კაკალი სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ზრდის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველდღიურად ნიგვზის მოხმარება ნაწლავებში ზრდის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სწავლულები პენსილვანიის უნივერსიტეტიდან. მათ ექსპერიმენტები ჩაატარეს, რომელშიც 30-დან 65 წლამდე ასაკის ჭარბი წონის მქონე მოხალისეები მონაწილეობდნენ. მათ დიეტაში ნაჯერი ცხიმები შეცვალეს კაკლითა და მცენარეული ცხიმებით. ექვსკვირიანი ექსპერიმენტის შემდეგ გაირკვა, რომ ნიგვზის ყოველდღიური მოხმარება იწვევს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდას ნაწლავებში. დღეში 50-80 გრამი ნიგოზიც კი, დადებით გავლენას ახდენს ნაწლავების მიკროფლორაზე, ამცირებს გულის დაავადებების რისკს და ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებას, - აცხადებენ ექსპერტები.