ განახლდა კონფლიქტი მაინცდამაინც მთიან ყარაბაღში და ხომ არ გგონიათ, რომ ეს რუსეთის ან რომელიმე სხვა, დიდი ქვეყნის მიერაა პროვოცირებული? 

_ არ გამოვრიცხავ, დიდი ქვეყნების მიერ იყოს პროვოცირებული. რაც დრო გადის, უფრო მეტად იკვეთება სურათი, რომ სამხრეთ კავკასიაში ბევრად უფრო აქტიურები არიან ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიც არიან თურქეთი და რუსეთი. დასავლეთთან „ფლირტი“ ორივემ დაამთავრა. რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაში იმიტომაა, რომ სანქციების რეჟიმშია, შეცდომას შეცდომაზე უშვებს, დასავლეთი სანქციების წონას ზრდის და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და პუტინს ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, ასევე, გაერო-ს ხელმძღვანელობასთანაც პუტინმა ურთიერთობა ვითომ დაალაგა, საბოლოო ჯამში, ეს ვითარებას მაინც არ ცვლის. როგორც ჩანს, მოსკოვში ასეთი მიდგომაა _ სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. 

რაც შეეხება თურქეთს, მისი ხელმძღვანელი ცდილობს, დამოუკიდებელი პოზიციები შეიმუშაოს და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს. სიტუაციის მიხედვით, ის ხან დასავლეთთან თანამშრომლობს, ხან _ რუსეთთან, მაგრამ ეს უფრო თემატური თანამშრომლობაა. 

ასე რომ, სამხრეთ კავკასია ორივე ქვეყანისთვის საჯილდაო ქვაა და ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ კონფლიქტის განახლებაში მათი ხელიც ერიოს. 

_ ანუ სცენარის ყველაზე ცუდად განვითარების შემთხვევაში, შეიძლება, კავკასიის ტერიტორიაზე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ვიხილოთ? 

_ პრინციპში, ამ ვარიანტის განხილვა შესაძლებელია. ვერ ვიტყვი, რომ ეს 100%-იანია და წყალი არ გაუვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები აშკარად ჩანს. 

_ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს როლი როგორი უნდა იყოს ანუ რა შეიძლება გავაკეთოთ? 

_ მართალია, რესურსი შეზღუდული გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, სამშვიდობო პლატფორმა შევთავაზოთ და ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად იმ თვალსაზრისით ვითანამშრომლოთ, რომ საფრთხის სიდიდე დავანახოთ. 

ტრამპმა განაცხადა, პროცესს დავაკვირდებით, შეჩერება შეგვიძლია თუ არაო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, დაკვირვების დრო არ არის. სხვათა შორის, აშშ-ის ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ისრაელმა არაბული სახელმწიფოების ნაწილთან ურთიერთობა დაალაგა. იგივე უნდა ხდებოდეს ამ რეგიონშიც. თუ აშშ თვლის, რომ მას შეუძლია მსოფლიო პოლიტიკური კლიმატი შექმნას, მაშინ საამისოდ,ზუსტად ზედგამოჭრილი მომენტია. 

_ ბატონო მამუკა, ზოგი თვლის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს. თქვენც ასე ფიქრობთ? 

_ არა. 

_ აბა, ეს კონფლიქტი ჩვენ რას გვიქადის? 

_ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კატასტროფას... იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ეს კონფლიქტი ჩვენ არ შეგვეხება, ალბათ, არ ახსოვს, რა ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ პირველი, რაც მოხდა, საქართველომ ორივე მხრიდან ლტოლვილთა ნაკადები მიიღო. 

სხვათა შორის, დღემდე ვიმკით იმის შედეგს, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე ჰექტარი დანაღმულია. სომხეთს კი ჩვენი, დაახლოებით, 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია აქვს დაკავებული, სწორედ ამ დანაღმული ტერიტორიების მიმდებარე სივრცის საპირწონედ. ეს იმ ომის გამოძახილია... 

რაც შეეხება სხვა საკითხს, ისედაც მძიმე პანდემიური ფონია და ეკონიმიკური ვითარებაც საკმაოდ რთულია. ძალიან გაუჭირდა აზერბაიჯანის ეკონომიკას, რადგან იმ ქვეყნის ბიუჯეტი სხვა რამეზეა გათვლილი და როცა ეკონომიკური, ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო, შემოსავლები შემცირდა. 

მოკლედ, რთული ვითარებაა და ეს ვითარება საქართველოზეც მოქმედებს, რადგან ჩვენ სავაჭრო და ინვესტიციის თვალსაზრისით, პარტნიორები ვართ. ომის დაწყების შემთხვევაში, სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო შემცირდება, საინვესტიციო თემა კი საერთოდ დაიხურება. 

დოლარის კურსი რა მდგომარეობაშიცაა, ხედავთ და ჩვენს სამეზობლოშიც იგივე ვითარებაა. 

ეკონომიკური და ჰუმანიტარული კატასტროფის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტებიც არაა გამორიცხული იმიტომ, რომ ენერგოკორიდორები საქართველოზე გადის _ აზერბაიჯანიდან მომავალი და რუსეთიდან სომხეთში მიმავალი. კიდევ, რომელი ერთი ჩამოვთვალო? 

_ თუ სომხეთის ან აზერბაიჯანის დახმარებას ღიად გადაწყვეტს, შესაძლოა, რომ რუსეთმა თავისი ჯარის საქართველოზე გატარება მოინდომოს? 

_ რასაკვირველია, ეს ფაქტორი არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმეა. ამაზე დიდხანს ლაპარაკი არც ღირს. 

_ რატომ? 

_ ამას ყველა გონიერი ადამიანი უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ზოგი რატომ ვერ ხვდება, არ მესმის. 

_ ბატონო მამუკა, წეღან საქართველოს ფაქტორზე საუბრობდით და ჩაგეკითხებით, შესაძლოა, საქართველო ის ადგილი გახდეს, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობიან მოლაპარაკებას აწარმოებენ? 

_ დიახ, შესაძლებელია, რომ აქ დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ეს ან მოხდება, ან _ არა, მაგრამ ეს ინიციატივა, თავისთავად, მნიშვნელოვანია და მგონი, ამ ინიციატივის გაჟღერებას აზრი აქვს.

თათია გოჩაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 30 Sep 2020 12:54:45 +0400
აქვს თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატ ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემის წაყვანის უფლება https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6944-აქვს-თუ-არა-მაჟორიტარობის-კანდიდატ-ნანუკა-ჟორჟოლიანს-გადაცემის-წაყვანის-უფლება.html https://www.versia.ge/2013-07-31-11-22-32/item/6944-აქვს-თუ-არა-მაჟორიტარობის-კანდიდატ-ნანუკა-ჟორჟოლიანს-გადაცემის-წაყვანის-უფლება.html

რა განმარტებას აკეთებენ იურისტები და როგორია ცესკო-ს პოზიცია

2020 წლის 31 ოქტომბერი ახლოვდება, საზოგადოება სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს ელოდება, რისთვისაც აუცილებელია, ყველა საარჩევნო კანდიდატს თანაბარი საშუალება ჰქონდეს, რათა საზოგადოებას საკუთარი პროგრამა თუ დაპირებები გააცნოს. ყველაფერ აქედან გამომდინარე, „ვერსია“ დაინტერესდა, ხომ არ ირღვევა სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო კამპანიის პრინციპი, როცა გარკვეულ კანდიდატებს საკუთარი ტელეგადაცემები აქვთ. მაგალითად, ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ აქამდე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერებიც კი იყო გაკრული, თუმცა მის მაგივრად, პარტიამ არჩევანი ჟორჟოლიანზე გააკეთა, რომელსაც ტელეკომპანია „მთავარზე“, საავტორო გადაცემა მიჰყავს. როგორც ჟორჟოლიანმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მიუხედავად, გადაცემის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკური გადაცემა არ მიჰყავს და ამით კანონს არ არღვევს. ნანუკა ჟორჟოლიანმა იქვე დასძინა, რომ შეზღუდვას დააწესებს მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ კამპანიის დროს, გადაცემას ზემოხსენებული რაიონის მოსახლეობაზე არ გააკეთებს, რადგან ეს საარჩევნო თანასწორობის დარღვევა იქნება. 

არღვევს თუ არა საარჩევნო კოდექსით დადგენილ რეგულაციებს ტელეწამყვანი? _ ამ კითხვით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, მარიამ ლაცაბიძეს მივმართეთ.

საარჩევნო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად, გადაცემები მიჰაყვთ პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებს, რომლებიც, ასევე, საარჩევნოდ დარეგისტრირებული სუბიექტები არიან. 

იურისტის თქმითვე, ნანუკა ჟორჟოლიანს არ მიჰყავს პოლიტიკური გადაცემა და აქედან გამომდინარე, არ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ არ არსებობს საფუძველი, რომ ჟორჟოლიანს საქმიანობა, კერძოდ, ტელეგადაცემის წაყვანა შეეზღუდოს. იურისტის განმარტებით, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, რაც ტელეწამყვანს არ უნდა შეეზღუდოს, თუმცა საია-ს წარმომადგენელი იქვე აზუსტებს, რომ მთელი კამპანიის დროს უნდა მოხდეს მონიტორინგი, რათა რომელიმე საარჩევნო კანდიდატმა საკუთარი გადაცემა პოლიტიკური აგიტაციისთვის არ გამოიყენოს და ამით საკუთარი თავი, სხვა კანდიდატებთან მიმართებაში, უპირატეს მდგომარეობაში არ ჩააყენოს. 

ამ საკითხზე მნიშვნელოვანია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პოზიციაც. ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარადგინა, სადაც ყურადღება ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენაზეც გაამახვილა. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციები: 

„23 სექტემბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. იგი არჩევნებში მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ სახელით მიიღებს. ამავე დროს, ის აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. ასევე, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც“. 

არღვევს თუ არა კანონს ტელეწამყვანი?_ ამ კითხვით „ვერსია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა. ცესკო-ს პრესსპიკერი, ანა მიქელაძე აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ცესკო-ში საარჩევნო კანდიდატად ჯერ დარეგისტრირებული არ არის: 

„აღნიშნული ქალბატონი არ არის რეგისტრირებული, როგორც კანდიდატი. პარტია, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებულია, მაგრამ პარტიის დარეგისტრირებას პარტიული სიის წარდგენა მოჰყვება. პარტიულმა სიამ უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია და ასევე, უნდა მოხდეს მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შესაბამისი წესით. ამის შემდეგ მოხდება დარეგისტრირება. აღნიშნული ქალბატონი კი ჯერჯერობით, არაა დარეგისტრირებული ანუ ჯერ კანდიდატი არ არის, მაგრამ თუ კანდიდატად დარეგისტრირდება, ამ შემთხვევაში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები კონკრეტულადაა გაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში და პირდაპირაა მითითებული პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, იყვნენ ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, საარჩევნო კომისიის წევრი, მოსამართლე, პროკურატურის, შსს-ს საჯარო მოსამსახურე, გენერალური აუდიტორი, სახალხო დამცველი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ ამ ჩამონათვალში არ წერია ჟურნალისტი ან მედიაწარმომადგენელი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჟურნალისტურ ეთიკაზე, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტურ ქარტიას უნდა მიმართოთ. თუ ვსაუბრობთ საეთერო დროის გამოყენებაზე, ამისთვის არსებობს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და თუ ზემოხსენებული პრინციპები ირღვევა, სწორედ ეს კომისია იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერ ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია კავშირში არ არის“.

თათია გოჩაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) პოლიტიკა Wed, 30 Sep 2020 12:54:42 +0400