შვედეთში ალცჰაიმერის საწინააღმდეგო წამალი შექმნეს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვედეთში, ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს. უპსალას უნივერსიტეტის სწავლულებმა ახალი საშუალება შეიმუშავეს, რომლის ზემოქმედებაც პრინციპულად განსხვავდება დღეს უკვე არსებული პრეპარატებისგან. სიახლის ავტორები ვარაუდობენ, რომ მათ მოახერხეს და მსოფლიოში პირველი პრეპარატი შექმნეს, რომელიც დაავადების განვითარებას აჩერებს. აქამდე არსებული პრეპარატები კი ამ დაავდების სიმპტომატიკას ამსუბუქებდნენ.
წამალს 800 პაციენტზე გამოცდიან, რომლებსაც ევროპული ქვეყნებიდან, აშშ-სა და კანადიდან შეარჩევენ. სწავლულები იმედოვნებენ, რომ ორი-სამი წლის შემდეგ, უკვე ექნებათ პასუხი კითხვაზე, ნამდვილად შეუძლია თუ არა მათ პრეპარატს ალცჰაიმერის განვითარების შეჩერება. თუ შედეგები დადებითი აღმოჩნდება, წამალი ბაზარზე 5-6 წელიწადში გამოჩნდება.