გახარიას გუნდმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა - ვისთან ერთად აფუძნებს პარტიას ყოფილი პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 14 აპრილს, პარლამენტში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდი უმრავლესობას ტოვებს.

დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის მშენებლობას იწყებენ და ტოვებენ „ქართულ ოცნებას“.  

„ოცნებიდან წასული“ მაჟორიტარი დეპუტატები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი. აღნიშნული დეპუტატები პარლამენტში რჩებიან, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები და სამაჟორიტარო ოლქებში აგრძელებენ უფლებამოსილების განხორციელებას. 

 ცნობილია, რომ გახარია ქვოტით „ქართული ოცნების“ სიის დაახლოებით 30% არის შესული. კიდევ ვინ შეუერთდება გახარიას გუნდს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა საპარლამენტო კულუარებში ვარაუდოებნ, რომ შესაძლებელია, მათ ე.წ. კალაძის ქვიტით პარლამენტში შესული დეპუტატები დაემატონ.