მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავტოპარკის განახლებას აგრძელებს. მომსახურების ხარისხისა და საიმედოობის ამაღლების მიზნით, დაცვის პოლიციის არსებულ ავტოპარკს 31 ახალი სპეციალიზირებული ავტომობილი დაემატა.

ინკასაციის სამმართველოს გადაეცა 10 ერთეული მაღალი გამავლობის „Mitsubishi L-200” მოდელის პიკაპის ტიპის, მაღალი დონის შეჯავშვნის ავტომობილი, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიან და რთულ კლიმატური პირობებში ფულადი სახსრებისა და ძვირფასი ნივთების გადაადგილებისა და დაცვისთვის; 8 ერთეული „ფორდის“ მოდელის დაჯავშნული მიკროავტობუსი როგორც საქალაქთაშორის, ასევე ქალაქში ინკასირებისათვის, და 2 ერთეული მაღალი ტვირთამწეობის „ივეკოს“ ფირმის სპეციალური ავტომობილი მოცულობითი ტვირთების ინკასირებისათვის.
დაცვის პოლიციის ტექნიკური სამსახურს დაემატა 6 ერთეული “რენო დოკერის“ მოდელის სპეციალიზირებული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური ჯგუფების მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა უახლესი მოწყობილობით, ტექნიკური საშუალებების დროული და ხარისხიანი მონტაჟისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.
მოძრავი ტვირთების და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს გადაეცა 5 ერთეული „შკოდა სკალას“ მოდელის ავტომობილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არაგაბარიტული და საშიში ტვირთების დაცვა-გაცილებას მოემსახურება.