არის თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში კლანური ომი - ყველა პასუხი კულუარულ კითხვებზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზვიად კუპრავა: „პარტია, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას ჯგუფია!“

მართალია, ექსპატრიოტ ფრიდონ ინჯიასა და სხვების მსგავსად, „მოქალაქე“ ალეკო ელისაშვილი, თანაპარტიელ ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შევიდა, მაგრამ ოპოზიციისთვისეს არაფერს ნიშნავს ანუ მართლმორწმუნე „ანტიოცნებელები“ დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერ ამით, საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიულობის იმიჯს მაინც ვერ დაიბრუნებს. ამასთან, საგულისხმოა მოარული ხმა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დიდი კლანური დაპირისპირებაა. კერძოდ, საუბარია ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაჯგუფებებზე, რომლებიც გავლენებისთვის ერთმანეთს ებრძვიან. ინფორმატორები იმასაც ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის წასვლით, ნაციონალური მოძრაობის მორიგი დაშლა დაიწყო და მალე პარტიიდან კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ფიგურა წავა. პარალელურად, ამბობენ, რომ ოპოზიციაში კიდევ ერთი, დიდი გაერთიანება იქმნება, რომელშიც ევროპული საქართველო, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „გირჩის“ ზურაბ ჯაფარიძის ფრთა შევა. ამ ფონზე საკითხავია, ნაციონალური მოძრაობა და მის ფრთის ქვეშ გაერთიანებული პარტიები მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დაკარგავენ თუ არა? – ამ თემებზე „ვერსია“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ წარმომადგენელ ზვიად კუპრავას ესაუბრა. სხვათა შორის, ამ დღეებში, ნიკა მელიამ საზოგადოებას „ნაცმოძრაობის“ 12 ახალი სახე წარუდგინა.

ზვიად კუპრავა: – ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეა, რომელიც ყველაზე დემოკრატიული პროცესების შედეგად იქნა არჩეული და პარტია, რა თქმა უნდა, ნიკა მელიას ჯგუფია.

–  ესე იგი, მი­ხე­ილ საა­კაშ­ვილ­სა და ნი­კა მე­ლი­ას შორის ისე­თი და ­პი­რის­პი­რე­ბა არაა, რომ პარ­ტი­ა­ში ძლიე­რი რყე­ვე­ბი ვი­ხი­ლოთ?

– არა, მსგავსი მართლა არაფერია. აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური პროცესია, თუმცა ნიკა მელიას მხარდამჭერები, თავისთავად, მიხეილ სააკაშვილისმხარდამჭერები არიან და პირიქით. სხვათა შორის, პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა, 21 000-მა ადამიანმა აირჩია.

ახლა პარტია ძალებს იკრებს, რაც ყველაზე კარგია. რებრენდინგი მიმდინარეობს – ნიკას პარტიის განვითარების ძალიან კარგი ხედვა აქვს და პარტიამ საზოგადოებას ახალი სახეები უკვე გააცნო. ჩვენ საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისოსაც დავუმტკიცებთ, რომ არჩევნები ნამდვილად გაგვიყალბეს და „ოცნებამ“ ხელისუფლება მოიპარა.

ნიკა იანვარში გახდა პარტიის თავმჯდომარე და დრო სჭირდებოდა, რომ ის ხარვეზები, რაც პარტიაშიიყო, აღმოფხვრილიყო. თებერვლიდან კი საპროტესტო აქციებს დავიწყებთ, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ხელისუფლება შეიცვალოს. 

– ისე, და­პი­რის­პი­რე­ბას არც  მა­შინ აღი­ა­რებ­დით, როცა გიგა ბო­კე­რი­ას ჯგუ­ფი წა­ვი­და პარ­ტი­ი­დან...  რე­ა­ლური პროცე­სე­ბის დამალ­ვას ახ­ლაც ხომ არ ცდი ლაც ხომ არ ცდი­ლობთ?

– არა, მსგავსი არაფერი ხდება. 2016 წელსაც, როდესაც ბოკერიას გუნდი წავიდა და 2020 წელსაც, როცა გრიგოლ ვაშაძე წავიდა, ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ვაშაძემ თავად დააფიქსირა პოზიცია პარლამენტშიშესვლასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურ კონტრასტში მოდიოდა მხარდამჭერებთან და შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარედ ვერ დარჩებოდა.

- გა­მო­დის, რომ ვა­შა­ძის  წას­ვლა პარ­ლა­მენ­ტში შესვლის სა­კით­ხმა გა­ნა­პი­რო­ბა?

– მათ შორის, ალბათ. ამიტომაც გადაწყვიტა, ეს ნაბიჯი გადაედგა.

– მო­ა­რუ­ლი ხმითვე, პარ­ტი­ა­ში კი­დევ არი­ან ისეთი ფი­გუ­რე­ბი, რო­მელ­თაც პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა უნდათ და შე­იძ­ლე­ბა,პარ­ტი­აც და­ტო­ვონ. სა­ლო­მე სა­მა­დაშვილ­სა და თი ­ნა ბო­კუ­ჩა­ვა­ზე იყო სა­უ­ბა­რი. პარ­ლა­მენ­ტში არშეს­ვლა­ზე, პარ­ტი­ა­ში ერთსუ­ლოვ­ნე­ბაა?

– აბსოლუტური ერთსულოვნებაა. ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა? ეგრე არ არის... სალომე სამადაშვილი პარლამენტზე დახამებული, მგონი, არ უნდა იყოს! ის მიიჩნევდა, რომ პარლამენტში შესვლა იქნებოდა სწორი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პარტიამ ბოიკოტის სასარგებლოდ მიიღო და შესაბამისად, განცხადება ყველა დეპუტატმა დაწერა.

– რებრენ­დინ­გი იმასაც გულის­ხმობს, რომ პარ­ტი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფიგუ­რე­ბიც დატო­ვე­ბენ?

– პარტია ცოცხალი ორგანიზმია და თუ ვინმე დატოვებს, ეს თავისი სურვილით მოხდება. პარტიას იძულებით არავის დაატოვებინებენ, თუმცა არ მგონია, ვინმემ დატოვოს.

– ზვი­ად, ამბო­ბენ, რომ  „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“,„სტრა­ტე­გია აღ ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ და  „ლე­ლო“  ახალ გა­ერ­თია­ნე­ბას  ქმნი­ან. ეს ნიშ­ნავს, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლურ­ი მოძრა­ობა მთა­ვა­რი ოპოზი­ცი­უ­რი ძალის სტა­ტუსს და­ა­კარ­გავს?

– ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა იმაზე მეტი რაოდენობა აიღო, ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ ერთად. მსგავსი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ მეც მსმენია, თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერ ივანიშვილია დასამარცხებელი გაერთიანებული ძალებით და ამის რეცეპტი ერთიანი, მონოლითური ოპოზიციაა. ამის შემდეგ, თუ ვინმეს გაშლა უნდა, პრობლემა არაა. მოკლედ, მსგავსი გაერთიანების შექმნას სკეპტიკურად ვუყურებ.

– ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თქვე­ნი კონკუ­რენ­ტი იქნე­ბა და  „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“, რო­გორც მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას, ჩა­ა­ნაც­ვლებს?

– ნაციონალურ მოძრაობას ვერ ჩაანაცვლებს... რვა წელია, ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის და აქამდე ვერ მოხერხდა ამ პარტიის დასუსტება, სტაბილურად მზარდი მხარდაჭერა აქვს. ამის საფრთხეს ვერ ვხედავ, უბრალოდ, თუ ვინმე ამას გააკეთებს, თავად დაზიანდება და საერთო ბრძოლას დააზიანებს.

– მმართვე­ლი პარტი­ის დამარ­ცხე­ბას, ორი ძლი­ე­რი, ოპო­ზი­ცი­უ­რი გაერ­თი­ა­ნე­ბა უკეთ ვერ შეძ­ლებს?

– გაერთიანებაში, ერთმანეთს შორის კოორდინაციას ვგულისხმობ, თორემ აუცილებელი არაა, პარტიების ერთ სუბიექტად გაერთიანება. ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები ნაციონალური მოძრაობაა.

– ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ბოიკოტის გარდა, ოპოზიციას რა კონკრეტული გეგმა აქვს?

– ბოიკოტი თვითონაა გეგმის ნაწილი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსგავსი ტიპის ბოიკოტი არ დაფიქსირებულა ანუ ეს ბოიკოტი პირველი ამოცანაა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. არ ვიცი, ელისაშვილი რატომ ლაპარაკობს... ზოგადად, შიდა საუბრები, რომელიც ელისაშვილმა გამოიტანა, ლამაზი არაა – მასვე ასუსტებს და მის პიროვნებაზე მეტყველებს. არ არის სწორი საქციელი მისი მხრიდან. ჩვენი გეგმა კონკრეტული პრეზენტაციაა, რომელსაც გავმართავთ. ბოიკოტს პლუს ზეწოლა, მშვიდობიანი აქციების სახით – ეს არის გასაღები ვადამდელი არჩევნებისთვის. ჩვენ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით გვინდა.

– ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ითხოვეთ?

– თარიღი გაზაფხულამდე მიიღწევა და თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად იქნება, რატომაც არა?!

ისე ელისაშვილის პარლამენტში შესვლას როგორ აფასებთ, ამით საკანონმდებლო ორგანოს მრავალპარტიულობის საკითხი გვარდება?

– არა! ინჯიამ გამოასწორა რამე? უბრალოდ, ელისაშვილი ახალგაზრდა ინჯიაა, მეტი არაფერი. როგორც ფრიდონ ინჯიას შესვლით არ შეცვლილა არაფერი, ასევე, არაფერი შეიცვლება ელისაშვილის დამატებით. პარლამენტს არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ მიიღებს კონსტიტუციის რეფორმას – 100 დეპუტატზე ნაკლები იქნება, რაც თავისთავად, ერთპარტიულ პარლამენტს ნიშნავს.

– მოკლედ, ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში კლა­ნურ დაპი­რის­პი­რე­ბას გა­მო­რიც­ხავთ, არა? 

– დიახ, მსგავსი რამ არ არსებობს, დისკუსია შეიძლება იყოს, მაგრამ დღეს პარტიაში კლანები არ არსებობენ. როცა მსგავსი რამ არსებობდა, ცუდი იყო, ვგულისხმობ 2016 წელს, ბოკერიას წასვლა რომ ახსენეთ პარტიიდან, მაგრამ დამთავრდა ყველაფერი ეს და არ ღირს ყურადღების გამახვილება. დღეის მდგომარეობით, პარტია ერთსულოვანია ივანიშვილთან ბრძოლის სტრატეგიასა და მიზნებში. ერთ აზრზე ვართ, რომ ვადამდელი არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი რეცეპტია.