გზების მოყინვას ასფალტი ებრძვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელმა სწავლულებმა შექმნეს დანამატი, რომელიც ასფალტთან შეხებისას თოვლის დნობას იწვევს. ასეთი საფარი მარილისა და ქვიშის ალტერნატივა უნდა გახდეს, რომელსაც თოვლში, გზებზე შლიან. ამ დანამატის შემცველი ასფალტი კი თავად გამოყოფს მოყინვის საწინააღმდეგო ნივთიერებებს. მკვლევარებმა აცეტატის საფუძველზე შექმნეს მარილი, რომელიც ქლორიდებს არ შეიცავს - ტრადიციულად, სწორედ ისინი ებრძვიან ყინვას გზებზე. მარილი ქლორიდების გარეშე არც ისე საზიანოა გარემოსა და მანქანებისთვისაც. გარდა ამისა, ის ეფექტიანია დაბალ ტემპერატურაზეც. მკვლევარებმა ცდები რეალურ ავტომაგისტრალზე ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ ასფალტი, ახალი დანამატით, მასზე დაცემული თოვლის დნობას იწვევს. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ ასეთი მოდიფიცირებული გზის საფარი მოყინვის საწინააღმდეგო თვისებებს შვიდი-რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.