ყავა კანს აახალგაზრდავებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლოდროინდელი გამოკვლევების მიხედვით, ყოველდღიურად ორი ფინჯანი ყავის დალევა კანის დაბერების პროცესს აფერხებს, რაც სასმელში არსებული ანტიოქსიდანტების წყალობითაა შესაძლებელი. ეს აღმოჩენა სკრენტონის უნივერსიტეტის სწავლულებს ეკუთვნით. მკვლევარები უარყოფდნენ მოსაზრებას, რომლითაც მზე და სუფთა ჰაერი ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთი სახის უჯრედის დაბერებას იწვევს. საქმე ისაა, რომ ჟანგბადი უჯრედის დაშლას პროვოცირებს, ქარს კი შეუძლია კანის დაჭკნობის პროცესი დააჩქაროს. თავის მხრივ, ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ყავა შეიცავს, ჟანგბადის საშიში ფორმების ანუ თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზებას ახდენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევებმა „ღვთაებრივი სასმელის“ სხვა პოზიტიური თვისებებიც აღმოაჩინა. კერძოდ, ყავა თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, რადგან იმ ნაწილზე ზემოქმედებს, რომელიც ყურადღებასა და მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. მეცნიერების თქმით, ყავას შეუძლია, ადამიანს სიბერეში თავიდან ააცილოს მეხსიერების დაკარგვა და დაბნეულობა, შეამციროს დიაბეტის რისკი, ასევე, ღვიძლის ციროზის განვითარების ალბათობა.