ჯერ ჭამა, შემდეგ - საქმე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვლევის შედეგად, გერმანელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ ადამიანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჭამის შემდეგ უნდა მიიღოს, რადგან სისხლში შაქრის დონის მატება ტვინის უჯრედების მუშაობას აუმჯობესებს. კვლევის პერიოდში მოხალისეები სხვადასხვა ტესტს გადიოდნენ. შედეგად გაირკვა, რომ იმ მონაწილეებმა, რომლებმაც ტესტირების წინ ტკბილი სასმელი მიირთვეს, უფრო სწორი და გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მიიღეს. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ასეთი დამოკიდებულება ენერგიის მატების გამო ვლინდება და დანაყრებულ მდგომარეობაში ადამიანი მზადაა, სერიოზული დავალებების შესასრულებლად. სისხლში შაქრის დაბალი დონის შემთხვევაში კი, ორგანიზმი მოდუნებულია და ამ დროს ადამიანი საქმეზე მეტად, ჭამაზე ფიქრობს.