რომელი სართულია საცხოვრებლად ყველაზე კარგი?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სპეციალისტების აზრით, ადამიანის კომფორტული ცხოვრება მოითხოვს მაგნიტური ველის სასურველ ფიქსირებულ დონეს. მათი აზრით, მაღალ სართულებზე ცხოვრება საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან გარკვეულ სიმაღლეზე მაგნიტური ველი მცირდება, რასაც შეუძლია, ადამიანის იმუნური სისტემა შეასუსტოს, გამოიწვიოს ნერვული აშლილობები და გულსისხლძარღვთა დაავადებები. ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, საცხოვრებლად ყველაზე შესაფერისი ვარიანტია ბინის მდებარეობა მეშვიდე-მერვე სართულამდე. გარდა ამისა, ექსპერტებმა ისიც შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს მაგნიტურ ველზე ის საშენი მასალები, რომლებითაც აგებულია შენობები. აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სახლის კედლები ბეტონითაა აშენებული, მაგნიტური ველის ეფექტი 10%-ით მცირდება, აგური ველს 7%-ით ასუსტებს, ხოლო ხე - მხოლოდ 1%-ით. ასე რომ, ყველაზე სასურველი და სასარგებლო საცხოვრებელი სახლები ხისგან ყოფილა აგებული.