ბანკის თანამშრომლის რიტუალური მკვლელობა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 

„მამაკაცის წვერი თეფშზე იყო დამწვარი, ამოჭრილი ენის ნაწილი კი - კედელზე ლურსმნით მიჭედებული“

 

ბათო ჯაფარიძე

 

მიმდინარე წელს, საბანკი სექტორს უკვე ორ მილიარდიანი მოგება აქვს. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან დიდი ციფრია, რადგან ამ თანხის 70%-ზე მეტი პროცენტის გადასახადზე მოდის. რეალურად, საქართველოში ბანკებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტი აქვთ, იგივე, ევროპასთან შედარებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ავსტრიაში ბანკის პროცენტი, მაქსიმუმ, 3-ია, ესპანეთში - 4-დან 6-მდე, ინგლისში კი, საერთოდ, 2%-ზე მუშაობენ. ჩვენთან კი, გირეკავს ოპერატორი და გთავაზობს სესხს ეფექტური 17%-ით და შემდეგ ეს ციფრი ისე სცდება 50-ს, როგორც არაფერი. წესითა და რიგით, ბანკის თანამშრომლებს სხვებისგან განსხვავებულიმაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ქვედა რგოლს არ ეხება - მაღალი ჯამაგირი მხოლოდ ხელმძღვანელობას აქვს, ქვედა რგოლს კი ისე, როგრც სხვაგან, მხოლოდ იმდენი, საარსებოდ რომ ეყოს.

 

„ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს და მაშნვე პანიკა ატყდა. პანიკა იმის გამო კი არ იყო ატეხილი, რომ ახალგაზრდა კაცი იყო მოკლული, არამედ იმის გამო, რომ ის მარტო ცხოვრობდა, ნაქირავები ბინა ჰქონდა და... ბანკიდან დიდი კრედიტი ჰქონდა მიღელი. პარალელურად,ბანკთან გაფორმებულ კონტრაქტშ მას ეწერა, რომ სამსახურს არ მიატოვებდა იქამდე, ვიდრე კრედიტს არ დაფარავდა. ამით ბანკმა ორი კურდღელი დაიჭირა - კრედიტი გასცა და სარგებელს აუცილებლად მიიღებდა და პროფესიონალი თანამშრომელიც „დააბა“. ბანკის მმართველი ყველაფერს ანგრევდა, ეს რა დაგვემართა, ახლა კრედიტს ვინ დამიფარავსო. საუბარი, დაახლოებით, 50 ათას ლარზე იყო, რომლის კვალიც სახლში ჩხრეკის შედეგად ვერ ვნახეთ“, - გვიყვება მორიგისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გარდაცვლილს წვერი ჰქონდა აპარსული, რომელიც იქვე, თეფშზე იყო დამწვარი, ხოლო ამოჭრილი ენის ნაწილი - კედელზე, ლურსმნით მიჭედებული. ყველაფერი ეს ძალიან, ძალიან ჰგავდა რაღაც რიტუალურ მკვლელობას, მაგრამ ვის რაში სჭირდებოდა ბანკის რიგითი თანამშრომელი? თანაც, ის თითქოს არც რამე სექტაში იყო შემჩნეული და მეგობრებიც ამბობდნენ, რომ რიგითი მარტოხელა ახალგაზრდის ცხოვრებას ეწეოდა - იკვებებოდა, ძირითადად,გარეთ. მართალია, მეგობარი გოგონაც ჰყავდა, მაგრამ მას არცერთი მეზობელი და არცერთი თანამშრომელი არ იცნობდა, რადგან სწორედ ამ გოგოსთან რჩებოდა ხოლმე და სახლში არ მოჰყავდა.სამომავლოდ გამდიდრებას აპირებდა და... არავინ იცოდა, რაში სჭირდებოდა თანხა, რომელიც,პრაქტიკულად, მონური პირობებით მიიღო და რაც მთავარია, სწორედ ამ პირობების გამო, ის ვერ წავიდოდა სამსახურიდან რამდენიმე წლის განმავლობაშ და ვერც პრეტენზია ექნებოდა ხელფასის მომატებაზე.

„ყველაფერი ეს ჯადოქრის ბრალია. ჰო, ჯადოქრის, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენი ბანკის თანამშრომლებს გადაეკიდა და მის ყველა სურვის უსიტყვოდ ასრულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაი, ის მათ დისტანციურად გუდავს და თუ არ დათანხმდებიან, მართლა კლავს. ეს რამდენიმე ადამიანმა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა, ხმამაღლა ვერ ამბობენ, ვერც ჩივიან, რადგან იციან, რომ ჯადოქარს ყველაფერი გათვლილი აქვს და მათ დისტანციურად დახოცავს“, - როცა გამომძიებელს ეს სიტყვები ბანკის რისკების განყოფილების ერთ-ერთმა მთავარმა გამწევმა ძალამ უთხრა, სამართალდამცავმა გაოცებისგან პირი დააღო. იმიტომ კი არა, რომ ჯადოქრის უძლეველობის ირწმუნა, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცას ასეთი სისულელის სჯეროდა და ის ვიღაც, ბანკში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა ყველაზე საინტერესო წინ იყო. პირები, რომლებიც ჯადოქარს ჰყავდა გავლენის ქვეშ მოქცეულები, დათხვაზე დაიბარეს.

„ეს იყო სრული კატასტოფა, ადამიანთა დაშტერების თუ დაჰიპნოზების ტიპური შემთხვევა. ზრდასრული კაცები და ქალები საუბრობდნენ იმაზე, რომ ჯადოქარი დისტანციურად ახერხებდა მათთვის სასუნთქი გზების გადაკეტვას და ისინი, უბრალოდ, გონების დაკარგვამდე მიდიოდნენ. შემდეგ კი, როცა მის პირობას თანხმდებოდნენ, ეს ხუთვები სადღაც ქრებოდა. რაც მთავარია, პრაქტიკულად, ყველა მათგანი დარწმუნებული იყო, რომ ჯადოქარი...მოკლული თანამშრომელი გახლდათ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ის, რომ ჯანმრთელობის პრობლემები რეალურად ექმნებოდათ, დასაჯერებელი იყო, რადგან ამას გრძნობდნენ, მაგრამ როგორ ან რანაირად შეიძებოდა დისტანციურად ხუთვის გამოწვევა?ამიტომ, გამოძიებამ გადაწყვიტა და ყველას, ვინც თავს ჯადოქრის მსხვერპლად თვლიდა, სისხლისანალიზი აუღ. გასარკვეი იყო, ხომ არ მოიხმარდნენ ისინი რამე პრეპარატს, რომელიცყველაფერ ამას იწვევდა. დაკითხვის დროს, არავინ არაფერი თქვა, ყველა მხრებს იჩეჩდა, რა პრეპარატი და რა შეგნებულად წამლის მიღებაო? ყველაფერთან ერთად, სამართალდამცავები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ ამბავი არ გახმაურებულიყო, რადგან სარიტუალო მკვლელობა მაინცდამაინც სასიამოვნო მოსასმენი არაა და შესაძლებელი გახლდათ, თუნდაც იმ უბანში, სადაც დანაშაული მოხდა, პანიკა დაწყებულიყო, ან ვინმეს ეთქვა, რომ მანიაკი გამოჩნდა, რაც ძიებას ხელს შეუშლიდა.

ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა, რომ ყველა მაგანს სხეულში ჰქონდა წამალი, რომელიც სუნთქვის პრობლემებს იწვევს. უფრო ზუსტად, ორი პრეპარატი, რომელთა ერთმანეთთან ზემოქმედება სასუნთქი გზების დახშობა მოჰყვება, მაგრამ როგორც წესი, ამ პრეპარატებს არცერთი ექიმი ერთად არ ნიშნავ, ახლა კი, რამდენიმე ადამიანს ერთდროულად ჰქონდა არათუ დანიშნული, არამედ, მიღებული კიდეც. ახლა საჭირო იყო იმის გარკვევა, ხომ არ ჩაიტარეს ბანკის თანამშრომლებმა კვლევები ერთდროულად და თუ ჩაიტარეს, სად? თუმცა, ბანკში მისულებმა გაარკვიეს, რომ მათ ხელშეკრულება ჰქონდათ ერთ-ერთ კლინიკასთან, რომელიც კორპორატიულად ემსახურებოდა და თანამშრომლები სხვკლინიკებს, უბრალოდ, არ აკითხავდნენ. გაირკვა ისიც, რომ ჯადოქრის მსხვერპლ პროცედურაზე ერთსა და იმავე ექიმთან, ახალგაზრდა გოგონასთან დადიოდნენ. ამ გოგონას ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა და მართლაც, ამბობდნენ, რომ საოცარი ექიმი იყო, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, პაციენტებში უდიდესი ნდობით სარგებლობდა.

სამართალდამცავებმა ისი გარემოცვის შესწავლა დაიწყეს. გოგოს მშობლები ადრე დაეღუპა, როდესაც4 წლის იყო და ბიძამ გაზარდა. სკოლის დამთავრებისას, ბიძაც დაეღუპა და სულ მარტო დარჩა, თუმცა სამედიცინოზე ჩააბარა. ყველა აღიარებდა, რომ უნიჭიერესი იყო და რასაც მიაღწია, მხოლოდ საკუთარი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის წყალობით. გამორიცხული იყო, რამე შეშლოდა და პრეპარატები ერთმანეთში არეოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შეგნებულად გადაწყვიტა ბანკის თანამშრომლების მოწამვლა, მაგრამ, რატომ?

მოკლული ბიჭის სურათი ექიმის მეზობლებს ვანახეთ და მათ დაგვიდასტურეს, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას არცთუ იშვიათად სტუმრობდა და ისინი მალე დაქორწინებას აპირებდნენ. წრე შეიკრა, მაგრამ მიზეზი და საბაბი იმისა, რის გამო შეიძლებოდა ახალგაზრდა, პერსპექტიული ექიმი ასე მოქცეულიყო, არ არსებობდა. თანაც, ჩვენ, პრაქტიკულად, მტკიცებულებები არ გვქონდა, მაგრამ ის კი უკვე ზუსტად ვიცოდით, რომ გოგონა სქემის ნაწილი იყო და ჯადოქრის შესახებ არათუ ყველაფერი იცოდა, არამედ, მას აქტიურად ეხმარებოდა კიდეც“, -გვიყვება ბატონი თენგიზი.

რაც მთავარია, ჯადოქარი ბანკის თანამშრომლებს არ სთხოვდა ფულს ან სხვა მატერიალურ სიკეთეს. ის ითხოვდა, რომ მათ ზიანი მიეყენებინათ ბანკისთვისანუ ბანკს რომ ეზარალა - გაკოტრებულიყო, ფული დაეკარგა და ვერავინ ხვდებოდა, ამას რისთვის ითხოვდნენ. სამართალდამცავებმა ექიმის ბინის ჩხრეკის ორდერი აიღეს და შინ საღამო ხანს დაადგნენ. გოგონა ძალიან მშვიდად შეხვდა პოლიციელებს და სახლის ჩხრეკის უფლება მისცა, მაგრამ სავარაუდოდ, არ ელოდა, რომ ნივთების ძებნის გარდა, თითის ანაბეჭდებსაც აიღებდნენ და სწორედ ამ თითის ანაბეჭდებით დაამტკიცეს, რომ გარდაცვლილი ბინაში ნამყოფი იყო. ექიმის კაბინეტის ჩხრეკის შემდეგ კი დადგინდა, რომ პრეპარატები, რომლებსაც ბანკის თანამშრომლები იღებდნენ, მასთან ინახებოდა და ის... კონკრეტულ დროს ასმევდა, როგორც ახალ, ულტრათანამედროვე ვიტამინებს.

თქვენ იცით, ჩემი მშობლები რატომ დაიღუპნენ? ამ ბანკის კრედიტი აიღეს, შემდეგ, როგორც შევარდნაძის დროს ხდებოდა, საქმეში ქურდები ჩაერივნენ და ჩემი მოკვლით დაემუქრნენ.მშობლებმა, უბრალოდ, ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს და სახურავიდან გადხტნენ. მე ასე გადავრჩი. მას შემდეგ, ეს ბანკი მძულს და ვცდილობდი, როგორმე,შური მეძია. შანსი მაშინ მომეცა, როცა ჩვენი კლიენტები გახდნენ. ის შტერი შეგნებულად გავიცანი, ეგონა, მასზე მზე და მთვარე ამომდიოდა. მერე გეგმაც გავუზიარე და დამთანხმდა. ეგონა, რომ ჯერ საბანკო ოპერაციებს გავაკეთებინებდით, მერე კი დიდ ფულს გადავარიცხინებდით საზღვარგარეთ და გავიქცეოდით. როცა აღარ მომასვენა, საკმარისია, წავიდეთო, უბრალოდ, შემომაკვდა, ხელი ვკარი და ცუდად დაეცა. სარიტუალო ელფერის მიცემა ამის შემდეგ მოვიფიქრე. კრედიტიც იმ მიზნით აიღო, რომ გავიქცეოდით და ფულს არავინ მოთხოვდა. ზუსტად ვიცოდი დრო, როცა პრეპარატი იმოქმედებდა, მე კარგი ექიმი ვარ და სწორედ მაშინ ვარეკინებდი „ჯადოქარს“, რომელიც საუბარს 5-7 წუთის განმავლობაში წელავდა, ამის შემდეგ პრეპარატი მოქმედებას წყვეტდა. ვნანობ თუ არა ჩადენის? ვნანობ იმას, რომ ბანკი ვერ გავანადგურე“, -განაცხადა ექიმმა.