„მესამე თვალი“ სმარტფონებში თავჩარგულებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ კორეელმა დიზაინერმა, 28 წლის მინ-ვუკ პენგმა „მესამე თვალი“ შექმნა. ესაა რობოტი-მოწყობილობა მათთვის, რომლებიც სმარტფონებს თავს ვერ აღწევენ. „დევაისი“ შუბლზე მაგრდება და მომხმარებელს ეხმარება, სხვა ადამიანებთან ან ობიექტებთან შეჯახებას აარიდოს თავი. მექანიკური თვალი აქტიურდება, „აღებს“ ხელოვნურ, გამჭვირვალე ქუთუთოს ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი თავს ჩაღუნავს ტელეფიონში ჩასახედად. როდესაც მომხმარებელი რამე ზღუდეს ერთ-ორ მეტრზე უახლოვდება, მოწყობილობა ხმოვან სიგნალს გამოსცემს და მას პოტენციურ საფრთხეზე აფრთხილებს. მოწყობილობის შექმნაზე ავტორს სულ ექვსი კვირა დასჭირდა. ის სეულის ქუჩებში უკვე გამოსცადეს. როდის გამოუშვებენ „დევაისს“ სერიულად, ჯერჯერობით, უცნობია.