სკანდალი: რუსული სპეცსამსახურები აფახაზეთის ე.წ. საზღვარზე კედელს აშენებენ!

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ ინარჩუნებენ გალელი ქართველები იდენტობას - პაატა დავითაია უცნობ დეტალებს ასაჯაროვებს

 

 7 აპრილს გალში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - ოთხი ადამიანი მდინარე ენგურში დაიხრჩო. ისინი, სავარაუდოდ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, რუსი მესაზღვრეები ძაღლებით დაედევნენ. როგორც გალელები ამბობენ, პრობლემა პანდემიის გამო დაწესებულ ხუთდღიან კარანტინშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა გალელი, რომელიც ენგურის ხიდზე გადმოდის, ხუთი დღით კარანტინში მიჰყავთ, ამიტომ ოკუპირებული აფხაზეთიდან, ჩვენს თანამოქალაქეებს, ხიდის გვერდის ავლით გადმოსვლა უწევთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქებისთვის ხუთდღიანი კარანტინის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პარალელურად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იუწყება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთი „რბილ ძალას“ აძლიერებს. ასე, მაგალითად, მარტის ბოლოს, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა, სამი თვის განმავლობაში, დაგვიანებული ხელფასები მიიღეს. DRI-ის ცნობით, გასტუმრებულ დავალიანებას აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის უკანონო საელჩოს წერილიც მიჰყვა, რომლითაც რუსეთის მთავრობის სახელით, გალის ქართულმა მოსახლეობამ მხარდაჭერისა და ზრუნვის პირობა მიიღო. წერილის მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის საჯარო უწყებების სახელფასო დავალიანების 93%-ის დაფარვა თავის თავზე აიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სიახლეს თან ახლავს შეხსენება, რომ რუსები „მეგობრები“ არიან.

გალში არსებულ ვითარებაზე, „ვერსია“ პარტია ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას ესაუბრა:

 - გალის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ეს ახალი ქმედება არაა. დავიწყოთ იმით, რომ გალის მოსახლეობა მძევალია. არადა, გალის მოსახლეობა საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზეთის დაბრუნების პლაცდარმია! რუსებსა და აფხაზეთს ეს ძალიან კარგად ესმით და ჩაკეტეს ენგურის მთელი პერიმეტრი. ეს ძალიან დიდი ხეობაა და მათ გააკეთეს ბლოკპოსტები, გაავლეს მავთულხლართები, მოძრაობის დექტექტორები, გადასასვლელი ბილიკები, ასევე, პატარა ხიდები ააფეთქეს და გაწმინდეს. მხოლოდ ერთი - ენგურის ხიდია დარჩენილი და იქიდანაც რომ გადმოხვიდე, ნებართვა უნდა აიღო ე.წ. აფხაზეთის უშიშროებაში - სად, რატომ მიდიხარ და ა.შ. წარმოვიდგინოთ ადგილობრივი მოსახლე, რომელსაც უნდა გადმოსვლა, რის გამო გადმოდის? - დახმარებას იღებს, ფაქტობრივად, სიცოცხლისთვის უწევს ბრძოლა და ამიტომ, ეს გადმოსვლა პრინციპულია. ბევრი სტუდენტი მყავს გალიდან, რომელიც სასწავლებლად გადმოდის და მერე ბრუნდება. როცა თბილისშია, მშობლებს საკვები გადმოაქვთ ზუგდიდში და იქიდან სამარშრუტო ტაქსებით უგზავნიან. მოკლედ, ძალიან მძიმე სიტუაციაა.

- ამ ე.წ. ცნობის აღებას როგორ ახერხებენ?

- იქაურ უშიშროებაში. ისე კი არაა, რომ წახვიდე იუსტიციის სახლში, ფაქტობრივად, მიდიხარ მკვლელთან, მისგან იღებ ცნობას და არ იცი, რა დაგემართება ამ მომენტში. აქეთ რომ გადმოდის, ხვდება ხუთდღიანი კარანტინი ანუ წამლის საყიდლად რომ უნდოდეს გადმოსვლა, ერთ-ორ დღეს კარგავს ცნობის აღებაში, გადმოდის და ხუთი დღით კარანტინში რჩება, ერთი კვირა სჭირდება ყველაფერ ამისთვის. ამიტომ, მოსახლეობამ, ამ სიტუაციისგან თავის ასარიდებლად, ენგურზე გადმოსვლა დაიწყო. გამცილებლები არიან, რომლებმაც იციან, ნაღმები სადაა, ძაღლიანი მესაზღვრეები სად დადიან და იმ გზას არიდებენ. საკმაოდ რთული ხეობაა და ადამიანი შეიძლება, მდინარის შუამდე არც იყოს მისული, რომ უცებ წყალმა მოიმატოს და წაიღოს. მით უმეტეს, როცა ენგურის წყალსაცავი იხსნება.

ეს ტრაგედიაც იმიტომ მოხდა, რომ ადამიანები მოიპარებოდნენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ, ამ დროს, ძაღლებიანი რუსი მესაზღვრეები გამოედევნენ, ტყვედ რომ ჩავარდნილიუვნენ, ციხეში ჩასვამდნენ და რა დაემართებოდათ, არავინ იცის, ამიტომაც გადახტნენ წყალში და დაიხრჩვნენ. ესაა მათი ცხოვრება.

ამ ფონზე, როცა ხდება ჩაკეტვა, სეპარატისტები ცდილობენ, საკუთარი ტაქტიკა შეიმუშავონ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. მაგალითად, იქ მეგრული ტელევიზიაა. სასაცილოა, რასაც ვიტყვი, მაგრამ ეუბნებიან, რომ მეგრული ენა, აფხაზური ენის განშტოებაა.

- და ბავშვებს ამ მახინჯ ინფორმაციას აწვეთებენ, არა?

- ეს არ გამოსდით, რადგან ქართველები, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა მეორე მხარე ასეთ იდეოლოგიას ატარებს. მაქსიმალურად ცდილობენ, ამ ხალხს აქეთ მხარესთან კონტაქტი არ ჰქონდეს. აფხაზეთის უშიშროების საბჭომ, ფსბ-სთან ერთად განიხილა და დაამტკიცა, რომ კედელი უნდა აშენდეს. პანდემიამ შეუშალა ხელი, თორემ, ალბათ, უახლოეს მომავალში დაიწყებენ და გადასასვლელები აღარ იქნება.

- მთელ პერიმეტრზე აშენებენ დიდ გალავანს?

- დიახ! რაც ცხინვალის ტერიტორიაზე ხდება -  მავთულხლართები, მოძრაობის დანაღმვა, ვიდეოთვალი... აფხაზეთში, კედლის აშენებას აპირებენ, თავისი მავთულხლართებით. ეს მხოლოდ მოსახლეობის გამო კი არ ხდება, 24 რუსული ბაზაა იქ, თავისი სკოლებით, საავადმყოფოებით, ეკლესიებით და ამიტომ, მათ უსაფრთხოების სერიოზული გარანტია სჭირდებათ.

- გასაგებია... ბატონო პაატა, ერთმნიშვნელოვნად შეგიძლიათ, თქვათ, რომ გალელების მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ხუთდღიანი კარანტინი გასაუქმებელია?

- არა, ამის ერთმნიშვნელოვნად თქმა არ შემიძლია, თუმცა როდესაც პირველად გამოცხადდა კარანტინი საქართველოში, ადამიანები გადმოდიოდნენ და ვისაც კოვიდი უდასტურდებოდა, სასტუმროებში მიჰყავდათ. გამოსავალი არის მარტივი, გალიდან გადმოსულ ყველა ადამიანს აქვს დევნილის საბუთი, ამ ყველა მოწმობას აქვს ნომერი, იდენტიფიცირებულია. ამიტომ, ვინც გადმოდის ენგურის ხიდზე, მათთვის სწრაფი და PCR-ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი. თუ სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდასტურდება, გადაიყვანონ კარანტინში, ტექნიკურად თავისუფლად შეიძლება ამის გაკონტროლება. ტურისტები რომ შემოდიან საქართველოში, იგივე პრინციპი მოქმედებს. აქ კი საუბარია 40 000 ქართველზე, რომლებიც გალში ცხოვრობენ!

რეალურად, ქართული მოსახლეობა უფრო მეტია იქ, ვიდრე აფხაზები. ბჟანიამ გაიმარჯვა ქართული მოსახლეობის ხარჯზე. ამიტომ, ქართული მოსახლეობის პოზიცია ამ პოლიტიკური კლასისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.