შუმახერის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მერიბელი... 7 წლის წინ, 2013 წლის 29 დეკემბერს, დილის 11 საათზე, მეგობრებთან და უმცროს შვილთან, 14 წლის მიკთან ერთად, მერიბელის კურორტის ვილების ყველაზე ცნობილი მფლობელი მიხაელ შუმახერი სასრიალოდ გავიდა. გასვლიდან 11 წუთში, სამაშველო სამსახურმა შეტყობინება მიიღო, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი დაშავდა. მაშველები ადგილზე მალე მივიდნენ, შუმი აზრზე იყო, საუბრობდა და გონება არ დაუკარგავს. 20 წუთშ ტრაგედიის ადგილზე ვერტმფრენი დაჯდა, რომელმაც მიხაელი ჯერ ყველაზე ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, იქიდან კი გრენობლის კლინიკაში, რომელიც კონკრეტულად თავის ქალის ტავმებზეა სპეციალიზირებული. 8 საათის განმავლობაში შუმის 3 უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა და ის გადარჩა, თუმცა, აგერ უკვე მეშვიდე წელია, კომაშია. ოჯახმა მას კლინიკა სახლში მოუწყო და ამით მიხაელს უცხო თვალისგან და პაპარაცებისგან იცავენ.
გამოძიება 2014 წლის თებერვალში შეწყდა, ბრალი არავის წაუყენეს, ეს, უბრალოდ, უბედური შემთხვევა იყო. შუმი დაეშვა ტრასაზე, რომელიც თვალდახუჭული იცოდა, უბრალოდ, ინა დღით მოსული 20-სანტიმეტრიანი თოვლის გამო, ერთ-ერთი ქვა ვერ შენიშნა, მასზე ახტა, ჰაერში 10 მეტრი და 40 სანტიმეტრი იფრინა და მეორე ქვას პირდაპირ თავით დაეჯახა. ჩაფხუტის გამო, სიმძმე სწორედ თავისკენ იყო. ჩაფხუტი გატყდა და შუმახერმა უმძმესი ტრავმაც ამის შემდეგ მიიღო.
2021 წლის 21 მარტს, მელბურნში, ფორმულა-1-ის ახალი სეზონი იწყება. მთავარი მოვლენა კი 21 წლის მიკ შუმახერია, რომელიც მამის გზას აგრძელებს და ფორმულა-1-ის ბოლოდის საჭეს ოფიციალურად პირველად სწორედ მელბურნში მიუჯდება.

ბათო ჯაფარიძე