კობა ხაბაზი: „პარტიიდან იქნება განკვეთილი!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აჭარაში ოპოზიციის საპროტესტო აქციები უკვე ორ თვეზე მეტია, გრძელდება. მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა. „ვერსია“ აჭარის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორსა და ლიდერს, კობა ხაბაზს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ სიცივის მიუხედავად, დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება:


- ბატონო კობა, რას ელოდებით, როდემდე აპირებთ პროტესტის ქუჩაში გაგრძელებას?

- ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ ჩვენი მოთხოვნების შედეგს. ეს მოთხოვნებია: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ცესკო-სა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრირებისა და დაკომპლექტების წესის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხშირად გვესმის ეს კითხვა - რამდენ ხანს შეიძლება, ეს პროტესტი გაგრძელდეს? - დავიწყოთ იქიდან, რომ ასეთი ბრძოლა შედეგს აუცილებლად მოიტანს და ხელისუფლებას უკანდახევა მოუწევს. ჩვენ არ ვაპირებთ, გავჩერდეთ. გუშინწინ გაიხსნა „თავისუფლების კვარტალი“ ხელვაჩაურში, გუშინ - ქობულეთში. ამ დღეებში გაიხსნება ზუგდიდში, ქუთაისში... „თავისუფლების კვარტალი“, თავისუფალი სივრცეები გაჩნდება ყველგან და როცა პროტესტი ასეთ შეუქცევად ხასიათს იღებს, აუცილებლად გამარჯვებით სრულდება. ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. შეიძლება, ბევრისთვის ეს უტოპიაა, მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს ჩვენს წარსულს და მსოფლიოს მაგალითებს, ვნახავთ, რომ არც ერთ ასეთ საპროტესტო მოძრაობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ხანგრძლივია, დროში დამღლელია, რთული ბრძოლაა, მაგრამ ასეთ პროტესტს ყოველთვის მოაქვს შედეგი.

- ანუ, ოპოზიცია ქუჩის პროტესტს შლის, აფართოებს და უფრო მასშტაბურს ხდის?

- რა თქმა უნდა, ეს აქციები გაიშლება, გაფართოვდება და უფრო შეუქცევად, მწვავე ხასიათს მიიღებს იქიდან გამომდინარე, რომ არჩევანი აღარ დაგვიტოვა ხელისუფლებამ.

- გასაგებია, მაგრამ ამის პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად, „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს მართავენ და შესაძლოა, პარლამენტში შესვლის ვერსიასაც განიხილავენ. საზოგადოება დაბნეულია და ამიხსენით, რა ხდება ოპოზიციაში?

- თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში ვიყავით და საუბარი იყო ოპოზიციაზე, ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა, მესაუბრა ოპოზიციის შესახებ, როცა ოპოზიციაში იყო სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა და მისწრაფების ადამიანი. იგივეა დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ არის ერთობა, ნამდვილად არ ვფიქრობ იმაზე და ვერ ვინერვიულებ, თუ რას გადაწყვეტს იგივე „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და ა.შ. ერთმანეთთან ნამდვილად არ ვაიგივებ, მაგრამ ვიცი, რომ უმთავრების ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელმაც აჩვენა ყველა არჩევნებში 2012 წლიდან დღემდე, ეს პარტია არის ძირითადი და ისევე როგორც ბევრი პარტია გამქრალა ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ასე გაქრება „ქართული ოცნებაც“, ზუსტად ვიცი, რომ დარჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები იმერყევებენ 2-დან 5%-მდე იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა ყოველთვის იყო გარიგება, ვაჭრობა და რაა უმთაავრესი მიზნის მიღწევა საქართველოს და არა საკუთარი პარტიის გამარჯვება.

- მოკლედ, კატეგორიულად დარწმუნებული ხართ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა?

- მე ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა, მაგრამ თუ ვინმეს სულსწრაფობამ, ცდუნებამ სძლია და შევიდა პარლამენტში, ის პარტიიდან იმ ადამიანების მიერ იქნება პოლკიტიკურად განკვეთილი, რომელმა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გაყალბებული არჩევნებითაც კი, მხარი დაუჭირა. იქნება განკვეთილი და შეუერთდება იმ 2%-იანი პარტიების ან პიროვნებების რიცხვს, რომლებიც არაერთი გვიანახავს ნაციონალური მოძრაობიდან წასული.

თათია გოჩაძე