სიახლე - პრემიუმ კლასის ფრანგული კოსმეტიკა ALGOLOGIE- PSP-ში!

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პირველად საქართველოში, პრემიუმ კლასის პროფესიონალური ფრანგული კოსმეტიკა ALGOLOGIE („ალგოლოჟი“) უკვე PSP-შია! „ალგოლოჟის“ თავის მოვლის საშუალებების მთავარი შემადგენელი კომპონენტი ოკეანის წყალმცენარეებია. პროდუქტები მდიდარია А, В1, В3 (РР), В5, В6, В12, С, Е, К, D ვიტამინებითა და 17 დასახელების მიკროელემენტით. ასორტიმენტი აერთიანებს სახისა და სხეულის მოვლის მრავალფეროვან საშუალებებს. „ალგოლოჟი“ ააქტიურებს ჯანსაღი კანისთვის საჭირო ექვს ფუნქციას: ატენიანებს, კვებავს, ჟანგბადით ამარაგებს, აღადგენს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და გიცავთ. მოკლედ, ოკეანის ენერგია - იდეალური კანისთვის! რაც მთავარია, „ალგოლოჟი“ არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონსა და ფტალატებს!

„ალგოლოჟი“ პროფესიონალური ფრანგული კოსმეტიკაა, რომელიც სახლის პირობებში, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების სრულ ასორტიმენტს მოიცავს. ალგოლოჟის კვლევითი ლაბორატორია საფრანგეთში, ბრეის არქიპელაგის სიახლოვეს მდებარეობს. ეს კოსმეტიკა ზღვის სიღრმეებში მოპოვებული წყალმცენარეებისგან მზადდება.
ბრეის არქიპელაგთან ახლოს, გოლფსტრიმის დინება ხვდება ცივ, არქტიკულ დინებას და შედეგად, 4-კილომეტრიანი ქვიშის დიუნები ბუნებრივ ბარიერად გვევლინება, რომელიც ბრეის არქიპელაგის ზღვის არსებებსა და წყალმცენარეებს იცავს.

სწორედ აქ მოპოვებული, 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, სხვადასხვა სახის 800 წყალმცენარეს იყენებენებენ „ალგოლოჟის“ სახისა და ტანის მოვლის საშუალებების დასამზადებლად. მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად, წყალმცენარეებისაგან მიღებული აქტიური კომპონენტების გამოყენებით, უნიკალური ALGO-4 კომპლექსი შეიქმნა, რომელიც „ალგოლოჟის“ ყველა პროდუქტის შემადგენლობაში გვხვდება.
„ალგოლოჟის“ პროდუქცია 99.9%-ით ნატურალური კომპონენტებისგან მზადდება, რომელთა შემადგენლობაში არ შედის პარაბენი, სილიკონი და ფტალატები, რაც კანს აზიანებს. უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, თავის მოვლის ამ საშუალებებს აქვთ უნარი, რომ სხვადასხვა დონეზე, კანის უჯრედებს უწყვეტად მიაწოდონ წყალმცენარეების გადამუშავებით მიღებული აქტიური კომპონენტები.

რატომ წყალმცენარეები? - იმიტომ, რომ წყალმცენარეები ზღვის წყლისგან სასარგებლო მინერალებისა და მიკროელემენტების შეწოვის უნარით გამოირჩევიან. მათ ძლიერი თავდაცვითი უნარებიც გააჩნიათ, რითაც სხვა მცენარეებისგან განსხვავდებიან. წყალმცენარეები მარტივად ეგუებიან არახელსაყრელ გარემოსაც. ისინი დიდი ოდენობით შეიცავენ А, В1, В3 (РР), В5, В6, В12, С, Е, К, D ვიტამინებსა და ისეთ მინერალებს, როგორებიცაა იოდი, რკინა, კალციუმი, ქლორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი და სელენი... ყველაფერს, რაც კანის სიგლუვისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი.
წყალმცენარეები პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროა, რაც კანის ლიპიდური ბარიერის აღდგენისთვის საჭირო „საშენი“ მასალაა.
რაც მთავარია, ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს, რომ სახისა და სხეულის მოსავლელად საუკეთესო პროდუქცია აირჩიოს, რომლის ყველა ინგრედიენტის შესახებ იცის და
რომელსაც ენდობა.

 

მაია მიშელაძე