მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. მინისტრის მოადგილემ - ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს ახალი დირექტორები პირადად წარუდგინა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
 
ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს.
 
პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.