რესტორანი ინტროვერტებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიუ-იორკში, ინტროვერტებისთვის კიდევ ერთი უნიკალური იაპონური რესტორანი გაიხსნა. ბრუკლინში მდებარე დაწესებულების მფლობელები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ მათთანაა შესაძლებელი, ბოლომდე შეიგრძნოთ კერძის გემო და ისიამოვნოთ მისით. „ეს რესტორანი სადილობის ჩვეულებრივი ამერიკული მეთოდის საპირისპიროა, რადგან ხშირად, ვიღაცასთან ერთად მივირთმევთ და დიდად არ ვამახვილებთ ყურადღებას საჭმელზე. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა“, - ამბობენ რესტორნის თანამშრომლები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კლიენტებს დაწესებულების პერსონალთანაც კი არ აქვთ ურთიერთობა. კერძების შეკვეთა და თანხის გადახდა რესტორანში შესვლისას, ავტომატის საშუალებითაა შესაძლებელი.