"ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს შესახებ" - ჩანგპენგ ჟაო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ჩანგპენგ ჟაო წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს.

„დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოზე“,-აღნიშნავს ჩანგპენგ ჟაო.