„სულ იმის შიში მაქვს, ბავშვები შიმშილით არ დამეხოცოს!“

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენი - ჩემი და თქვენი საქართველო აქ არის - ღვთისმშიბლის წილხვედრი, მრავალეთნიკური და... ობოლი. დიახ, ჩვენი საქართველო აქ არის, აქ, სადაც ძალიან ბევრი გაჭირვებული ცხოვრობს, გაჭირვებული, რომელსაც ზოგიერთი დეპუტატი ვერ ხედავს - ეს რეალური საქართველო მათი საქართველოსგან განსხვავდება! ჟანა მამუდოვაც სხვა საქართველოს მკვიდრია - გლდანში, მიტოვებულ ვაგონში 13 წლის შვილსა და ობოლ, 10 წლის დისშვილთან ერთად ცხოვრობს. ენითაუწერელი გაჭირვების, სიცივისა და შიმშილის მიუხედავად, ჟანა და ბავშვები ცდილობენ, ერთმანეთი გაამხნევონ და გაჭირვების ყოველდღიური რუტინა წამიერად მაინც დაივიწყონ. 10 წლის სალომე ექვსის იყო, დედა გულისმანკით რომ გარდაეცვალა, მამაც რამდენიმე წელში დაკარგა და... დარჩა დეიდისა და დეიდაშვილის ამარა.

 ***

„2005 წლიდან აქ ვცხოვრობთ მე ,ლუკა, ჩემი და და მისი შვილი სალომე... ჩემს დას გულის პრობლემები დაეწყო, დიაგნოზი გულის მანკი აღმოჩნდა... რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ გადარჩენა ვერ შევძელით. სალომეს მალე მამაც გარდაეცვალა და დაობლებულ დისშვილზე მზრუნველობა ჩემს თავზე ავიღე, რადგან ჩემს გარდა, არავინ ჰყავს...

ერთად დავადექით გაჭირვების იმ გზას, რომლითაც დღემდე მივდივართ. შიმშილისა და არქონის მიუხედავად, ბავშვები ამას არსდროს მაგრძნობინებენ და  სულ ცდილობენ, ამაზე ნაკლებად ისაუბრონ - არ უნდათ, თავი ცუდად ვიგრძნო. ბევრს ვთხოევთ დახმარება, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. კოვიდპანდემიას, შიმშილის გარდა, სხვა პრობლემებიც დაერთო, ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერი და ინტერნეტი, რომ გაკვეთილების მოსმენა შეძლონ - განათლებას ვერ იღებენ. ამაზე ძალიან ვნერვიულობ, მინდა მიიღონ განათლება, რათა უკეთესი ცხოვრებით იცხოვრონ დაა აისრულონ ყველა ოცნება.

სულ იმის შიში მაქვს, ბავშვები შიმშილით არ დამეხოცოს! იქნებ, ვინმემ გვიშველოს!

საკვებს გამგეობის სასადილოდან ვიღებთ, მაგრამ ბავშვები იწამლებიან და ვერ ჭამენ, ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი დარდია, დილის 5 საათიდან ვმუშაობ, რომ ბავშვებმა რაღაც საკვები მიიღონ, სხვა შემთხვევაში, ვერ იცოცხლებენ. ჩვენნაირი ძალიან ბევრია, მოვითხოვ ხელისუფლებისგან, მოხედოს ჩვენნაირ ხალხს, რადგან ახლა ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება დახმარება.

სექტემბერში სკოლისთვის ძალიან უნდოდათ ტანსაცმელი ბავშვებს, სხვებს რომ უყურებდნენ, ყიდულობდნენ, მთელი ჩემი ხელფასით, რაც საკვებისა და არსებობისთვის გაგვაჩნია, ტანსაცმელი ვუყიდე, მას შემდეგ აღარ იხდიდნენ, ისე უხაროდათ, მგონი, ცხოვრებაში პირველად იყიდეს ტანსაცმელი,“ - ამბობს ჟანა.

 

****

დიახ, ჟანა „სხვა საქართევლოს“ შვილია! ამ სხვა საქართველოს „ზემოთ“ ვერ ხედავენ. იქ, „ზემოთ“ ჰგონიათ, რომ ამ „სხვა საქართევლოში“ ადამიანები დალხენილად ცხოვრობენ, არადადა, ჩვენს გევრდით ბავშვები შიმშილის პირას არიან!

ბატონებო, დროა, გაახილოთ ეგ ფართოდ დახუჭული თვალები და რეალობა აღიაროთ - თქვენს გევრდით არიან ადამიანები, რომლებიც შიმშილით კვდებიან!

ნუკი გაგულიძე