"ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ითვალისწინებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, წელსვე ამ მიზნით 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილებისთვის ბინების მშენებლობა. 7 000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს“, – განაცხადა პრემიერმა.