მდინარეს იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს

Uncategorised
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კანადის პროვინცია კვებეკში, მდინარე მეგპაის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს. ამგვარად, ხელისუფლება, ეკოლოგები და ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები, მის დაცვას აპირებენ ენერგეტიკული კომპანიებისგან. ახლა, ამ კანადურ მდინარეს უფლებები აქვს. მაგალითად, მას კანონით, მეურვის ყოლის უფლება ენიჭება.
მეურვეები შეიძლება გახდნენ ადამიანები, რომლებიც მდინარის ნაპირზე ცხოვრობენ და ყურადღებას მიაქცევენ მას. მეგპაის იურიდიული პირის სტატუსი მას შემდეგ მიანიჭეს, რაც ჰიდროენერგეტიკულმა კომპანიამ Hydro-Quebec, მასზე დამბის აშენების სურვილი გამოთქვა.