იაპონელების დღეგრძელობის საიდუმლო გაშიფრეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყნის მცხოვრებლების სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ხალხებთან შედარებით დიდია, რაც მათი კვების განსაკუთრებული სისტემის დამსახურებაა. საშუალოდ, იაპონელები 84 წელს ცოცხლობენ. ქვეყნის ყველაზე უხუცესი ადამიანი 1903 წელს დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მათ მაინცდამაინც არ უყვართ სპორტი, მაგრამ ახერხებენ კვების ისეთი სისტემის ფორმირებას, რომლითაც ჯანმჯრთელობასა და ტონუსს ინარჩუნებენ. იაპონელების კვების პირველი წესი მრავალფეროვნებაა. ყოველი ჭამისას, მენიუშია: ხორცი, ბოსტნეული, თევზი, ბრინჯი და ხილი. მეორე წესია საკვების ნელა დაღეჭვა, რაც საშუალებას იძლევა, ნაკლები მიირთვან და საკვების გემოც კარგად შეიგრძნონ. გარდა ამისა, იაპონელები საკვებს ძალიან არ ამუშავებენ, შემწვარს იშვიათად მიირთმევენ, პროდუქტს ძირითადად ორთქლზე ამზადებენ ან ხარშავენ. მეოთხე წესი, რომელსაც იაპონელები მისდევენ, ასეთია - სჯობს, მიირთვა თევზი ან ზღვის პროდუქტები, ვიდრე ხორცი, რადგან მასში ჯანმრთელობისთვის მავნე უამრავი ელემენტია, რაც სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს.