უნიღბოებისთვის უჩვეულო სასჯელი მოიფიქრეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კუნძულ ბალიზე, ტურისტებს, რომელთაც პირბადე არ უკეთიათ, ფულით კი არ აჯარიმებენ _ აიძულებენ, აზიდვები გააკეთონ. ფიზიკურ ვარჯიშებს იქ აკეთებინებენ, სადაც „გამოიჭერენ“, ზოგჯერ შუა ქუჩაშიც კი. აზიდვების დასრულების შემდეგ, დამრღვევებს პირბადეებს აძლევენ. ამ უჩვეულო წესით დაჯარიმებულთა 80%, ევროპელი ტურისტები არიან. როგორც ცნობილია, პოპულარული საკურორტო კუნძული ოფიციალურად დაკეტილია ტურიზმისთვის, თუმცა ბევრი უცხოელი იქ თვეობით ცხოვრობს, ან ბალიზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩადის.