მეხანძრემ ცხენს სირბილში აჯობა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდ ბრიტანეთში, ყოველწლიური რბოლა „ადამიანი ცხენის წინააღმდეგ“, 37 წლის მეხანძრის გამარჯვებით დასრულდა. როგორც „ბი-ბი-სი“ გვატყობინებს, ტრადიცულად, რბოლა უელსში გაიმართა. 36-კილომეტრიანი დისტანციის გავლას რიკი ლაიტფუტმა 2 საათი და 22 წუთი მოანდომა. მან რბოლაში მონაწილე 1000 ადამიანსა და 50 ცხენს აჯობა. თუმცა, ფინიშის ხაზის გადაკვეთისას, ის დარწმუნებული არ იყო გამარჯვებაში, რადგან ადამიანები და ცხოველები ცოტა განსხვავებული მარშრუტით მოძრაობდნენ. მოგვიანებით რიკიმ ჟურნალისტებთან აღიარა, რომ რბოლამდე 29 საათი არ უძინია, რადგან უელსში ტენერიფედან ჩავიდა. ყოველწლიური რბოლა 1980 წლიდან ტარდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ადამიანის გამარჯვების მხოლოდ მესამე შემთხვევაა. რბოლის მოგებისთვის ლაიტფუტმა ჯილდოდ 3500 დოლარი მიიღო.