თუკი ჭურჭლის კარადაში გაქვთ "ემბიშენ ჯუნიორის" ფირმის საბავშვო ჭურჭელი, სასწრაფოდ მოიშორეთ! - სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგაშო ინფორმაცია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუკი ჭურჭლის კარადაში გაქვთ "ემბიშენ ჯუნიორის" ფირმის საბავშვო ჭურჭელი, სასწრაფოდ მოიშორეთ. ევროკავშირის შესაბამისმა სამსახურებმა მასში მძიმე მეტალი, ტყვია აღმოაჩინეს. სწრაფი განგაშის სისტემით კი გზავნილი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.

საქართველოში ჭურჭელი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის, მაგრამ ხარისხი შემომტანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. რას შეიცავს ჭურჭელი, ეს უმეტეს შემთხვევაში უცნობია როგორც გამყიდველისთვის, ისე მყიდველისთვის.

უკვე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ პოლონური კომპანიის მიერ ჩინეთში წარმოებული საბავშვო ჭურჭელი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

➡ მიმდინარე წლის 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით,  სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ მიიღო  შეტყობინება (2022.4294), რომლის მიხედვითაც პოლონეთის  კომპეტენტურმა სამსახურმა  ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა   ჩინური წარმოების -He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან (საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან), ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2). 

➡ საქართველოში აღნიშნული პროდუქციის - თეფშები -

Ambition Junior, დიამეტრი-19 სმ,  რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB, მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ - სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“. სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე  შეძენილი აქვს შეტყობინებაში მითითებული  ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ  იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ვერსია“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა:

„სწრაფი განგაშის სისტემით მივიღეთ შეტყობინება, რომ პოლონეთში კვლევისას გამოავლინეს ტყვიის შემცველობის კერამიკულ ჭურჭელი.

როდესაც ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესაბამისი უწყებები ლაბორატორიული კვლევით დაადგენენ რომ გარკვეული პროდუქციაა სტანდარტებს არღვევს, სწრაფი განგაშის სისტემით ავრცელებენ ინფორმაციას, ქვეყნებში სადაც, სიცოცხლისთვის საზიანო პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.

ამ ეტაპზე მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, რომელიც ქვეყანაში შესვლამდე პროდუქციის ხარისხს გააკონტროლებს, იგივე პრინციპით გავრცელდა ინფორმაცია ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც აღნიშნული მავნე პროდუქცია შევიდა. RASFF- ის სისტემა ევროპის ყველა ქვეყანაში აპრობირებულია, ჩვენ ყველა სტანდარტის დაცვით  გავავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ აღნიშნული სისტემის მეშვეობით.

შემდგომში იმპორტიორს დაევალა პროდუქციის ამოღება, თუმცა კანონის მიხედვით მისი დაჯარიმება არ ხდება, მავნე პროდუქციის ამოღება ბუნებრივია მის განადგურებას ითვალისწინებს.“ - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი